დიეტოლოგია ორგანიზმის გაწმენდა და წონაში დაკლება, დიეტის გარეშე გუშინ, 8:30 ამ რეცეპტით ორგანიზმის გაწმენდა და ჭარბი წონის მოცილებაც არის შესაძლებელი, თან გემრიელიც არის და არც რთულად მოსამზადებელი და მომაბეზრებელია. ინგრედიენტები კი, ასეთია: შვრიის ფანტელები — 5 ს. კ. მომზადა–მიღების წესები: ძილის წინ, ფაიფურის პატარა თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელი > დაასხით წყალი (დილითაც შეიძლება, 15-20 წთ. დალბობა) > დილით დაამატეთ რძე, ან ნაღები, თაფლი, ნიგოზი, ან თხილი > ყველაფერი კარგად აურიეთ და მიირთვით (საფუძვლიანად დაღეჭეთ). მომზადებული ფაფა უნდა მიიღოთ უზმოზე და 3 საათის მანძილზე, არაფერი არ ჭამოთ და არც დალიოთ. შემდეგ, შეგიძლიათ, კვების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეთ. ორგანიზმის გასაწმენდად და წონაში დასაკლებად, შვრიის ფაფა, საუზმის ნაცვლად, 1 თვის მანძილზე, ყოველდღიურად უნდა მიირთვათ! ვიზუალური შედეგი კი, ასეთი იქნება: გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა (უფრო ელასტიური გახდება), შეგეცვლებათ სახის ფერი, გაგიმაგრდებათ თმა და ფრჩხილები და რას მთავარია, წონაშიც დაიკლებთ და რაც ყველაზე მთავარია, გვერდითი ეფექტები არ გააჩნია! P. S. აქვე გთავაზობთ მწვანე ჩაის დიეტას, რომელიც ბევრი "გეიშას" დიეტის სახელით იცნობს და რომლითაც 1 კვირაში – 5 კილომდე, ზედმეტი წონის დაკლება შეგიძლიათ: გეიშას დიეტის რაციონში მწვანე ჩაის გარდა, ბრინჯი და რძეც შედის. ამის გამო, მისი მოქმედება საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე ძალიან მსუბუქია და ვინც მას იცავს, გამუდმებით შიმშილის გრძნობას არ განიცდის. დიეტა 5 დღეზე არის გათვლილი, მაგრამ მათ, ვინც ამ დიეტით კარგი შედეგები მიიღეს, ამბობენ, რომ საუკეთესო ეფექტი მაშინ მიიღწევა, თუ დიეტის დაცვა ზედიზედ 2-ჯერ ხდება, მათ შორის 1 ან 2 კვირიანი შუალედით. ამასთან, პირველი 5 დღის მანძილზე, ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან და მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება და მისი მომზადება ხდება დიეტის II ეტაპისთვის. ხშირ შემთხვევაში, დიეტის მეორე ეტაპზე (ამ დროს უკვე ცხიმი იწყებს "დნობას"), ადამიანი 2-ჯერ მეტ წონას კარგავს, ვიდრე I ეტაპზე და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიეტის უფრო მეტი დროით გახანგრძლივება არ შეიძლება! დიეტის მენიუ კი, ასეთია: საუზმე: მწვანე ჩაი რძით (50/50) — 2 ჭიქა. გარდა ამისა, დღის მანძილზე, დამატებით კიდევ 2 ჭიქა მწვანე ჩაის (რძის გარეშე) და მინერალური (გაზგასული) წყლის დალევა შეიძლება. დიეტა სრულად გამორიცხავს მარილს, შაქარს და სანელებლებს. არ შეიძლება კარაქიც. მაგრამ, უმრავლესობა, ვინც დიეტას იცავს, სადილზე, ბრინჯის ფაფას რძეს ამატებს, დიეტის დადგენილი ულუფიდან — ამბობენ, რომ ასე უფრო ადვილია ფაფის ჭამა. დიეტასთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები:რომელი ბრინჯია უკეთესი? ვისაც ეს დიეტა დაუცავს, ამბობს, რომ ბრინჯის სახეობას მნიშვნელობა არა აქვს და ნებისმიერი ბრინჯის გამოყენება შეიძლება და რომ ბრინჯის სახეობა შედეგზე არ მოქმედებს. მაგრამ, დიეტის ორიგინალში წერია, რომ ბრინჯი რუხი უნდა იყოს. რამდენი კილოგრამის დაკლება შეიძლება? 5 დღეში – 4-დან – 7 კილოგრამამდე. დიეტის 7-14 დღის შემდეგ გამეორების შემთხვევაში – საერთო ჯამში, 14-16 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი. უკუჩვენება თუ აქვს ამ დიეტას? აქვს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დიეტას — გასტრიტის, კუჭის წყლულის, თირკმელების უკმარისობის და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების და თორმეტგოჯა ნაწლავის ტკივილის შემთხვევაში, დიეტის დაცვა არ შეიძლება. დიეტა არ შეიძლება ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, დიეტის დაწყების წინ, ექიმთან კონსულტაციის გავლა არის საჭირო. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. რძის ცხიმიანობა როგორი უნდა იყოს? საუკეთესო ვარიანტი – 1, 5% ან 2, 5%-ია.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |