საზოგადოებრივი ჩვენამდე, 24 ცივილიზაცია არსებობდა... პირველი დედამიწელები გუშინ, 8:58 როგორც უკვე ვნახეთ, მეზოზოურ ერაში, დინოზავრებთან ერთად, როგორც ადამიანი-გიგანტები, ისე ჩვეულებრივი სიმაღლის ადამიანები (იხ. დასაწყისი: ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III) ცხოვრობდნენ და ამას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ისე, როგორც ჩვენ ვეძებთ ეგზოპლანეტას, უძველეს დროში, იგივეს სხვა ცივილიზაციებიც აკეთებდნენ. ძველი წყაროების მიხედვით, დედამიწაზე პირველი მოსახლეობა, მინიმუმ, 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა. ინდური ვედების თანახმად, დედამიწაზე, ჩვენს ცივილიზაციამდე, 24 ცივილიზაცია უკვე არსებობდა... ქვემოთ მოცემულ ტექსტში, შესაძლებელია ქრონოლოგია ზუსტი არ იყოს. ამიტომ, რთული სათქმელია, რეალურად, პირველი ადამიანი დედამიწაზე, როდის გამოჩნდა... მაგრამ, ყველაზე უძველესი ძვალი, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა, 185 მლნ. წლის კვარციტში იყო განამარხებული. ეს აღმოჩენა, ამერიკის ტერიტორიაზე, საუკუნე-ნახევრის წინ იყო გაკეთებულ. შედარებით ახალი აღმოჩენებიდან კი, აღსანიშნავია 2007 წლის დასაწყისში, ბრიტანელი პალეონტოლოგების მიერ, გობის უდაბნოში, 45 მლნ. წლის ასაკის ქანებში, ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხი.
რაც შეეხება ადამიანების მიერ, დედამიწის ათვისების ქრონოლოგიას, იგივე ვედურ წყაროებზე დაყრდნობით, ასეთია: 1 500 მლრდ. წლის წინ — მიდგარდზე (ვედურ ლიტერატურაში, ხშირ შემთხვევაში, ასე არის მოხსენიებული დედამიწა) თეთრი ადამიანები გამოჩნდნენ. პლანეტის კლიმატი ჯერ კიდევ შეუფერებელი იყო ადამიანებისთვის და ისინი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე დასახლდნენ. 800 - 200 მლნ. წლის წინ — პროტეროზოურ და პალეოზოურ ერებში, ადამიანის ცხოვრებისთვის შეუფერებელი გარემო პირობების გამო, დედამიწაზე მოსახლეობა ჯერ არ იყო. თუმცა, დროდადრო, კოსმოსიდან მოსული, თეთრი რასის წარმომადგენლების დროებითი ბაზები ჩნდებოდა. 200 მლნ. წლის წინ — მეზოზოურ ერაში, დედამიწაზე ემიგრანტების ახალი ტალღა გამოჩნდა. მათ პალეოზოური ერის ბოლოს, ვულკანური პროცესების შედეგად, თითქმის გადამწვარი დედამიწა გამოაცოცხლეს და ახალი ცივილიზაციის განვითარებას დაუდეს სათავე. სწორედ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ დინოზავრებთან ერთად. მათ შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი, იმის გარდა, რომ თეთრი რასის წარმომადგენლები იყვნენ. 100 მლნ. წლის წინ — სირიუსიდან წითელი გიგანტების რასის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ ზღვის სანაპიროებზე გადახურული ქალაქები შექმნეს. ისინი საფრენი აპარატებით დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე და კოსმოსში მოგზაურობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ მათ მიერ, ან მათი შთამომავლების მიერ იყოს შექმნილი ნასკას პლატოს გეოგლიფები. 66 მლნ. წლის წინ — დედამიწაზე კატასტროფა მოხდა და ამერიკელი ინდიელების ლეგენდების თანახმად, მოსალოდნელი უბედურების შესახებ, ადამიანებმა იცოდნენ. მათმა ნაწილმა დედამიწა დატოვა. ხოლო, ვინც დარჩა, მიწისქვეშ თავშესაფრები ააშენეს და მოსალოდნელ სტიქიას იქ დაემალნენ. ძველი ეგვიპტური ტექსტების მიხედვით, ცეცხლოვანი კატასტროფის შემდეგ, წითელი გიგანტები დედამიწაზე, კიდევ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ. 18 მლნ. წლის წინ — შორეული კოსმოსიდან, თითქმის ერთდროულად, პლანეტაზე, ორი რასის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ: ორიონის თანავარსკვლავედიდან ე. წ. თეთრი ღმერთების რასა, ხოლო სირიუსის ორმაგი ვარსკვლავიდან – შავი რასა. იმ პერიოდისთვის, დედამიწა თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლა და ცივილიზაციები შემდეგნაირად იყვნენ გადანაწილებულნი: ამერიკის კონტინენტებზე – წითელი გიგანტები ცხოვრობდნენ. ორიონიდან მოსულები – ევრაზიის კონტინენტზე დასახლდნენ, ხოლო სირიუსიდან ჩამოსულებმა – აფრიკის კონტინენტის ათვისება დაიწყეს. 2 მლნ. წლის წინ — ადამიანებმა წყნარი ოკეანის სანაპიროს ათვისება დაიწყეს. წითელკანიანებმა და შავთმიანმა, თეთრი რასის წარმომადგენლებმა, წყნარ ოკეანეში მდებარე მუს (ლემურია, იგივე პაციფიდა) კონტინენტზე დაიწყეს დასახლება. 700 000 წლის წინ — ლემურია და მისი მოსახლეობა, კონტინენტზე ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა, ან მძლავრმა ვულკანურმა პროცესმა შეიწირა. ძველი წყაროების ცნობით, მომხდარი კატასტროფის დროს 68 მლნ. ადამიანი დაიღუპა. ხოლო კონტინენტი, ოკეანემ 1 ღამეში შთანთქა. გადარჩენილი ადამიანების ნაწილი, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა: წითელკანიანები ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ, თეთრკანიანები – სამხ. ამერიკაში. მოსახლეობის ნაწილი კი, წყნარი ოკეანის კუნძულებზე გადანაწილდა... და დედამიწამ ზუსტად ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს არის. თუმცა, იმ დროს, ლეგენდარული ატლანტიდა ჯერ კიდევ არსებობდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |