x
მეტი
  • 23.07.2025
  • სტატია:143500
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
უუნარონი

მეფე

ძველად ვიქტორ ჰიუგომა დაწერა რომანი "საბრალონი" სადაც გადმოცემულია კატორღელისა და უსახლკარო ობოლი გოგონას ტრაგიკული და ნაღვლიანი ისტორია. ისინი დროის მსხვერპლნი იყვნენ, ისინი მორალმა გახადა დევნილებად, მაგრამ რაც უფრო შემზარავი და შესაბრალისია თანამედროვე საქართველოში ჯანმრთელი უუნარონი გვხვდებიან და თავისუფალი ტყვეები. გასაკვირი ნამდვილად არის ამგვარი ანომალია, უკუღმადაჭედილი ქართველის ნახვა სულაც არაა ძნელი, ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან, დაგლახაკებული ახალგაზრდები, რომელნიც თავიანთ ნიჭს რეალიზაციას ვერ უკეთებენ, იციან რომ მაგრები არიან და აქ მორჩა, კარიერას აგრძელებენ ხალხმრავალ ადგილებში, მეტროში, ქალაქის ცენტრში მდებარე ან უკვე გაწმენდილ მიწისქვეშებში დაბლა და დაბლა იწევენ, იმის მაგივრად რომ ზეცაში ფრთებს შლიდნენ, ვარსკვლავებს ეთამაშებოდნენ, ჩაუქები არიან და ალღოს ვერ უღებენ თანამედროვე ყოფას, ეს ის ხალხია ვისაც ჯერაც შემორჩენია სიამაყე, ტრადიცია, მეობა, გაგება. ოთარაანთ ქვრივის გიორგის მსგავსად, მათ გონებაში ჯერაც ტივტივებს ასეთი ქართველების ხატება . ისინი კვლავაც ეთაყვანებიან ზნეობის უზენაესობას. დათმობები და კომპრომისი მათთვის უცხოა. ასეც უნდა იყოს, თუმცაღა აკლიათ მთავარი ბრძოლის უნარიანობა. შიშია გამეფებული მათ გულებში, ეშინიატ სიახლის, მოძრაობის ეშინიათ, უძრაობა კი - ფსკერს აახლოვებს. ნუთუ არ იქნება სასრული?უფუნქციო ქართველის ულაზათო ოცნებისა:თითის გაუნძრევლად მოხვეტოს მილიონები. ჯანმრთელი ადამიანი რომელიც არ იკადრებს მუშად დადგომას-იკადრებს დედის საყვარელს ან უარეს შემთხვევაში საყვარლებს სახლში, თავად კი სირაქლემას პოზიციაში დარჩება მარად. ლოკოკინის ნიჟარებიდან უმზერენ სამყაროს და დროდადრო ძლიერთა ძახილს ჩავარდნილ ხმას ააყოლებენ, რადგან მერე დროება თუ შეიცვალა ადვილად უარყონ ძველი პოზიცია, ძველად ოქროს რაც უფრო გადაახალისებდნენ მით უკეთესი იყო, ეხლა ქართველი რაც უფრო ახალწყებაზე დგება მით უფრო სავალალო პოზიციაზე მიცოცავს. უკვე მხოხავმა მუხუდოსმარცვლისოდენა ხოჭოებმაც კი გვაჯობეს, ერთობის საკითხებში იმ კიბორჩხალებმაც კი გვაჯობეს დისქავერის დოკუმენტურ ფილმებში რომ ვხედავთ. შეშინებული უემოციო გამოხედვა გამოკრთის ქართველის თვალებში ეშინიათ ბობოლების, ერთის მხრივ უხარიათ თავისუფლება, კარგად ჟღერდა "სიტყვის თავისუფლება". მეორე მხრივ არსებობს თემა რომელზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, ამ საკითხზე არ უნდა გაგაჩნდეს პირადი შეხედულებები ეს ხომ დაუშვებელია, ხვალაც ამ ქვეყანაში ცხოვრება თუ გინდა როგორ შეიძლება ამხილო ძლიერნი ამაქვეყნისანი. მერე შეიძლება ერთ დღეს შენ გნახონ სახლის უკან ხეზე თოკით ჩამოკიდებული, თურმე თვითმკვლელობა გადაგიწყვეტიააა.....

ისმის მეზობლების, ახლობლების ვიშვიში და კომენტარები არ ცხრება იმის თაობაზე თუ როგორ ვერ წარმოიდგენდნენ ამას შენზე და ოჯახი ოჯახი როგორ არ მოელოდა შენგან ამას. უკეთეს შემთხვევაში კი ბანანის ქერქზე ფეხაცურებულივით, აღმოაჩენ რომ თურმე მთელი შენი ცხოვრება კრიმინალი გიკეთებია და ასე მოხერხებულად მალავდი ამას წლების მანძილზე. რა ნიჭიერი ყოფილხარ და რა სულელივით ჩაუვარდი ხელში მართლ, მსაჯულებას. აქ მოძალადე დაზარალებულზე აღმატებულად უდანაშაულოა, მერე რა, პირველი შემთხვევაა ეპატიება, მოითმინე გადაიტან როგორმე.

ქართველს მობეზრდა მუდმივი ბრძოლა, სურს მშვიდი დაბალანსებული ცხოვრება, ამიტომაცაა მისი არაადექვატური ქცევის მატება და გამუდმებით წიწილასავით კრუხის ძებნის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ კრუხის ნაცვლად მამლები მოდიან, მოდიან და მათში სტოვებენ ყოველგვარ ბაცილას, ბაქტერიას თუ ვირუსს, ისედაც არ აკლდა ქართველთა ზოგიერთ ნაწილს მოღალატეობისაკენ მიდრეკილება ამ ახალმა ყოფიერებამ კი ფესვი გაუდგა ყოველივე მანკიერს, დასაბამი მისცა მუტაცია განცდილ ერსის ნარჩენებს.

ქართველი ქართველებს და საქართველოს სახელზე ისაქმებს თავისი ნაჯღაბნით და ლიტერატურულ კონკურსში პირველ ადგილს იღებს ვითომცდა ამხილა რეჟიმი და არ შეუშინდა სიმართლის თქმას, მისი სიმართლე კი ისაა იმ წერილში ვისაც ხოტბა შეასხა მისი დამკვეთიც ისაა.

გიორგი მაისურაძის წლის საუკეთესო ესეისტად შერაცხული დოკუმენტური პროზა იმას ადასტურებს, რომ ავტორი დღესაც ვერ ხვდება თუ რატომ მიეკედლა ქართველი ერი რუსეთს, რატომ გადაწყვიტა ერეკლე II-მ მეზობელ სახელმწიფოს დაქვემდებარებოდა და არა სხვა სჯულის დამპყრობლებს, თუ რისი დამსახურებაა რელიგია, რომ ისევ გვაქვს, ერთმორწმუნეობის იდეა იყო მხოლოდ და მხოლოდ გარდამტეხი ფაქტორი რის შემდეგაც ბევრი ცუდი ვიწვნიეთ, თუმცა მას რომ იმ დროს ეცხოვრა იქნება უკეთესი გზა ეპოვნა ახლა რომ კარაგდ ტკეპნის შეკვეთილ ტაეპებს, ადრე ის იყო კარგი რომ კრიტიკა არსებობდა ეხლა კი სასიხარულო ისაა, რომ ამათ ნაბოდვარს ხალხი აღარ კითხულობს. კაცს ფულიანმა პროტექცია გაუწვია და რაც მფარველს სურს იმას როგორღა ვერ დაწერს? ფულზე გაყიდული საქართველოში ქართველი აღარ ვარგა, აღარ მოსწონს თვითგვემას ჩვეულ "თავისუფალ"არსებას მათთვის წარმოუდგენლად იქცა: რატომ აკლავდნენ მებრძოლნი ომში თავს მტერს, დაემონე ნებაყოფლობით, აი მათი ცხოვრების კრედო, ჯერე კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში რამდენი ვაი ქართველი და ვაი პატრიოტი აქილიკებდა დიდ ვაჟას და გიორგი მაისურაძეს ვითომ ყველა ერთპიროვნულად ეთანხმება, მისი იგნორირება საუკეტესო გამოსავალია, არც ნერვებს მოიშლი და არც მის უაზრო ქილიკის წაკიტხვაში მოსცდები. სწორედ დაკარგული კონტექსტების ის ნამსხვრევია ეს ნაწერი, რომელიც კვლავაც გვარტყამს მრავალჯერ დაკოდილ გულში ხანჯალს, იმ ხიჭვივით სადღაც გვერჭობა, რომლითაც გამოწვეული იარა თავიდან იოლი მოსაშუშებელი გვგონია, მერე კი თანდათან გვირთულდება და დიაბეტიანის სისხლიტ გვიჩირქდება, ამ მკვდარი ლეიკოციტების გროვაში ცოცხლობენ ესეთი ადამიანები, რომელთათვის ფულია მეგობარიც, ცოლიც, შვილიც და დაკარგული ღირსების საუკეთესო საზღაური.

მოცლილი არავის ვეგონო, თუმცაღა ყოველ დღე მტკივა საქართველო, ყოველდღიურად განვიცდი საერთო დარდს და მოცული ვყავარ წუხილს აწმყოზე. დრო? დრო კი მიდის და მოაქვს უსახური მომავალი, ნატოში შესვლა აფხაზეთზე საბოლოოდ უარის თქმის წინაპირობით და დაკარგულ ცხინვალზე უფიქრობით. სოციალური კრიტიკა ვერ აამაღლებს ეროვნულ თვითშეგნებას და ვერ მოსპობს სიღარიბეს, ვერ დააწყებინებს პოლიტიკოსს სხვის გასაჭირზე ფიქრს და ვერ დაავიწყებს საკუთარ ჯიბეს, რომელიც, როგორც ირაკლი შიხიაშვილმა ბრძანა:"თურმე პრემიებით თუ არ აივსო ნაწყენი დარჩება".

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ბერდია წიპწაური
ბერდია წიპწაური
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0