სხვა დაიცავით საბანკო და სოციალური ქსელების ანგარიშები - უსაფრთხოების 6 ძირითადი წესი გუშინ, 22:47 ![]() ციფრულ სივრცეში უამრავი საფრთხეა, რომლის ასარიდებლადაც შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას. სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენებისათვის: წესი 1. არ გახსნა უცხო ბმული/ფაილი ტელეფონის ნომერზე, ვაცაფზე, ვაიბერზე, ელ.ფოსტაზე უცხო ბმული, ან ფაილი (შეიძლება, იყოს უცხო ადამიანის უცნაური სახელი, გვარით) გამოგიგზავნეს, რომელშიც მითითებულია, რომ თითქოს სოციალური ქსელიდან, ან ბანკიდან გიკავშირდებიან? ეს ფიშინგია, თქვენი ანგარიშის გატეხვა სურთ და არ დააჭიროთ (არ დააკლიკოთ) არანაირ ბმუსლ, ფრთხილად იყავით!წესი 2.შექმენი ძლიერი პაროლი სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიტკოტი, ვაცაფი, ვაიბერი, ტელეგრამი) ანგარიშებისათვის შექმენი ძლიერი პაროლი, რომელიც სხვა, უცხო პირისათვის ძნელად გამოსაცნობი იქნება. გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოები (გრაფიკული ნიშნები), სიმბოლოები და ციფრები ერთად. ძლიერი პაროლის მაგალითია: G9t!sV@84q#LxZ, სუსტი პაროლებისა: 123456 ან nuciko1991. ე.ი. თავი უნდა შეიკავოთ პირადი ინფორმაციისაგან შედგენილი პაროლისგან (მაგალითად, საკუთარი სახელი, დაბადების წელი); განმეორებადი სიმბოლოები ან მარტივი შაბლონები: aaaa1111. წესი 3. ჩართე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2 FA) ორეტაპიანი უსაფრთხოების ჩართვის ფუნქცია აქვს როგორც სოციალურ ქსელებს (მაგალითად, ფეისბუქს), ისე ელექტრონულ ფოსტასაც. კერძოდ, შედიხართ ანგარიშს პარამეტრებში, მერე ამოწმებთ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებას და იქ ორეტაპიან ავთენტიფიკაციას ნახულობთ და მიჰყვებით ინსტრუქციას. ეს ნიშნავს, რომ, პაროლის გარდა, შემოწმდება თქვენი ტელეფონიც, ისე ანგარიშზე ვერავინ შევა. ეს დამატებითი დაცვის საშუალებაა. წესი 4. განაახლე პროგრამები და მოწყობილობა (მობილური ტელეფონი) განაახლე პროგრამები და მოწყობილობა, რადგან ძველი ვერსიები ხშირად ნაკლოვანია, ხარვეზები აქვს. განახლებები კი ხშირად მოიცავს უსაფრთხოების წესებს. წესი5. გამოიყენე ანტივირუსი (Antivirus) და ფაირვოლი (Firewall) ეს ნაბიჯი დაგიცავს ვირუსებისა და მავნე პროგრამებისაგან როგორც ონლაინ სივრცეში ყოფნისას, ისე ფლეშზე (ე.წ. ფლეშკაზე), მეხსიერების ბარათზე ინფორმაციის შენახვისას. საბანკო ანგარიშების დაცვისათვის წესი 6. დაიცავი პირადი ინფორმაცია საჯაროდ ნუ გამოაქვეყნებთ, ნუ გააზიარებთ სოციალური ქსელების საშუალებით: 1.პირად ნომერს (11-ნიშნა ნომერი პირადობაზე) - პირდაპირ თანხას პირადი ნომრის საშუალებით ვერავინ ჩამოგაჭრით, მაგრამ შეიძლება, გამოიყენონ პირის (თქვენი) იდენტიფიკაციისათვის. 2.საბანკო ანგარიშის დეტალებს: ა) ბარათის ნომერი (16-ნიშნა რიცხვი) - ბარათის გარეკანზე დატანილი ნომერი, ბ) ბარათის მოქმედების ვადა (წელი/თვე/რიცხვი. მაგალითად, 01/11/2026). გ) CVV კოდს (არის 3-ნიშნა ან 4-ნიშნა): -American Express-ზე ბარათის უკანა მხარეს განთავსებული 3 ციფრი); -Visa, MasterCard Discover-ზე ბარათის წინა მხარეს, ბარათის ნომრის ზემოთ, ან მარჯვნივ 4 ციფრი. -არც არავის გაუგზავნოთ CVV კოდი სხვას ღია ტექსტის სახით (ელ. ფოსტით, საჯაროთ, ჩატით/სასაუბროდან); -არ შეინახო შენს კომპიუტერში, ან ტელეფონში დაუცველად; - არ შეიყვანო არასანდო, ან უცნობ ვებგვერდებზე.14 1-ს მოსწონს
|