სხვა დედის როლი თანამედროვეობაში გუშინ, 23:06 საქართველოში ოდითგანვე ქალს დიდი როლი ეკისრებოდა სამშობლოს ერთობლივ საქმეში. ქალის კლდემამოსილება მუდამ აღაფრთოვანებდა ნებისმიერ დამპყრობელსა თუ ტურისტს, მუდმივი მოკრძალება და ღირსების შეგრძნება, აკეთილშობილებდა ქალს და მეტად მოხდენილს წარმოაჩენდა . ქალი დაბადებიდანვე მამაკაცის აჩრდილად იზრდებოდა. სათუთი მოკრძალება და მამრობითი სქესისადმი რიდი ნათლად წარმოაჩენდა აღმზრდელთა როლს ამ ქალთა ცხოვრებაშიუ. არავის ახსოვს როდისმე დუხჭირი ცხოვრება ჰქონოდათ საქართველოში, გლეხი ყოველთვის შრომით მოიპოვებდა სარჩოს, თუმცა მაინც ახერხებდა ჯეროვნად აღეზარდა შვილები, დედები მაშინაც შრომობდნენ, ათსგვარ ხელსაქმეს მისდევდნენ, თუმცაღა მათი მთავარი მოვალეობა შვილების კეთილშობილური აღზრდა არასდროს ავიწყდებოდათ, ქალთა დიადი სახეები კარგად შემოგვრჩა თუნდაც უახლოესი წარსულიდან, უპირველესად ყურადღება უნდა გავამახვილოთ დღევანდელობაზე თუ რამ განაპირობა ქალის როლის ესე ერთბაშად გაზრდა, მისი მთავარი ფუნქციების დაკნინების ხარჯზე, უღირდა კი ქალს ასეთი თანასწორუფლებიანი ცხოვრება? რა პირობები წარმოშვა გენდერულმა ბალანსმა და რაში მდგომარეობს ამ ხარვეზის აღმოფხვრის არსი?
წარსული სიდიადე ყველას მობეზრდა, აწმყო თითქმის არავის აინტერესებს მხოლოდ მომავალი აფიქრებთ, ისიც მცირე კონტექსტში:"მე რა მომელის?' ამ ჭრილში.
ჯერ კიდევ ერეკლე II-ის დროს ქალთა უმრავლესობა, თავსაფრიანი დედები გახლდნენ, ქალთა ფიქრები, აზრები ყრმობიდანვე იყო მოცული სამშობლოს სიყვარულით და მხოლოდ აქედან გამომდინარე იყო მათი ყოველი ქმედება. რწმენა სამშობლოს განუყოფელი ნაწილი გახლდათ და სიამაყე წესიერი ცხოვრების სტილით იყო წარმოქმნილი. აწმყოს ანალიზისათვის წარსულიდან რამოდენიმე ფაქტი მაინც აუცილებელია, რათა თვალსაჩინო გახდეს სხვაობა, ის დიდი უფსკრული რაც გაითხარა ძველ და თანამედროვე ქალს შორის.
ძველად როცა ქვეყანას მუსულმანი დამპყრობლები შემოესეოდნენ მამაკაცების განადგურების შემდგომი სამიზნე ქალი იყო, დამპყრობთა მიზანი ცხადზე უცხადესი იყო, შეერთოთ ან გაებახებინათ ქრისტიანი ქალები, ხშირი იყო შემტხვევა ისინი სჯულის გამოცვლის სანაცვლოდ წარმტაც ფუფუნებასა და მუდმივ ცოლობას სთავაზობდნენ, მაგრამ ქართველი ქალის საზრუნავი თუნდაც უქმროსი მხოლოდ საკუთარი თავი არასდროს ყოფილა, ჯერ მამული, ერის ერთობა და შემდეგ თავად ის. ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილად მიაჩნდათ თავი და საერთო იდეას თავგანწირვით ეწირებოდნენ. საეკლესიო ცხოვრებას დიდი ღვაწლი შეჰქონდა ასეთი პიროვნების ჩამოყალიბებაში, სწორედ სულიერი მოძღვარნი არ აძლევდნენ საშუალებას ქართველებს ფარ-ხმალი დაეუარათ და ერთი წუთით მოდუნებულიყვენ, ისინი ყოველთვის ლარივით მომართულნი იყვნენ რათა პირნათლად მოეხადათ საკუთარი ვალი.
ქალის უდიდესი როლი ნათლად წარმოგვიდგა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სადაც უამრავი ვაჟკაცი შეეწირა ბრძოლებს, აქ გაიელვა კიდევ ერთხელ ქალთა ქართველურმა დიადმა სახეებმა, მათ კისერზე გადაიარა ყოველგვარმა გასაჭირმა და ვაებამ. მათ აღზარდეს ის თაობები, რომელთაც ანარეკლივით შერჩათ ძველი სულისკვეთება. თუმცაღა აღმაფრენის წლებმა და უცხო ეროვნების ხალხთა დაცემამ, საბოლოოდ გატეხა ეროვნული სულისკვეთება, ნუთუ დედას შვილი იმისთვის უნდა ეზარდა მონა ყოფილიყო უცხოტომელისა, ნუთუ კვლავაც აზრი ჰქონდა ქალთა თავგანწირვას, პირადი გრძნობების უკუგდებით როს მიჰყვებოდნენ სხვა სახელმწიფოს მაღალჩინოსნებს, რაა რაა ამით ერს ვარგოთო, დროის ცვლასთან ერთად დაკნინდა ეკლესია.
XIX საუკუნეში მთლად მოისპო სარწმუნოება და ამას უკვე უმრავლესობიდან არავინ შეეწინააღმდეგა, მოხდა ღირებულებათა გადაფასება და რა მივიღეთ ამ ძვირეული ცვლილებებით ქართველებმა? დაქუცმაცებული ერი და შერცხვენილი ნამუსი. ჩაცმის ატრიბუტები გაუფერულდა, ქალმა შარვალი ჩაიცვა და ერთბაშად გაკაცდა, ამას მოჰყვა შვილების დაპურებაზე ფიქრი და აღზრდის საკითხების უგულებელყოფა. ქალის ბრალი აქ იმაში გამოიხატება, რომ დინებას მიჰყვა, დაკარგა მებრძოლი, მეამბოხე სული და ისეთივე უპრინციპო შვილები არზარდა. თანამედროვე ვაი დემოკრატიის შეგრძნებამ მთლად ხელიდან წაიყვანა ახალგაზრდობა, 1991 წლის არეულობის დროს, სამოქალაქო დაპირისპირებების შემდგომ დაბადებული თაობა აღარ ინტერესდება წარსულით. იქ მხოლოდ ღალატს და ორპირობას ხედავენ, სარწმუნოების დაუძლურებასთან ერთად გაიცრიცა მნოგონება დავით აღმაშენებელზე, ახალმა თაობამ მასზე ქილიკიც კი დაიწყო... აღარ ეჭაშნიკებათ წარსულზე საუბარი, ქართველის მთავარ საზრუნავად სარჩო-საბადებლის მოპოვება იქცა. თუკი დედა შვილს რაღაცას უკრძალავს, რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უძნელდება, თითქოს ბუნებამ დაკარგა ის მთავარი კანონზომიერებანი რითაც აქნობამდე ფუნქციონირებდა.
საზოგადოებას დიდი როლი აკისრია ზოგადსაკაცობრიო საქმეში. რამოდენიმეწლიანმა თვლემამ იმდენად ქვის ხანაში გადაგვიყვანა საეჭვო ხდება თვით თამარ მეფე, რომ მოგვევლინოს ხელახლა - ისიც თუ გვიშველიდა. განათლების დონით მიწასთან გასწორებული ახალგაზრდობა დიდი ტკივილია საქართველოსი. უმოტივაციო ახალი თაობის სიმრავლე, უმოქმედობის განმაპირობებელია და დამდგარ წყალში ბევრი ბაცილაა. სწორი გამოთქმაა: გათიშე და იბატონეს პრინციპი, სწორედ ინდივიდუალურ ოჯახებში მომხდარმა გარდატეხამ და რადიკალურმა ცვლილებებმა შეძლეს გადატრიალება მოეხდინა საქართველოში ოჯახზე აშენებულ-დაფუძნებული ურყევი ძლიერებისათვის. მაშინ, როცა კაცმა ბრძოლის იარაღი დაყარა და ვეღარ გაუძლო გამუდმებული ღალატის რეჟიმში ცხოვრებას, მოწინავე ხაზზე გადაინაცვლა სუსტმა სქესმა, მათთვის კვლავაც პირველ პოზიციაზე შვილების მომავალი გახლდათ, მაგრამ რისი დათმობა აღარ მოუწიათ ქალებს უკვე თითებიც აღარ ჰყოფნის ჩამოთვლისას. წლების მანძილზე გაუხეშდა ქალი, მოისპო ძველი სისპეტაკე და სისადავე, გადაიქცა გაბედულ ძუ ლომად, რომელიც ყველაფერს იკადრებს ოღონდ შვილები ჰყავდეს ცოცხალი, ოღონდ მშობლებს ასიამოვნოს, ოღონდ ქმარი ჰყავდეს გვერდით. უწინ ოჯახის დანგრევა ტრაგედია იყო, თუმცაღა მოძალადე ქმრებმა, ფსიქოლოგიურად სრულიად განადგურებულმა მამებმა ეს საწყისიც ძირფესვიანად ამოგლიჯეს ძველი ტრადიციებიდან. იყო დრო, რომ ქალი ითმენდა სასტიკ მოპყრობას - საკუთარი ქმრისაგან, ისეთს რომელსაც აბასიანტა დროშიც ვერ ვიხილავდით, ქართველი კაცი მხეცზე დაბალ საფეხურზე ჩავიდა, იმიტომაც მოიმატა წამალდამოკიდებულებამ, რომელთა მთავარი მარჩენალიც -კვლავ ქალია.ქალია ოჯახში ნებისმიერი სახსრის შემომტანი და მომპოვებელი, შვილი იმ შტაგონებით გაიზარდა, რომ დედამ უნდა არცინოს, ამიტომაცაა სრულწლოვან ბიჟებს ე.