საზოგადოებრივი იდუმალი რასა, რომელიც დედამიწაზე 12 000 წლის წინ გამოჩნდა – უცხოპლანეტელების კვალი დედამიწაზე გუშინ, 8:41 1938 წ. ჩინურმა ექსპედიციამ, ტიბეტის მთებში 716 საკმაოდ უჩვეულო არსებების ნეშტი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენას უფრო საინტერესოს ის ხდიდა, რომ თითოეულ სამარხში, ჩონჩხთან ერთად, 30 სმ დიამეტრის და დაახლოებით, ერთი სანტიმეტრი სისქის ქვის დისკიც იყო. მოგვიანებით, ამ დისკებს მეცნიერებმა «დზოპას ქვები» უწოდეს. შემორჩენილი ინფორმაციის თანახმად, ექსპედიციამ, რომელიც რთულად მისადგომ მთებში, ბაიან-ხარა-ულას ქედზე ჩატარდა და რომელსაც პეკინის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი ცი ფუტაი ხელმძღვანელობდა, ჩინეთ–ტიბეტის საზღვარზე, ერთმანეთთან უცნაურად დაკავშირებული, მღვიმეების საოცარ კომპლექსი აღმოაჩინა. კვლევის თანახმად, კომპლექსი შესაძლოა, ადამიანის მიერაც იყოს შექმნილი... თუმცა, ამ შემთხვევაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან გამოქვაბულებში, ყველაზე უნიკალური გარეგნობის, ადამიანის მსგავსი არსების ჩონჩხები აღმოაჩინეს. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს მაიმუნის ჩონჩხი იყო. მაგრამ, აზრი მაშინვე უარყვეს, რადგან მაიმუნები გარდაცვლილებს არ მარხავენ, თან ამ მოსაზრებას, დისკების არსებობის ფაქტიც ეწინააღმდეგებოდა...
ამ უცნაური არტეფაქტის გარდა, მღვიმის ერთ–ერთ კედელზე, ნაკვეთი გამოსახულებაც აღმოაჩინეს, რომელზეც ამომავალი მზე, მთვარე და ვარსკვლავები იყო გამოსახული და ისინი ერთმანეთს პატარა წერტილიდან გამომავალი ხაზებით უკავშირდებოდნენ. მას შემდეგ, რაც აღმოჩენის შესახებ, ხელისუფლებამ შეიტყო, ექსპედიცია დახურეს, ხოლო მისი შედეგები გაასაიდუმლოეს... და იმ ადგილზე, გათხრების გაგრძელება მხოლოდ 20 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი და კიდევ ასობით დისკი აღმოაჩინეს. შედეგად, უკვე შესაძლებელი გახდა არტეფაქტების საფუძვლიანი შესწავლა და დისკების დეშიფრირება. დოქტორი ცუმ უმ ნუის თარგმანის მიხედვით, დისკებზე კოსმოსური ზონდის შესახებ, წარმოუდგენელი ისტორია იყო მოთხრობილი, რომელიც დედამიწაზე სხვა პლანეტიდან მოფრინდა და იმ რეგიონში კატასტროფა განიცადა. უცხოპლანეტელები დედამიწაზე მშვიდობით მოვიდნენ და როგორც ჩანს, ძალიან განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი საკუთარ რასას «დზოპას» (Dzopa) ეძახდნენ. მაგრამ, მათ ადგილობრივი აბორიგენები, რომლებიც უფრო მაღლები იყვნენ, ცხოვრებას ძალიან ურთულებდნენ – უცხოელებს საფრთხედ მიიჩნევდნენ და მათზე ნადირობდნენ. ამიტომ, ამ არსებებმა დედამიწა დატოვეს. ამჟამად, ამ შორეულ და თითქმის მიუწვდომელ მთებში, ორი ადგილობრივი ტომი ცხოვრობს. თუმცა, უცხოპლანეტელების ვიზიტის შესახებ, არაფერი იციან... და ვერც ეცოდინებათ, რადგან როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მღვიმის კედელზე ზემოთ ხსენებული გამოსახულება 12 000 წლის წინ არის შექმნილი. გარდა ამისა, იმ დროს, არავინ იცოდა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ დისკები, რომლებიც ქვის გარდა, კობალტის და სხვა ლითონის შენადნობებით იყო დამზადებული. ამ რასის ისტორია ჩინურ და ტიბეტურ ლეგენდებში და ფოლკლორშიც აისახა, რომლის მიხედვით, დედამიწაზე ისინი «ღრუბლებიდან» მოვიდა და ადგილობრივებმა მათი წარმომადგენლები დახოცეს, რადგან პატარები და ძალიან მახინჯები იყვნენ და რომ ადამიანებს ისინი არ მოსწონდათ. გარდა ამისა, იგივე ლეგენდების თანახმად, ადამიანები რომლებსაც ძალიან დიდი თავები და თვალები და პატარა სხეულები ჰქონდათ, ათასი წლის წინ მოვიდნენ და გამოქვაბულში იმალებოდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ლეგენდების შინაარსი, სრულად ემთხვევა დისკებზე მოთხრობილი ისტორიების შინაარსს. ასე რომ, ეს არ არის «უცხოპლანეტელთან» შეხვედრის ჩვეულებრივი ამბავი!
1995 წელს ჩინეთის ახალ ამბებში ინფორმაცია გაჟღერდა, რომ ბაიან-ხარა-ულას ქედის სიახლოვეს, 120 კაციანი ტომი აღმოაჩინეს, რომლის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ხოლო, მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ადამიანების სიმაღლე 3 ფუტს და 10 დიუმს (დაახლოებით, 116 სმ) არ აღემატებოდა. და ბოლოს, მღვიმის კედელზე აღმოჩენილ გამოსახულებაზე, ჩვენგან განსხვავებული თანავარსკვლავედია გამოსახული. ხოლო, ნახატის კომპიუტერულმა მოდელირება აჩვენა, რომ მასზე დედამიწაც არის ამოკვეთილი, მაგრამ იმ სახით, როგორც ის სხვა ვარსკვლავური სისტემიდან ჩანს, – იმ პლანეტიდან, საიდანაც ისინი მოვიდნენ...
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |