ტენდენციები 58 წლის სალმა ჰაიეკი ჟურნალის გარეკანისთვის გაშიშვლდა დღეს, 15:03 ![]() 58 წლის მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი სალმა ჰაიეკი სპორტული გამოცემა Sports Illustrated-ის ახალი ნომრის გმირი გახდა.ცნობილი ქალბატონი ჟურნალის გარეკანს ამშვენებს. ფოტოები, რომელმაც სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, გამოცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. კადრში სალმა ჰაიეკი წყლისა და კლდის პირას პოზირებს საცურაო კოსტიუმში: მსახიობს ყავისფერი ყვავილებით ამოქარგული ბიუსტჰალტერი და ოქროსფერი საშუალო ზომის საცურაო ტრუსი აცვია. ![]() ![]() ![]() ![]() 23 წლის ასაკში სალმა ჰაიეკმა როლი მიიღო მექსიკურ ტელენოველაში „ტერეზა“ (1989). ამ სერიალის ხარჯზე მოიპოვა ეროვნული ვარსკვლავის სტატუსი. მოგვიანებით, 1994 წელს ითამაშა მექსიკურ ფილმში „ხეივნის საოცრება“. ამ როლისთვის მიენიჭა მექსიკის კინოპრემია „არიელის ჯილდო“.სულ მალე თავის ნათესავთან აშშ-ში, ჰიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ მან ჩააბარა იბეროამერიკულ ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე.1991 წელს დასახლდა ლოს-ანჯელესში, სადაც შეუდგა სამსახიობო ხელობის შესწავლას სტელა ადლერთან. 1995 წელს რობერტ როდრიგესმა სალმა ჰაიეკი მიიწვია გადაღებებზე ფილმში „სასოწარკვეთილი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ანტონიო ბანდერასი ამ ფილმის შემდეგ სალმა ასე თუ ისე ცნობილი ხდება ჰოლივუდის წრეებში და შესაბამისად ყურადღება მიიპყრო კინოსტუდიების მხრიდან. 1996 წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც თამაში მოუწია კვენტინ ტარანტინოსთან და ჯორჯ კლუნისთან. 1997 წელს ჰაიეკმა მეტიუ პერისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა რომანტიკულ კომედიაში „აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია“. 1999 წელს ვილ სმიტთან ერთად მოუწია თამაში დიდბიუჯეტიან ფილმში „ველური, ველური დასავლეთი“, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ფილმში „დოგმა“. თუმცა მწვერვალი იყო ფილმი "ფრიდა", სადაც მან მთავარი როლი შეასრულა და ასევე ფილმს პროდიუსირებაც გაუწია. ამ როლისთვის სალმა ჰაიეკი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე, როგოროც საუკეთესო მსახიობი. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მასში გაშუქებულია მექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს ცხოვრება-მოღვაწეობა. 24 2-ს მოსწონს
|