საზოგადოება "საქართველოში ხმა გავარდა, ნანულამ დაპრუწაო!"-გელა ზედელაშვილი გუშინ, 16:31 "ნანულას პრაწი-პრუწი!
![]() საქართველოში ხმა გავარდა, ნანულამ დაპრუწაო!
ხალხი შოკშია, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, ნანულამ რა დაპრუწა, რათ დაპრუწა და რანაირად დაპრუწაო? ეს როგორო?
ერთნი ამბობენ, ნანულამ ისეთი რაღაცა დაპრუწა, რომლის დაპრუწვაც ყველას არ შეუძლიაო. მეორენი ამტკიცებენ, ნანულა მაგას ხშირად პრუწამს, ჩვენ ვიკითხოთო.
![]() მოდით, ჯერ ის გავარკვიოთ, რას ნიშნავს პრუწვა, დაპრუწვა და პრაწი-პრუწი? ქართულ სინონიმთა ლექსიკონში თუ ჩავიხედავთ, ეს არის ტუჩების აბზეკვა, ამრეზვა, უკმაყოფილების, ბრაზის, ზიზღის გამოხატვა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ “ლაით'' განმარტებას - ჩვენთან, ქიზიყში პრაწვა, დაპრაწვა და საერთოდ, პრაწი-პრუწი უფრო მძაფრ რაღაცას ნიშნავს. შეხედეთ ნანულას სურათს, განა ეს უბრალოდ ამრეზვა, აბზეკვა და ბრაზის გამოხატვაა? არა, ეს უფრო ზეშთაგონებული მრწამსია, განსხვავებული აღქმაა, რომანტიზმია, სხვანაირი გაგებაა, პატრიოტიზმია... ავაჰმე, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
![]() და მაინც, რა დაპრუწა ნანულამ? რა თქმა უნდა, მეგობრებო, ნანულამ დაპრუწა ტუჩები, მაგრამ ტუჩების დაპრუწვას მოჰყვა სხვა პარკუჭოვანი ორგანოების დაპრუწვაც. სხვანაირად არც შეიძლება, ადამიანის ორგანიზმი ეგრეა მოწყობილი - როცა ერთი რაღაცა იპრუწება, სხვა რაღაცებიც იპრუწება და არის ერთი ამბავი, ანუ პრაწი და პრუწი.
აი, ამაშია საქმე!
![]() და მაინც, რატომ დაპრუწა ნანულამ ახლა?
თეა წულუკიანის ოჯახი სასამართლოში უჩივის. ამდგარა ეს ნანულა და გამოუქვეყნებია 20 კაცის სია, ვინც თურმე თეა წულუკიანის მამამ დახვრიტა. აღმოჩნდა, რომ ამ 20 დახვრფეტილიდან 15 ისევ ცოცხალია. როგორ, რანაირად მოხდა, რანაირად გაცოცხლდა 15 დახვრეტილი?
არ ვიცი, როგორც ჩანს, ამიტომაც დაპრუწა ნანულამ ორგანიზმი.
ნანულას უპასუხა თეა წულუკიანმა მცირე წერილით, რომელიც ასე დაასრულა: “ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი''... არც თეა წულუკიანს ვეთანხმები ერთ რამეში - რა ნანუჩ? ნანუჩ კი არა, ნანულ, ანუ ავოიე, ნანულ!"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.
100 1-ს მოსწონს
|