შოუბიზნესი მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს! როგორ გამოიჭირეს წყვილი ღალატში დღეს, 14:20 ბოლო დღეებია სოციალური ქსელები ამ ფაქტმა ააფეთქა. 16 ივლისს Foxborough–ში Coldplay–ს კონცერტზე "kiss cam-ში" კომედიური დრამა გათამაშდა: ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ენდი ბაირონი და HR ხელმძღვანელი კრისტინ კაბოტი საჯაროდ გამოიჭირეს. ბაირონი თანამდებობიდან დაუყონებლივ მოხსნეს. ორივე ადამიანი დაოჯახებულია. "კოცნის კამერა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტებსა და სპორტულ ღონისძებებზე გამოიყენება. ეს კამერა წყვილებს აფიქსირებს და დიდ ეკრანზე აჩვენებს, რაც ადრესატებს ძირითადად ძალიან უხარიათ ხოლმე. თუმცა ამჯერად დიდი სენსაცია დატრიალდა. არ არსებობს პლატფორმა, რომელზეც არ დაიპოსტა ამ წყვილის ღალატის ამბავი. კამერამ როგორც კი დააფიქსირა ქალი ქვემოთ ჩაიმალა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. 30 შეფასება არ არის
|