მამაკაცი რომელიც წლების მატების მიუხედავად ვერ ყალიბდება დამოუკიდებელი აზროვნების ინდივიდად, სად უნდა ვეძიოთ პრობლემა თუ არა მის ბავშვობაში? ახლა ყველას განმარტება ისაა, რომ ბნელი 90-იანები აქვთ გამოვლილი და მაშინ იყო უარარობა და დედა შვილს იყო დაშორებული და ბრძოლა მიმდინარეობდა გადარჩენისატვის, მაგრამ მთლად ასეც არაა. პიროვნების მედგრად და შემდგარად ჩამოყალიბებას მხოლოდ მისი სასკოლო და აკადემიური შეფასებები არ განაპირობებს, აქაა პრობლემის სათავე: ბავშვი რომელიც მთელი ცხოვრება კითხულობს სათავგადასავლო ლიტერატურას, ცხოვრებასაც ამ ლიტერატურით უყურებს. სწორად შერჩეული საკითხავი ლიტერატურა მეტად აფართოებს თვალსაწიერს, მაგრამ რეალობაში რამდენად მოახდენს ადაპტირებას ბავშვი ეს მშობლების დახმარებით ხდება. ჰოდა, როპცა ასე წვალებიტ, სკოლაში ბულინგით და გაჭირვებით გაიზრდება კაცი თუ ქალი არ აქვს მნიშვნელობა. როცა უკვე ცხოვრების სარბიელზე დგება ხდება სრულწლოვანი, აქ მშობელი მაინც არ იშლის თავისას, მოუწოდებს სწავლისაკენ, მერე კიდევ სწავლისაკენ, კიდევ სწავლისაკენ და რეალური ურთიერთრობებისათვის დრო არ რჩება ადამიანს, წლები მიდის და მას ისევ ბავშვური ალალი აზროვნება გააჩნია, რა მნიშვცნელობა აქვს ტექნიკურ საგნებს სწავლობს თუ ჰუმანიტარულს? ეს ტექსტები დაეხმარება მას ხალხთან საერთო ენის ნახვაში? ჰოდა შედეგად ვღებულობთ ჩინელებივით ერთ სპეციალობაში დახელოვნებულ ინვდივიდს, რომელსაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან აქვს რეალური პრობლემები.
ალბათ შეგინიშნავთ თქვენს სანაცნობოში ბიჭების უმეტესობა, რომლებიც ყოველ თავის დაბადების დღეზე გამოფენენ ფოტოებს, სადაც 1 გოგონაც კი არაა დაპატიჟებული, ეს ტრადიცია იწყება სკოლის პერიოდიდან და გრძელდება ათეულობით წლები.
სამაგიეროდ ტორტის ჩაქრობისას ამ ვაჟს დედა უმშვენებს გვერდს, ან უფრო ოჯახის წრეში შემოიფარგლებიან ფოტოსესიით. დედა გამოფენს ფოტოებვს ჩემი ერთადერთი, წარწერით, გააკეთებს კოლაჟს ბავშვობიდან აქნობამდე“ ფოტოები სულ ბიჭი დედიკოსთან ერთად.
შედეგად თუკი მსგავსი ადამიანის ცხოვრებაში გამოცნდება სხვა ტიუპის, შემდგარი პიროვნება ქალი-აქ იწყება გაუგებრობები, ჯერ ერთი რომ დედას საკუტარი ნარცისიზმი არ მისცემს უფლლებას თავისუფლად მოაზროვნე ქალი წარმოიდგინოს შვილის გვერდით, ხოლო შვილი დედიდან გამომდინარე ამ აქლს დაუწყებს დედის კრიტერიუმებით შეფასებას, განსჯას და მისი შიშები ამ ურთიერთობებში იმდენად გაიზრდება, პასუხისმგებლობის არ აღების ხელოვნება და დედას მიბარებულობა იმდენად გამჯდარი აქვს სისხლში, ნებისმიერ გაუგებრობაზე აქაც დედიკოს ხომ არ ჩარევს?
შესაბამისად მუდმივად ფიქრობს დაშორებაზე, სანაცვლოდ დედა კმაყოფილია და ეუბნება : აგერ ამას გაგაცნობ, შენ ყველას უყვარხარ, ახლა ამის დრო არა, შენ სხვა მიზნები გაქვს...
