x
მეტი
  • 22.07.2025
  • სტატია:143479
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
ცოლს ქმრის საიდუმლოს გაგება სიცოცხლის ფასად დაუჯდა
image

People: აშშ-ში მამაკაცმა მოკლა ცოლი, რომელმაც შემთხვევით შეიტყო მისი ღალატის შესახებ.



აშშ-ში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყოფილმა პოლიციელმა ცოლი მოკლა მას შემდეგ, როდესაც ქალმა ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო.ამის შესახებ People წერს.

2023 წლის 24 ნოემბერს, 57 წლის ბრაიან მაკმანუსმა ჯორჯიის შტატის ქალაქ უორნერ რობინსში პოლიციას შეატყობინა, რომ მისმა მეუღლემ, ლუსილ ენ მაკმანუსმა, თავი მოიკლა. წყვილმა ერთმანეთი ონლაინ გაიცნეს და სამი თვით ადრე დაქორწინდნენ.




მამაკაცმა განაცხადა, რომ ქუჩაში ძაღლის გასეირნების შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც ცოლის უსიცოცხლო გვამი დავხდა. ამავდროულად, პოლიციის ცნობით, მამაკაცი არავითარ ემოციას არ ავლენდა და მხოლოდ მას შემდეგ ანერვიულდა, როდესაც მიხვდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი თავად იყო.



მალე გაირკვა, რომ მამაკაცს ფლორიდაში საყვარელი ჰყავდა. თვითმხილველების თქმით, ლუსილ ენს მეუღლის ღალატის შემთხვევით გაგება სიცოცხლის ფასად დაუჯდა: მაკმანუსმა შეტყობინება შეცდომით საყვარლის ნაცვლად ცოლს გაუგზავნა.. ასევე ცნობილი გახდა, რომ ქორწინებამ მამაკაცს შეერთებულ შტატებში მწვანე ბარათის მიღების საშუალება მისცა, ხოლო ცოლმა, რომელმაც ღალატის შესახებ შეიტყო, დაემუქრა, რომ გიჩივლებ და ვიტყვი, რომ ჩვენი ქორწინება ფიქტიური იყოო და მწვანე ბარათისთვის გჭირდებოდაო.

image

გამოძიების დროს მაკმანუსმა სცადა ქალის შვილიშვილისა და მისი ბოიფრენდის დადანაშაულება, რომლებმაც თითქოსდა, ძარცვის ინსცენირება მოაწყეს.


გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბრიტანელი მამაკაცი ლონდონის პოლიციიდან რამდენიმე ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარის გამო გაათავისუფლეს.

image

შედეგად, მამაკაცი ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ ამა წლის 16 ივლისს დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

0
162
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0