ესე ემიგრანტი, ემიგრაცია, მიტოვებული სამშობლო გუშინ, 21:49 ცხოვრება მიდის თავისი გზით, ყველაფერი თავის კალაპოტში მიედინება. ადამიანი ცხოვრობს და არ იცის რა მოელის მას შემდგომში. ამოუცნობია როგორც ადამიანი, ისე მისი აწმყო და მომავალი. სწორედ მომავლის უცოდინრობის თემა უდევს ჩემს ნაწერსაც ძირითად თემად. შეუცნობელია ის განცდა რასაც იძულებით გადაადგილება ჰქვია. ადამიანი მოულოდნელად სტოვებს მშობლიურ კერას და მიდის სრულიად ახალ სამყაროში, მისთვის უცხო და ამოუცნობ ადგილზე. იგი გარემოებების მსხვერპლი ხდება.
ეს ყველაფერი კი ხდება, არა ომის, არა კონფლიქტის, არა არეულობის, არამედ გაუსაძლისი პირობების გამო. თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ირაგა ერთ დროს განთქმული იყო ურიცხვი მოსახლეობითა და მათი შრომისმოყვარეობით. იქ ძირითადად ბერძნები სახლობდნენ, რომელნიც საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მათი სამშობლო აქ იყო.
ქალაქთან სოფელს კარგი მოასფალტებული გზა აკავშირებდა, ყველას შეეძლო დაუბრკოლებლად გადაადგილება და საზრდოს მოპოვება, ზოგნი სასოფლო მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი, რის გამოც ირაგის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა საბერძნეთში გადაცხოვრებულიყო, გასცლოდა შექმნილ მდგომარეობას. სოფელი ნახევრად დაცარიელდა, იქ არსებულ სკოლაში ორმოციოდე მოსწავლე ძლივს დაუითვლებოდა, სოფელში ძირითადად მოხუცები დარჩნენ, გავიდა კიდევ რამოდენიმე წელი და მკვიდრი მოსახლისაგან ირაგა მთლად დაიცალა. მათ მიერ მიტოვებულ სახლებში თითო-ოროლა სვანი და აზერბაიჯანულენოვანი ჩასახლდა.
აგერ შორიდან მოსჩანს ტყეში ჩაფლული სოფელი, რომელიც მდუმარებას მოუცავს ამ მყუდროებას კი მის შუაგულში მთიდან მორაკრაკე მდინარე არღვევს, ხმაურით მიედინება თავის კალაპოტში და სადღაც დიდი კლდეების მიღმა ხმაურით ეცემა ქვებზე ერთს ამოიქშინებს მომაკვდავის უკანასკნელ გაბრძოლებასავით, თითქოს ფეხზე წამოდგომას ცდილობს და მერე კვლავ წყნარად განაგრძობს დინებას. სოფლის განაპირას მინდვრებია, მას ხეხილის ბაღები მოსდევს, მაღლობზე კი ეკლესიაა, ხოლო მის გვერდით გარდაცვლილთა სავანე. ერთი შავოსანი ქალი აქ თიტქმის ყოველ დღე მოდის და სხვადასხვა საფლავს უვლის, ასუფთავებს და მიცვალებულებს სანთლებს უნთებს. ეს ნადიაა. იგი სამოცდაათ წელს მიტანებული ბერძენი ქალია, რომელმაც მთელი თავისი ახალგაზრდობა აი უკვე მოხუცობის წლები ამ სოფელში დაჰყო და გალია.
დღეს იგი მარტოა არა მარტო საკუთარ სახლში არამედ მთელს სოფელშიც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ასეა და სამწუხაროდ რეალობას ვერავინ ცვლის. მისი თანმხლებნი მხოლოდ წარსულის სევდიანი მოგონებებია, რომელნიც უმალ წამოიშლებიან მის წინ, როდესაც მეზობელთა სახლებს ჩაუვლის.