სხვა მიზნები რა არის აბა თუ გამოიცნობთ? დედის ამბიციები სადამდე შეიძლება წავიდეს? ვინ მოსთვლის. მაგრამ ბიჭს აქვს ცხოვრების შიში, მარტოობის მკვეთრად გამოკვეთილი მავნე ჩვევები, უძილობა, პანიკური შეტევები, სიახლეების ვერ მიღება და ა.შ.
თუ ადამიანი კარუიერულად წარმატებულია, ეს არ ნიშნავს რომ ეს პიროვნება ურთიერთობებშიც ამდაგვარადვე თავდაჯერებულია, აქ აქვთ ხშირად დისბალანსი და გარღვევა, ეს ოჯახისათვის არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ამ ადამიანს ფულის მანქანად აღიქვამენ, ხოლო მის ენერგეტიკულ რესურსს კი ულევად და უშრეტად.
ადამიანი უკვე იწყებს მკურნალობას გამოგონილი ავადობებით, ტვინი უკვე უტრიალდება და ნათესავები მაინც მის სავარაუდო პარტნიორს განიხილავენ, იმას კი არ ამბობენ ბიჭი ავადაა, ვინ გაჩერდება მასთან?
არა მათ უკვე დაკარგული აქვთ რეალობის აღქმა, ბოლომდე აწვებიან ბიჭს: იმ ქალს შენგან მატერიალური გამორჩენა უნდა, ამ დროს ბიჭის გონებაში 2 რეალობა ეჯახება ერთმანეთს, ვის უნდა ფინანსური სარგებელი ამათ თუ იმ ქალს, რომელსაც წლებია ხვდება და თვითონაც ხომ იცის 1 ვარდი არ უჩუქებია. სწორედ ამ ზოგადად ჩანერგილ პრინციპებსა და ტრეალობას შორის ჯახს მიჰყავს ადამიანი სომატურ აშლილობამდე, ბავშვობაში ჩამოყალიბებული ქალის ერთი ტიპის იქით თურმე სხვა ტიპებიც არსებულა, თურმე ფულის გარეშე უყვართ, ეს როგორ? ფულის გარეშე მხოლოდ დედას უყვარს ადამიანი, მას ასე ასწავლეს, ასე ჩაუნერგეს.
ახლა გამუდმებით უმეორებენ:შენს ცხოვრებაში ემოციების დრო არაა, უნდა ისწავლო, მაგრამ ამ ცოდნას საგანმანათლებლო სფეროში რომ ვერ იყენებს ეგ დროის ამბავი ჰგონიათ, რატომ ვერ იყენებს? არ აქვს ნერვი... ამას მიუყრუებენ....ცდილობენ ფსიქოლოგიური ლიტერატურითა და ფსიქოლოგების ფრაზებით იხელმძრვანელონ და თავად უექიმბაშონ ადამიანს, ესაც ცხვარივითაა, მათზე მინდობილი, რა სპეციალისტი კაცი, საქართველოა-ტეხავს. იმიჯი დაინგრევა შენი სახელისა და გვარის გასწვრივ ფსიქლოგი რომ ახსენონ, რას ლაპარაკობ გაგიჟდი?
შედეგად კი მართლა გიჟდება და იშლება ადამიანი, დღეში 5 აბ სხვადასხვა მედიკამენტს ღებულობს, მეტიც რაღაც მინარევების ნემსის სახით გაკეთებასაც იწყებს და ამ დროს ნათესავები სად არიან?
მერე ნეკროლოგის სახით ნიუსებში დაიწერება: ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს, ...|
მერე დაიწყებენ ისეთი კარგი ადამიანი იყო, ისეთი წესიერი, სიგარეტსაც კი არ ეწეოდა და ა.შ
ამ სტატიას ვაქვეყნებთ სარეკომენდაციო სახით, არავის არ აქვს უფლება სხვისი ცხოვრება მართოს და ადამიანზე მანიპულაციით მისი ნების კორექტირება მოახდინოს, ჯადოსნობაა ეგ აბა მეტი რა ჰქვია?
გამოფხიზლდით, ააიმაღლეთ განათლების დონე, თორემ იმ ქალში კი არაა პრობლემა, ის თავის სწორს მონახავს, თქვენ იდარდეთ ასეთი ტვინარეული ადამიანი რომ შეგრცებათ ხელთ, ფეისბუქის ლამაზი პოსტებით რეალობა როდი იცვლება?