x
მეტი
  • 22.07.2025
  • სტატია:143469
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
უბრალოდ, გულსართი შეცვალეთ და უკვე სხვა ნამცხვარია – იდეალური ცომი ფხვიერი ორცხობილებისთვის

image


✅ ინგრედიენტები


რაფინირებული ზეთი — 80 გრ.
კვერცხი — 1 ცალი
შაქარი — 80 გრ.
ვანილინი — 1 ჩ. კ.
მარილი — 1/3 ჩ. კ.
ფქვილი — 200-220 გრ.
გამაფხვიერებელი — 5 გრ.


✅ გულსართი:


მოხარშული შესქელებული რძე — 150 г.
დაფქული ნიგოზი — 120 г.
კვერცხის გული + 1 ს. კ. რძე + ვანილინი — გადასასმელად


✅ მომზადება:


I. თასში მოათავსეთ ზეთი, კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილინი > ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > ფქვილს გამაფხვიერებელი შეურიეთ და ნაწილ–ნაწილ დაამატეთ მასას. ცომი რბილი და გასაბრტყელებელი უნდა იყოს (შეიძლება, ცოტა ფქვილის დამატებაც დაგჭირდეთ, ეს ფქვილის ხარისხზე და კვერცხის ზომაზეა დამოკიდებული)

II. გამზადებული ცომი დაასვენეთ და გულსართი მოამზადეთ: დაფქული ნიგოზი შესქელებულ რძეს შეურიეთ. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულსართი, შეიძლება, სხვადასხვა იყოს. რეცეპტში მოცემული ინგრედიენტების ნაცვლად, შეგიძლიათ მანქანაში გატარებული ნიგოზი და შაქარი (პროპორციით – 1:1) გამოიყენოთ, ან ჯემი, გემოვნების მიხედვით. მთავარია, რომ გულსართი საკმარისად სქელი იყოს და დაჭრის დროს, ორცხობილებიდან არ გადმოიღვაროს.

III. გაყავით ცომი 2 ნაწილად > მიეცით ძეხვის ფორმა და გრძელი მართკუდხედის ფორმის გააბრტყელეთ. სისქე, დაახლოებით — 2 მმ. უნდა იყოს.

შენიშვნა — მსგავსი ცომის გაბრტყელება პერგამენტზეა რეკომენდირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხობ ფირფიტაზე, დაუზიანებლად გადატანა ვერ მოხერხდება.


image


IV. მოათავსეთ გულსართი გაბრტყელებული ცომის ცენტრში, მთელ სიგრძეზე > გვერდები ფრთხილად შეუწებეთ, რომ ცომი არ დაზიანდეს.

V. ცომის მეორე ნაწილისთვის, შეგიძლიათ, სხვა გულსართი გამოიყენოთ > საცხობ ფირფიტას ცხიმი წაუსვით, ან პერგამენტი ჩააფინეთ > «მილები» საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტით გადაიტანეთ და გადააბრუნეთ, «ნაკერი» ქვემოთ მოაქციეთ.

VI. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, რძე, ვანილინი და ზემოდან გადაუსვით (შეგიძლიათ ზემოდან არაფერი გადაუსვათ და მზა ორცხობილებს, შაქრის პუდრი მოაყაროთ).

VII. გამოაცხვეთ 180°C–ზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

VIII. მზა ნამცხვარი გააგრილეთ თბილ მდგომარეობამდე და ულუფებად დაჭერით > სურვილის შემთხვევაში, მოაყაროთ შაქრის პუდრი.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ჩვენამდე, 24 ცივილიზაცია არსებობდა... პირველი დედამიწელები

* ნაცნობი – უცნობები – 7 საინტერესო ფაქტი მერცხლების შესახებ

* ასტეროიდი არაფერ შუაშია – მეცნიერებმა დინოზავრების გადაშენების რეალური მიზეზი დაადგინეს

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?


0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0