შემოდგომის მზიანი დღეა და ნადიაც გამოვიდა სახლიდან, უცებ მოექცა ქვის ორღობეთა ტყვეობაში, რომელთაც ჯერ კიდევ ნედლი ბალახი ჩაუცვამთ და კვლავ მედგრად დგანან, მათ ამგებს თავის დროზე დიდი შრომა ჩაუდია, რადგან ისინი წლების შემდეგ კვლავაც ძველებურ ფორმაში არიან, ეს ნელის ეზოს კედელია, იგი მთელი თავის ოჯახით აქ სახლობდა, სკოლაში მასწავლებელი იყო. მას შემდეგ რაც მოსწავლეთა რიცხვი შემცირდა-შემცირებაში მოჰყვა, მხოლოდ მეუღლის შემოსავლებით კი ვერას გახდებოდნენ-საბერძნეთში წავიდა, იქ კარგად მოეწყო და შემდეგ თავისი შვილებიც თანდათან წაიყვანა. რა ექნა აქ ვეღარ იარსებებდა.
მომდევნო სახლი ვაზის ხეივანში იყო ჩაფლული, ეტყობოდა პატრონის დიდი მონდომება და მრავალწლიანი ზრუნვა, ხვეულ კივბესაც ვაზი მიაცილებდა მაღლა, მისი დახუნძლული მტევნები მომწყვეტს ეძებდნენ მაგრამ ამაოდ. აქ რიმას ოჯახი ცხოვრობდა.
მის მეუღლეს სოფლის მდინარესთან ქვის საამქრო ჰქონდა აშენებული და შემოსავლიანი ბიზნესი იყო. რასაც ხელს უწყობდა სოფლის ტყის მასივში მის გარშემო ატეხილი მაღალი კლდეები, თითქოს დიდი დევები ყოფილიყვნენ და ერთ მუჭში მოექციათ ეს მშვენიერი დაბა, სიმაღლის დაპყრობის შემდეგ მიწაზეც მყარად მოეკიდათ ფეხი, რასაც მოწმობდა ირგვლივ მიმობნეული დიდი მრავალწლიანი დახავსებული ლოდები თითქოს მათი შვილები ყოფილიყვნენ. რიმას ოჯახი ერთ - ერთი შეძლებულიო იყო მთელს სოფელში, ვინ იფიქრებდა რომ როდისმე ისინი ამ მშობლიურ სახლს მიატოვებდნენ, მრავალწლიანი შრომის შედეგად შეძენილ მონაგარს დასტოვებდნენ თუმცა....
მოხდა ის რასაც წინასწარ ვერავინ შეიტყობს. მათი შვილები გათხოვდნენ და საბერძნეთში გადაცხოვრდნენ, მოხუცი ცოლ-ქმარი სულ მათ ნატვრაში იყო. ამ საამქროსაც მუდმივად ქურდავდნენ ახალმოსახლენი და აერიათ საქმე. ასეთ ზეწოლას ვეღარ გაუძლეს და წავიდნენ, არჩიეს შვილებთან მშვიდი ცხოვრება, ვიდრე აქ გამუდმებულ შიშში ყოფნა.
მომდევნო ორსართულიანი ქვაში ჩასმული სახლი, რომელიც მაღლობზე ამაყად იდგა და მდინარეს გადაჰყურებდა კოსტასი იყო. ის ყველა სხვათაგან გამოირჩეოდა მის ეზოში მნახველის ყურადღებას იპყრობდა მრავალი ფერის ყვავილი, რომლებიც გარდიგარდმო გასდევდა საკმაოდ გრძელ ეზოს, კაცს თავი სულ მცკირე ბოტანიკურ ბაღში ეგონებოდა, სახლის გვერდზე ჟოილოს მწიფე ნაყოფის სურნელი ტრიალებდა, სახლთან ახლოს მდებარე ონკანთან კი პიტნა ბიბინებდა. შენობას მაღლა მარმარილოს კიბე მიუყვებოდა, რომლის სახელურებსაც ვარდის ტოტები ჰქონდა გახლართული, თითქოს ვარდი ვერ ელეოდა მას, ცდილობდა დაეჭირა კიბე და მაღლა არ აეშვა იგი.
სამწუხაროდ ამ ზღაპრულ გარემოს სევდიან იერს სძენდა იქ ადამიანის არ ყოფნა...
კოსტა რიმას მეუღლის პარტნიორი იყო, საქმე კარგად მისდიოდათ და შესაბამისად ყველა სასიკეთო წამოწყება მისი თაოსნობით ხდებოდა, სოფლის მდინარეზე მცირე ელექტრო ჰესის აგებასაც აპირებდა, უფრო სწორად წამოწყებულიც ჰქონდა, რომელიც საკუთრივ მხოლოდ სოფლის იქნებოდა და განთავისუფლებოდა ელექტრო ენერგიის გადასახადებისაგან, თუმცა ვინ წარმოიდგენდა რომ მის სურვილს ასრულება არ ეწერა, ეფრთხელ როდესაც თავად მართავდა ავტომობილის საჭეს და ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა დედაქალაქში მოუხდა უბედური შემთხვევა, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ერთი შეხედვით გადარჩნენ. მისი ვაჟი დედას საავადმყოფოში დდაატარებდა და ყველანაირი გამოკვლევა ჩაატარებინა მისთვის. ამ დროს კი, ბედის ირონიით თავად გახლდათ სამკურნალო, ფილტვების დაჟეჟილობით საშნელი დაავადება განუვიოთარდა და ექვსი თვის მანძილზე საწოლს მიჯაჭვულმა სიკვდილს ებრძოლა, მაგრამ ყველა ცდა ამაო აღმოჩნდა. ოცდასამი წლის ბიჭი სიცოცხლეს ნაადრევად გამოესალმა, სიცოცხლის უკანასკნელი წუთები კი ასე საშინლად გაატარა. იმ დღეს მხოლოდ ის არ დაიღუპა მამის გული მას გაჰყვა, ძლიან განიცადა და ინფაქტის შეტევა დაემართა. რა თქმა უნდა მისმა ყველა სამომავლო გეგმამ არსებობა შეწყვიტა. მისი ერთადერთი იმედი მიწას მიაბარა და რა ხალისი უნდა ჰქონოდა? მას შემდეგ მისი მთავარი საზრუნავი შვილის სამუდამო სახლი გახდა, მისი საფლავი მარმარილოს ფილებით მოაპირკეთა და მნახველი აღტაცებაში მოჰყავდა არა მარტო ახალგაზრდა ბიჭის წარმოსადეგ გარეგნობას, არამედ მის სამუდამო განსასვენებელსაც.
დრო გადიოდა და უფრო გაშრირდა ძარცვა და ქურდობა. რამოდენიმე ყაჩაღობის ფაქტიც დაფიქსირდა, მოსახლეობა შიშმა მოიცვა. კოსტას და მის მეუღლეს თავიანთი ქალიშვილის შვილებიღა აცოცხლებდნენ ისინი კი მათგან საკმაოდ შორს-საბერძნეთში ცხოვრობდნენ. აუტანელმა მდგომარეობამ და უმეზობლობამ ისინი აიძულა იმ აზრამდე მისულიყვნენ, რომ მათაც მიეტოვებინათ ირაგა. ძნელი კი იყო ამის წარმოდგენა...
ერთი საკიტხი გაურკვეველი რჩებოდა: "რა ექნათ შვილის საფლავისათვის?" ამ საგონებლის გამო კოსტას კვლავ განუმეორდა გულის შეტევა, მაგრამ ქვა ყოფილა ადამიანის გული-გადარჩა. რაღაც პერიოდი ნეშტის საბერძნეთში გადასვენებას განიხილავდა, მაგრამ ეს გარდაცვლილის შეურაცჰყოფა იქნებოდა და ნათესავებმა გადააფიქრებინეს. ოჯახი დიდი დარდით გულდამძიმებული გამოეთხოვა სამშობლოს და გასწიეს შორეული საბერძნეთისაკენ.
ირაგაში ტყიდან ჩიტების ჟღურტული კვლავაც ისმოდა, დროდადრო ადამიანის ხმაც გაისმოდა.
მდინარე კი კვლავაც ხმაურიანად განაგრძნობდა დინებას, ხანდახან ისე ადიდდებოდა საკუთარ კალაპოტში ვერ ეტეოდა და ღრიალით ეხეთქობოდა კლდის კიდეებს. თითქოს ვიღაცას ებრძოდა.
