x
მეტი
  • 19.07.2025
  • სტატია:143431
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515447
"ტუჩების და სხვა რამეების პრუწვას რაც შეეხება, ფილერს გირჩევთ , თქვენც მოპრუწავთ"- ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე თეა წულუკიანის მიერ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის სასამართლოში ჩივილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კულტურის ყოფილ მინისტრს საჯაროდ მიმართავს:


"წულუკიანი თეა თუ არ იცით, მე დაგეხმარებით, სია რომლის გამოც ნანუკას უჩივლეთ, ექვსი წლის წინ(2019 წელს) პრესა.ჯი-ზე გამოქვეყნდა“2020 წელს ამ სიას ატრიალებდა ნახევარი ფეისბუქი!


საშუალო დონის იურისტი რომ იყოთ, გეცოდინებოდათ რომ პირველწყაროს უნდა უჩივლოთ და არა გამზიარებელს!


ტუჩების და სხვა რამეების პრუწვას რაც შეეხება, კარგ ესთეტიკურ კლინიკას და ფილერს გირჩევთ, თქვენც მოპრუწავთ(რაკი ასე გშურთ!)"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. წულუკიანის სარჩელი ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის მოსარჩელის მამის, ავთანდილ წულუკიანის მსხვერპლებზე საუბრობს. თეა წულუკიანი ამბობს რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და იმ ხალხის ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია.


"ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.


უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.


ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.


აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?


ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ...." - წერს "ოცნების" დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.









0
133
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
133