x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143432
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515447
"გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის ნდობა. იმისთვის, რომ ერთმანეთს ვენდოთ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ" - თამარ ჩერგოლეიშვილი


image
თამარ ჩერგოლეიშვილი გამოდის სიტყვით პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე | 19.07.2025
ფოტო: სქრინი TV ფორმულას პირდაპირი ეთერიდან





უწყვეტი პროტესტის 234-ე დღეს, 19 ივლისს, თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა აქცია, სადაც 8 პოლიტიკური პარტის წარმომადგენლებმა და რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.



გამომსვლელებს შორის იყო პარტია "ფედერალისტების" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილიც. მან ქართველი ხალხის იმედზე და გამარჯვებისთვის ერთმანეთის ნდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.





თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვით გამოსვლა:




"

გამარჯობა მეგობრებო!

თავისუფალ საქართველოს და თავისუფალ ქართველ ხალხს გაუმარჯოს!

მე არასოდეს, არასოდეს არ დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი, მაშინაც კი როდესაც ყველა უიმედოდ იყო ჩემს გარშემო და ძალიან მინდა, რომ ჩემი იმედი ყველას გაგინაწილოთ. მათ შორის იმათ, ვინც დღეს ივანიშვილის საპატიმროშია, მათ, ვინც ივანიშვილის ტყვეობაშია, იმიტომ რომ თავისი სამშობლო უყვარს. გაგიმარჯოთ თქვენ და გქონდეთ ჩვენი იმედი.

მეგობრებო გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის ნდობა. იმისთვის, რომ ერთმანეთს ვენდოთ ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ და ერთმანეთი უნდა აღმოვაჩინოთ.

და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენ 8 პარტია, რომელსაც გვაერთიანებს ეს გზა, რომელსაც ახლა დავიწყებვთ სწორედ ამისთვისაა, რომ გავაფართოვოთ წინააღმდეგობა და გავიცნოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენსავით მზადაა ბოლომდე იაროს, ვიდრე რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება და თავისუფალი არჩევნები არ ჩაინიშნება. სადაც თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს და არა ივანიშვილი, ან რომელიმე ოლიგარქი. დიდი მადლობა!"





გარდა ამისა, აქციაზე პროდასავლურმა 8 პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა და დააანონსა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა მთელი საქართველოს მასტაბით გაიშლება რეგიონებსა და სოფლებში და მოიცავს თანამოზარეების შემოკრებას.




0
9
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
9