x
მეტი
  • 24.07.2025
  • სტატია:143516
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515473
ვინ თარგმნა სიმღერის სიმღერის ტექსტი " კაცი ვარ და ქუდი მხურავს.." ?

image
"კაცი ვარ და ქუდი მხურავს, ქედს არ ვუხრი არავის, მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის“.
ეს სიმღერა ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა ქართველ კაცს. (ამ სიმღერას დღესაც მღერიან, ) მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში, სტუდენტი გოგონას, თამარ ერისთავის მიერ ნათარგმნი, შოტლანდიური პოეზიის მოტივებიდანაა.
ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,
არ დავუთმობ არავის,
რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,
არც დავადგამ არავის.
ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის,
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.
მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის,
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.
გავიხარებ, გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის,
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის. - რობერტ ბერნსი
0
259
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0