x
მეტი
  • 21.07.2025
  • სტატია:143437
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
ყაისნაღით ნაქსოვი - როგორ გახდა crochet 2025 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი
„ბებიის“ სტილი ახალი მოდური ჰიტია. მოდაში ბრუნდება crochet ახალი ინტერპრეტაციებით: მსუბუქი, ჰაეროვანი და ტრენდული ნაქსოვი ნივთები იპყრობს მოდის მიმდევრების გარდერობებს.



image



რა არის crochet?

Crochet - ქსოვის ტექნიკა ყაისნაღით (წვრილი, კაუჭიანი ჩხირი). კლასიკური ქსოვისგან განსხვავებით, ყაისნაღით მოქსოვილი ნიმუშები უფრო ჰაეროვანი, მაქმანისებრი და მოქნილია. სწორედ ამ თვისებების გამო, ასეთი ქსოვილები განსაკუთრებით ქალური, მსუბუქი და თვალისმომჭრელია — იდეალური ზაფხულის გარდერობისთვის.



2025 წლის ზაფხული ოფიციალურად გამოცხადდა ყაისნაღის სეზონად: მოდაშია კაბები, ტოპები, კალთები და აქსესუარები, რომლებიც თითქოს ვინტაჟური ჟურნალებიდან გადმოვიდა, თუმცა მოდის პოდიუმებზე გადააზრებული. Chanel, Dior, The Row — ყველამ წარმოადგინა ყაისნაღით ნაქსოვი ელეგანტური ვერსიები.




image



Crochet - ზაფხულის მთავარი რეტრო ტრენდი

ვინტაჟური ესთეტიკის დაბრუნება ბოლო სეზონების ერთ-ერთი გამძლე ტენდენციაა. ბოჰოს სტილიდან 70-იანი წლებიდან დაწყებული, 2000-იანების შუა წლებამდე - დიზაინერები სულ უფრო ხშირად მიმართავენ წარსულს, რომ შექმნან მომავალი. ყაისნაღით ნაქსოვი ტანსაცმელი ამის ნათელი მაგალითია. შეიძლება ის ბებიის ფარდებს გვახსენებდეს, მაგრამ სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი, მსუბუქი და ქალური ტენდენციაა 2025 წლის ზაფხულისთვის.



როგორ ჩავიცვათ ნაქსოვი ამ ზაფხულს?

1. პლაჟის შიკი

პლაჟზე ნაქსოვი სამოსი აუცილებელია. მსუბუქი კაბები, ტოპები და მოსასხამები იდეალურად გამოიყურება საცურაო კოსტიუმზე. ეფექტურად გამოიყურება როგორც თეთრი ფერი, ისე მკვეთრი, ფერადოვანი „ბებიის კვადრატები“.
გსურთ ინდივიდუალურობა შემატოთ? თავად მოქსოვეთ - ეს უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და წარმოუდგენელ სიამაყის გრძნობას მოგანიჭებთ.



image



2. ქალაქში

მსუბუქი ტოპები კარგად ეხამება ჯინსს, ქვედაბოლოები და კარდიგანები კი საოფისე ყოველდღიურობასაც ერგება, განსაკუთრებით საბაზისო პერანგებთან და მინიმალისტურ აქსესუარებთან ერთად. მთავარია, ბალანსი: ერთი გამოკვეთილი ნაქსოვი დეტალი და უკვე ტრენდში ხართ.



3. ქორწილში

დიახ, ნაქსოვმა ტანსაცმელმა საქორწილო მოდაშიც შეაღწია.



image



ბამბის ძაფისგან მოქსოვილი გრძელი, ჰაეროვანი კაბები ზაფხულის ქორწილებისთვის იდეალურია - განსაკუთრებით კრემისფერში ან პუდრისფერ ტონალობაში.



image



4. კომპლექტები (co-ords)

თუ არ გაქვთ დრო შესაფერისი სამოსის შერჩევაზე ფიქრისთვის, კომპლექტი საუკეთესო გამოსავალია. ქვედაბოლო და ტოპი ერთ სტილში ან მოკლე ტოპი და შორტი - მზა ლუქია, რომლის ადაპტაციაც მარტივად შეიძლება როგორც ყოველდღიურ, ისე საღამოს სიტუაციაზე.



image



5. ფესტივალებისთვის

ნაქსოვი ტანსაცმელი ფესტივალის სტილის საფუძველია. შეუხამეთ ფოჩებიანი ტოპი, მინი ქვედაბოლო, ჟილეტი და მასიური აქსესუარები კოვბოურ ჩექმებს და მიიღებთ თამამ, ქალურ და გამორჩეულ ლუქს.



image



Crochet-აქსესუარები: მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად სრული გარდაქმნისთვის

არ ხართ დარწმუნებული, მზად ხართ თუ არა ნაქსოვი კაბისთვის? დაიწყეთ მარტივით: ჩანთები, ქუდები ან თუნდაც ნაქსოვი სამკაულები სტილს ზაფხულის სითბოსა და სიმყუდროვის შტრიხებით გაამდიდრებს. პოპულარულია 70-იანი წლების სტილის დეტალები - ცისარტყელას ფერები, ყვავილების მოტივები და ფოჩები.



ასევე დაგაინტერესებთ:

უკვდავი კლასიკა - კრისტი ტერლინგტონი Vogue-ის 1992 წლის ფოტოსესიაში

ოდესღაც საძულველი - პრინცესა დიანას ეს შარვალი წელს სახელს გაგითქვამთ

90-იანი წლების ველური მოდა: რას იცვამდნენ მოდელები ჩვენებების დროს

9 მოდური კაბა ნებისმიერი ფიგურისთვის: უნივერსალური მოდელები და რჩევები

ბოჰო რომანტიკა - თეთრი ქვედაბოლო, რომელიც 2025 წლის ზაფხულის სტილს განსაზღვრავს


0
24
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
24