
გლენ „სპოტი“ ლოკეტი (Glenn «Spot» Lockett) ცნობილი იყო, როგორც ლეგენდარული ჰარდკორ პანკ პროდიუსერი და ხმის ინჟინერი, რომელიც მუშაობდა ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა The Misfits, Black Flag, Minutemen და მრავალი სხვა. თუმცა, ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოებიდან გამომდინარე, მის შემოქმედებით ნიჭს მთელი ამ ხნის განმავლობაში მეორე მხარეც ჰქონდა. 1960-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისის ეს კადრები იმ დრონდელ, ადგილისა და სტილის შესანიშნავ სურათს ხატავს.
1969 წელს "სპოტი" სერიოზულად დაინტერესდა ფოტოგრაფიით. იგი შთაგონებული იყო ჟურნალ LIFE-ის შავ-თეთრი ფოტოებით და როდესაც კამერა Pentax-ი შეიძინა, ის განუყოფელი გახდა თავისი ფოტოაპარატთან ერთად, დაიწყო სტატიების წერა მუსიკაზე ადგილობრივი გაზეთ Easy Reader-ისთვის, ასევე ფოტოების გადაღება.
კილეტმა თავისი ძველი ფოტოები გამოაქვეყნა წიგნში „Sounds of Two Eyes Opening.“. ისინი ასახავს ცხოვრებას, როგორსაც ავტორი ხედავდა ჰერმოსა ბიჩში, რედონდო ბიჩში და სამხრეთ კალიფორნიის სხვა ქალაქებში. ეს კადრები მოიცავს გოგონებს ბიკინებში, გორგოლაჭებით მოსეირნეებს, ბიჭებს სკეიტბორდებზე, სერფერებს, პანკებს, პოლიციელებს, მუსიკოსების თაყვანისმცემლებს, კადრებს რეპეტიციებიდან და ჰარდკორ პანკის დამფუძნებლების გამოსვლებიდან. როგორც სპოტი წიგნის შესავალში წერდა, „ან იქ იყავი, ან არა“. და ის არა მხოლოდ „იქ“ იყო - სცენაზე, კულისებში, მოვლენების ეპიცენტრში - მას ორივე თვალი ფართოდ ჰქონდა გახელილი.
ფოტოები თემატიკით მრავალფეროვანია, მაგრამ ყველა მათგანი თავისებურად გამოირჩევა ახალგაზრდობის ექსპრესიული, ცოცხალი ენერგიით.
