x
მეტი
  • 22.07.2025
  • სტატია:143459
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
,ნაპოლის,,თბილისის,,დინამოსთან,, არანაირი შანსი არ აქვს"
image

“ნაპოლის“თბილისის“დინამოსთან“ არანაირი შანსი არ აქვს“-ელენიო ერერა

1978წ.

ეპოქის საკულტო გუნდის,


ევროპის ტოპ-კლუბის თბილისის“დინამოს, ისტორიიდან

“დინამო“თბილისი-“ნაპოლი“-2:0

დავით ყიფიანის და რამაზ შენგელიას გოლებით

1978წლის 13 სექტემბერს თბილისში უეფა-ს თასზე 75ათასი გულშემატკივრით გადაჭედილ “დინამოზე“

ანგარიში 2:0 სრულად არ ასახავს თბილისის “დინამოელთა., უპირატესობას იტალიის სერია“ა“-ს გუნდთან.მთელი მატჩის განმავლობაში დინამო ფლობდა სათმაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ნაპოლი დინამოს კარს სახიფათოდ მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა -კლასში სხვაობა იყო კოლოსალური!თითოეული დინამოელი ოპონენტზე უფრო ტექნიკური, სწრაფი და თქვენ წარმოიდგინეთ ფიზიკურადაც უფრო ათლეტურიც!..

ეს თუ ჩემი, თბილისის“დინამოს“გულშემატკივრის სუბიექტურ შეხედულებად შეიძლება მივიღოთ, გადაჭარბებულ შეფასებად ჩავთვალოთ, სახელგათქმულმა იტალიელმა მწვრთნელმა ელენიო ერერამ, რომელიც საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელს შორის მუდმივად სახელდება სხვადასხვა გამოკითხვებში, წილისყრის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ“ნაპოლის“თბილისის“დინამოსთან არანაირი შანსი არ აქვსო!...კიდევ ერთხელ-ელენიო ერერამ, რომელიც ფიფა-მ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნერთა ათეულში დაასახელა... “ნაპოლის“ თბილისის “დინამოსთან“ არანაირი შანსი არ აქვსო!..ეს განაცხადა ერერამ, როცა განმეორებითი თამაშების წინ იტალიური გუნდების შანსებზე ლაპარაკობდა .

აქვე “ნაპოლის მთავარი მწვრთნელის ჯოვანი დი მარციოს მატჩის შემდეგ ინტერვიუდან, „სანამ ფიზიკურად არ მოვძლიერდებით, სისწრაფეებს არ მოვუმატებთ, გამარჯვება გაგვიჭირდება. ამიტომაც და ასევე იმის გამო, რომ შემტევი მოთამაშეები გვაკლდა, მატჩი წავაგეთ. მაგრამ დავმარცხდით ძალიან ძლიერ მეტოქესთან. იგრძნობა, რომ ჩემმა კოლეგამ ახალკაცმა, რომელთანაც ბევრი ვისაუბრეთ როგორც ნეაპოლში, ისე თბილისისკენ მიმავალ გზაზე, მოახერხა ტაქტიკურად მომწიფებული გუნდის შექმნა შესანიშნავი შემსრულებლებით. მათ შორის გამოვყოფდი კოსტავას, ქორიძეს, გუცაევს და გუნდის კაპიტანს მაჩაიძეს..(გარუნ აკოპოვი.«ФУТБОЛ-ХОККЕЙ» №38, 17 სექტემბერი 1978)

0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0