ქალი და მამაკაცი 14 წლის უკრაინელი გოგონა 73 წლის იტალიელისგან დაორსულდა გუშინ, 12:40 ![]() კორნოიბურგის რაიონულმა სასამართლომ 73 წლის იტალიელის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 14 წლის უკრაინელი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის გამო. ამის შესახებ ავსტრიული სააგენტო APA იტყობინება. როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცმა მსხვერპლის ოჯახი 2022 წლის ზაფხულში უკრაინაში გაიცნო და დედას და სამ ქალიშვილს ავსტრიაში გადასვლაში დაეხმარა. თავად იტალიელი უკრაინელების ოჯახის გვერდით, ავსტრიის ვაინფირტელის რეგიონში ცხოვრობდა. მან ერთ-ერთი გოგონას მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოავლინა და 2024 წლის დასაწყისში გოგონა დათანმხდა ბაბუასთან თანაცხოვრებას, როგორც „შეყვარებული წყვილი“. გამომძიებლების თქმით, სექსუალური კავშირი თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა. სამართალდამცავებმა იტალიელი გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც მოზარდის დედამ მისი ორსულობის შესახებ შეიტყო. სავარაუდოდ, გოგონა იმ დროს ჯერ კიდევ 13 წლის იყო. მოზარდმა უკრაინელმა გოგონამ დედის დაჟინებული თხოვნით აბორტი გაიკეთა. 73 წლის ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის უნაყოფო იყო და მამა ვერ გახდებოდა, თუმცა ექსპერტიზამ ეს ფაქტი ჯერ ვერ დაადასტურა. ხანდაზმულმა მამაკაცმა განაჩენი მოისმინა: მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება. შენიშვნა: ფოტო პირობითია. 401 2-ს მოსწონს
|