წ ბირჟაზე დგომის მეტი აღარაფერი დარჩენიათ არ ეთაკილებათ დედის მონური შრომა, არ ედარდებათ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სიმძიმე. მორალურად გაუბედურებელ ვაინაჩრობის კაცს, მხოლოდ ქალის ქმრად გაყოლა შეუძლია, ქალის კმაყოფაზე მყოფი მრავალი ნარკომანი გრიმიტობს საზოგადოებაში და ასეთმა უნდა შექმნას რაიმე ღირებული? იმიტომაცაა ევროპისაგან მითითებები, რომ "პოლიტიკაში იყვნენ რაც შეიძლება მეტი ქალი, რათა არ იყოს დისბალანსი, იქნებ ქალთა სიუხვემ წარმოშვას რაიმე ღირებული იდეა, აზრობრივად გამართული გეგმა, იქნება ქალებმა წარმართონ საქმე უმოქმედო კაცთა მოდგმისაგან განსხვავებით, ქალი რომელიც საჭეს უზის კაცივით სიგარეტს აბოლებს და ბილწსიტყვაობს ესაა დღევანდელობა. მანკიერ თვისებებს ემატება სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის უარესი ჩვევები, კაცის ზნე გადაგვარდა და ძლიერი ქალის შემყურე-ქალობა მოენებათ. უსუსურ ინდივიდს სხვა ვეღარა მოეწადინა, გაკვალული გზა სჯობია გაუკვალავს, თუკი ვითომდა სუსტი სქესი ისე გაკადნიერდა, რომ ყველა კაცს თავგზას ურევს და საწადელს ისრულებს, რატომაც არა?
ახალი თაობა 16-დან 35 წლამდე ბიჭები უკვე კაცობის ასაკში: უფულობის, უსახსრობის მოსპობის მეთოდს ქალად გადაქცევას უკავშირებენ, პროსტიტუცია მათ ჩვეულებად ექცათ და ამას მოჰყვა ჰომოსექსუალთა არზევება, ზოგიერთ მღვდელთა უმსგავსო საქციელებმა მიიყვანა ერი ასეთ უმდაბლეს პოზიციამდე, ქარტელმა დაკარგა იოს ნიშა რომელიც ხელიდან გაუშვებლად, ჩაბღუჯული ჰქონდა და სწორედ ამ ნიშნით აოცებდა მსოფლიოს, ეხლა რით უნდა გაოცდეს უცხოელი ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობით"? თუ ლაშა ბუღაძის "თამარი"-ით???ამ უკანსკნელმა სულ მთლად მიწასთან გაასწორა ჩვენი უდიდესი მეფე თამარი, შეიძლება ვთქვათ, რომ მის წმიდა სახელსა და სულზე იძალადა, ქალზე რომელიც აწ უკვე გარდაცვლილია, სწორედ მასზე იძალადა, ფულის სანაცვლოდ და ის მრავალი წელი ეკრანებიდან გვმოძღვრავდა მომავალ თაობას, რომელი ტელევიზიიდან ეგ ყველას გემახსოვრებათ, შეგიძლიატ მოიძიოთ ინფორმაციები ამის შესახებ....წიგნი აღარავის აინტერესებს, მხოლოდ ვინმე ზნედაცემულის საყვარლების რიცხოვნობას ითვლიან სოფლად თუ ქალაქად და მაინც მორალი არ განიცდის რეგენერაციას, მე რაა მე ხომ არ მოვიყვან გაზაფხულს იმ ერთი მერცხალივით. ზოგადად არსებობს თვითგვემა ასეთი სახით და ისეთ მასშტაბით ათეისტებსაც, რომ არ დაესიზმრებათ ოდესმე. ყოველ მხრივ გვესმის:"ქართველები უვარგოსები ვართ, ქართველები ღორები და ბინძურები ვართ, მეტის ღირსები ვართ " და მართლაც სრულდება უაზრო დაბალი შეგნების მქონე ხალხთა ეს წადილი, დღითიდღე ვუახლოვდები თ ბოლო პარასკევს....ყოველდღიურად ვშიშვლდებით და ვერა გაგვივია ამ სირცხვილის არსი. რეალობა კი ერთია:საპალნეზე აკიდებული ვირის ადგილზე ქალია, მეხრე უცხოელი ფულიანი შეიხია, ჩოცორთა ადგილზე კი ამ ქალის ოჯახია. ბევრი გაეცნობა ამ ნაწერს თუ ცოტა, რა მნიშვნელი აქვს? 10-დან 9 საკუთარ ვაი "ოჯახის" ისტორიას ამოიკითხავს. უიმედოა მომავალი და კვლავაც შევხარი წარსულს, გულს ამით იკეთებს ქართველი, რომ დიადი წინაპარი ჰყოლია. დაწერილია 2012 წელს. ეძღვნება ყველა ქალს. |