x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
ილუზიების სამყარო – ქუჩის 3D მხატვრობა (25 ფოტო)

ქუჩის მხატვრობა (street painting) დღეს ეპიდემიასავით მოედო მთელს მსოფლიოს. პატარა ქალაქებში, თუ დიდ მეგაპოლისებში, შენების ფასადებზე და ტროტუარებზე, დროდადრო, უჩვეულო ნახატები ჩნედბა.

რთული დასაჯერებელია, რომ street painting-ი ანუ ქუჩის ფერწერა, სულ მცირე 4 ასეული წლის მანძილზე არსებობს. ის XVI საუკუნეში იტალიაში გაჩნდა. შუა საუკუნეებში ქუჩის მხატვრები, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ და მცირე ანაზღაურების საფასურად, პირდაპირ ქვაფენილზე, ულამაზეს ნახატებს ქმნიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ართობდნენ. მათ ნახატებში, ცენტრალური ფიგურა ყოველთვის მადონა იყო. ამიტომ, ფერწერის ამ მიმდინარეობას მადონარი (madonnari) დაერქვა. ქუჩის მხატვრობის იმ პერიოდის ნიმუშებს ჩვენამდე, რა თქმა უნდა, არ მოუღწევია. მაგრამ, არსებობს ძველი წყაროები, რომლის მიხედვით, ქუჩის მხატვრობა, იმ დროს, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ის ბევრი ცნობილი ხელოვანის შემოსავლის წყარო ყოფილა. მაგ., იტალიიდან ესპანეთში ჩასული ელ გრეკო, თავდაპირველად თავს სწორედ ქუჩის მხატვრობით ირჩენდა.

დროთა განმავლობაში, იტალიის ქალაქებიდან, მადონარები თანდათანობით გაქრა. თითქოს ეს ფერადოვანი და ეფემერული ხელოვნება სამუდამოდ ისტორიის კუთვნილებად იქცა. მაგრამ, მოულოდნელად, ჩვენს ეპოქაში ისევ დაბრუნდა და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ქუჩის ფერწერისადმი მიძღვნილ, ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსებს, დღეს უკვე სათვალავი აღარ აქვს... ყველაფერი კი, 1972 წ. ისევ იტალიაში დაიწყო. ქ. გრაციე–დე–კურტანონში ქუჩის ფერწერის მსოფლიოში პირველი ფესტივალი ჩატარდა და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მას შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება და ხელოვნების ამ ჟანრში, ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. იტალიის გარდა, ფესტივალები ასევე ტარდებოდა გერმანიაში (ამ ქვეყანაში, ქუჩის მხატვრობა უფრო მეტადაც კი არის პოპულარულია, ვიდრე მის სამშობლოში), ჰოლანდიაში, საფრანგეთში, აშშ–ში, კანადაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაზე. ქუჩის მხატვრობის გეოგრაფია თანდათანობით ფართოვდება და ჩვენს რეალობაში, მსგავსი ტიპის კონკურსები, უკვე ტაივანში, ჰონკონგში და სტამბოლშიც ტარდება.

როგორც ჩანს, ფერწერის ამ მიმართულებამ, სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ხელოვნებაში. აქ კი, ქუჩის მხატვრობის ყველაზე გამორჩეულ ნიმუშებს წარმოგიდგენთ, რომელიც ასფალტზეა შესრულებული:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ასტეროიდი არაფერ შუაშია – მეცნიერებმა დინოზავრების გადაშენების რეალური მიზეზი დაადგინეს

* გოლიათები და დინოზავრები – ერთი ცის ქვეშ

* საუკუნის აღმოჩენა საჰარაში და გოლიათების სამყარო

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0