მსოფლიო ყოფილი რესპუბლიკელი სტრატეგი ასახელებს იმ ნიშნებს, რაც ტრამპს აშინებს 23 ივლისი, 11:18 რიკ უილსონმა, ანტი-ტრამპ ლინკოლნის პროექტის თანადამფუძნებელმა, გააზიარა “რეალური გაგება" იმის შესახებ, თუ რატომ “შთანთქვას" ეს საკითხი პრეზიდენტის ტვინს. ყოფილმა რესპუბლიკელმა სტრატეგმა რიკ უილსონმა სამშაბათს შენიშნა “ღრმა მტკიცებულება", თუ რატომ ცდილობს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავი აარიდოს გარდაცვლილი სექსუალურ დამნაშავეზე ჯეფრი ეფშტეინზე საუბარს. “ეს არის რეალური გაგება იმისა, თუ რა აშინებს მას", - თქვა უილსონმა- ლინკოლნის პროექტის, ტრამპის საწინააღმდეგო პოლიტიკური მოქმედებეის კომიტეტის თანადამფუძნებელმა ენბისისთან ინტერვიუში. “დონალდ ტრამპი ბრწყინვალე ადამიანი არ არის, მაგრამ მას გარკვეული ხარისხით ველური ეშმაკობა აქვს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მას პირადად, იურიდიულად, ან პოლიტიკურად საფრთხეს უქმნის", - დასძინა მან. კრიტიკოსებმა პრეზიდენტი გააკრიტიკეს და დაადანაშაულეს მისი ადმინისტრაციის მიერ შერცხვენილ ფინანსისტთან დაკავშირებული ფაილების დამუშავებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაში. ტრამპმა, რომელმაც არაერთხელ დააკნინა ეპშტეინთან მეგობრობის მნიშვნელობა, რადგან მედია საშუალებები აგრძელებენ მათი მეგობრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ყურადღება ბოლო დღეებში გადაიტანა სპორტული გინდების სახელებზე, ბარაკ ობამას ღალატში ბრალდებაზე, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობასა და უცნაურ ვიდეო კომპილაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მოწონების რეიტინგი რესპუბლიკელებში გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მაგამ ადმინისტრაციის მიერ ე.წ. ეპშტეინის ფაილების დამუშავებაზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რეუტერის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 69% თვლის, რომ ადმინისტრაცია ეპშტეინის კლიენტების შესახებ დეტალებს მალავს. უილსონმა განმარტა, რომ ტრამპს “მკვეთრი განცდა" აქვს, რომ ეპშტეინის საქმე “ძალიან დამანგრეველია", მოიყვანა სენატორ დიკ დურბინის განცხადება, რომ დაახლოებით 1000 ეფბიაის აგენტს სთხოვეს ეპშტეინთან დაკავშირებული ცანაწერების მონიშვნა, სადაც პრეზიდენტი იყო მოხსენიებული. 2 შეფასება არ არის
|