გავიდა წლები. ნადიას მეუღლე გარდაეცვალა და მოხუცი ქალი შვილებს რომ არ დასწოლოდა კისერზე კვლავ საქართველოში დაბრუნდა, ერჩივნა საკუთარ სახლში დაღუპულიყო უპატრონოდ და მისი მეუღლის საფლავისათვის მოევლო მანამდე, ისედაც გამუდმებით დიდი ნოსტალგია სტანჯავდა. მან ერთმა შეძლო საწადელისათვის მიეღწია. მოგვიანებით მას კოსტა სწრედა: "აქ ყველა ბერძენი ცხოვრობს, მატერიალური არაფერი მაკლია, შვილიშვილების მოსიყვარულე გარემოში ვარ, მაგრამ..., ვაი რომ კვლავაც არსებობს ეს მაგრამ, აქაურ საკვებს სულ სხვა გემო აქვს, უბრალო მწვანილიც კი ხეებივით იზრდება, ვითომ სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ ეს სოფელი ჩვენი ირაგისთანა არაა, აი უკვე მეხუთე გულის შეტევა გადავიტანე, ოპერაციაც გავიკეთე და მაინც არ ვკვდები, ჩემი გული მანდაა ჩემს ვაჟთან და ვფიქრობ მანდ როცა ჩამოვალ მის მოსანახულებლად მაშნ წამიყვანს უფალი იმ ქვეყნად, დიდი მადლობა ჩემო ნადიუა ჩემს შვილს, რომ უვლი, ის ხომ მშობლების გარეშე სრულიად მარტოა მანდ. ჩემმა ნათესავებმა ყველაფერი მიამბეს, როგორ გაგიხარებია ჩემი მეუღლის დარგული ყვავილები მის საფლავზე. იცი როგორ მომენატრა ყველაფერი? ნეტავ როდისმე ისევ ვიხილავ ჩემს სახლს? მხოლოდ იმედი მაცოცხლებს, იმედი იმისა რომ მოვახერხებ სიკვდილის წინ ერთხელ მაინც შევავლო თვალი ჩემს სამშობლოს."
ახლა, როცა ამ ამბავს ვამთავრებთ ნადიას სტუმრები ეწვივნენ, ეს იშვიათი მოვლენა მასაც გაუკვირდა. მოსულნი საბერძნეთიდან ჩამოსულნი გახლდნენ, თავიანთი მიტოვებული სახლის სანახავად ჩამოსულებს გულმა თავიანთი ამჟამად ერთადერთი მეზობლისაკენ გამოუწიათ, მოხუცებულ მშობლებს სიკვიდილის წინ სამშობლოს ნახვა უსურვიათ და ისინიც ცდილობდნენ ვიდეოფირზე ყველაფერი აღებეჭდათ, დაეფიქსირებინათ და ესახათ, სასაფლაოზეც იყვნენ და წინაპართა ხსოვნას პატივი მიაგეს, ეკლესიაშიც მოილოცეს, ტაძარი კვლავ გასხივოსნდა ათასობით ცვილის სანთქლით.
ერთი კი აღსანიშნავია:"ჩანაწერს კი წაიღებენ, მაგრამ მშობლიური სოფლის ჰაერს, ბუნებას და სილამაზეს ვერა, ამ ვიდეოში მონატრებული კაცი თავის ბანღში ვერ გაივლიდა და რაც უმთავრესია სამშობლოს მიწას ფეხ ქვეშ მყარად ვერ შეიგრძნობდა. შემოდგომის თრთვილს და გაზაფხულის ნამს ვერ ნახავდა. ზაფხულში ბალახის სურნელს ვერ იგრძნობდა და ზამთარში შეშის წვის შედეგად შეჯერებულ სუნს." პ.ს ავტორმა ეს სოფელი 2003 წელს მოინახულა, აღნიშნული ესსე დაწერა ახლობლის თხოვნით, ეძღვნება მის ხსოვნას-მერი კოტიდი/20/07/2025 წელს მიაბარეს ირაგის მიწას, სამუდამოდ ჩაიკრა გულში საკუთარი ერთადერთი ვაჟი. უფალმა განანათლოს.

|