სხვა მოსკოვის ოლიმპიადა-საინტერესო ფაქტები 19 ივლისი, 15:24 ![]() ზუსტად 45 წლის წინ, 1980 წლის 19 ივლისს გაიხსნა მოსკოვის 22-ე ოლიმპიური თამაშები. მოსკოვის ოლიმპიადა იყო პირველი ოლიმპიადა ისტორიაში, ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ეს იყო ასევე პირველი ოლიმპიადა, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა. ახლა კი რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოსკოვის ოლიმპიური თამაშების გარშემო: 1.მოსკოვი ლოს ანჯელესის წინააღმდეგ 1974 წელს მოსკოვმა 1980 წლის თამაშების მასპინძლობის უფლება, ძირითადად, ბარონ ედუარდ ფონ ფალც-ფეინის ძალისხმევის მოიპოვა. ამ არისტოკრატს ლიხტენშტეინიდან რუსული ფესვები ჰქონდა და დიდი ნოსტალგია ჰქონდა თავისი ისტორიული სამშობლოს მიმართ. ფალც-ფეინი თავისი სამთავროს ოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებზე ზეგავლენა მოეხდინა საბჭოთა კავშირის დედაქალაქის სასარგებლოდ და უარი ეთქვათ ლოს-ანჯელესზე, რომელიც მოსკოვის ძირითადი კონკურენტი იყო. ![]() 2.თამაშების ჩატარების თარიღისადმი მეცნიერული მიდგომა თამაშები 1980 წლის 19 ივლისიდან 3 აგვისტომდე ჩატარდა. ივლისის ბოლო შემთხვევით არ შეირჩა, არამედ ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კვლევის შედეგად, რა დროსაც მეცნიერებმა მოსკოვური ამინდის 100 წლიანი დაკვირვების შედეგები განიხილეს. შედეგად, დედაქალაქში ღია ცის ქვეშ შეჯიბრებებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო განისაზღვრა. ამის წყალობით, შესაძლებელი გახდა აუტანელი სიცხისა და წვიმის თავიდან აცილება. თამაშების დროს ტემპერატურა დაახლოებით პლუს 20 გრადუსი მერყეობდა. ![]() 3.ორი კვირით შემოჭრილი დასავლური სიო ოლიმპიადამ გაამრავალფეროვნა პროდუქტებითა და სხვა სამრეწველო საქონლით სსრკ-ის უფერული და უღიმღამო მაღაზიების თაროები. გასტრონომებში გამოჩნდა ფინური ჯემები, უცხოური წარმოების სერველატი და სალემი, საწრუპავიანი ხილის წვენები და ალკოჰოლური სასმელებიც კი, მათ შორის ქილაში ჩასხმული ლუდი, Cola-Cola და Fanta, რაც მანამდე უცხო ხილი იყო საბჭოური მაღაზიებისათვის. ოლიმპიადის წინა დღეებში მოსკოვში პირველად გამოჩნდა იაპონური «SONY»-ის კასეტები, ასევე მაღაზიებში პირველად თავისუფლად იყიდებოდა ნამდვილი «Malboro»-სიმბოლო დასავლური თავისუფლებისა. ოლიმპიადის მოდის სიმბოლო კი გახდა ნამდვილი «Adidas»-ის ბოტასები, თუმცა ოლიმპიადის დასრულებისთავე, ეს ფუფუნება უმალ გაქრა მაღაზიის დახლებიდან და დარჩათ მოსკოველებს ტკბილი სიზმარივით. ![]() დასავლეთის ბოიკოტის გამო, ბევრ სპორტსმენს მოუწია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოსვლა ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე 14 დელეგაცია არა საკუთარი ქვეყნის დროშით, არამედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშის ქვეშ გამოვიდა. ამ ქვეყნების სპორტსმენებისთვის მედლების გადაცემისას არა ეროვნული ჰიმნები, არამედ ოლიმპიური ჰიმნი შესრულდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრალიის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მთავრობებმა უარი თქვეს თავიანთი სპორტსმენების მოსკოვში გაგზავნაზე, მიზეზი სსრკ-ს ავღანეთში შეჭრა გახდა.თუმცა თავად ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა არ დაუჭირა მხარი ბოიკოტს ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადაზე ბოიკოტის გამო არ იყვნენ დასავლელი სპორტსმენები, ის მაინც გამოირჩეოდა რეკორდების სიუხვით: დამყარებული იქნა 74 ოლიმპიური, 39 ევროპის და 36 მსოფლიოს რეკორდი. ![]() ოლიმპიურ სოფელში სამი სამლოცველო დარბაზი გაიხსნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების თანახმად, თამაშების მონაწილეთა საცხოვრებლებში სამლოცველო ოთახები უნდა ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ სსრკ რელიგიის მიმართ მწყრალად იყო და მებრძოლი ათეიზმი იყო გავრცელებული, არ იქნა გათვალისწინებული. შედეგად, საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური სოფლის კულტურულ ცენტრში სამი დარბაზი გამოყო, თითოეული 100 კვადრატული მეტრის ფართობით. ერთ მათგანში ქრისტიანული ლოცვები ტარდებოდა (კათოლიკეები, მართლმადიდებლები და პროტესტანტები მხარდამხარ იდგნენ), მეორეში - მუსლიმები, მესამეში - ებრაელები და ბუდისტები (ასევე უჩვეულო კომბინაცია). რიტუალების შესასრულებლად ოცამდე მღვდელი იყო მიწვეული, მათ შორის საზღვარგარეთიდან. ![]() მოსკოვის გარდა სხვა ქალაქებიც 1980 წლის ოლიმპიური შეჯიბრებების ნაწილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც ჩატარდა: იალქნიანი რეგატა ტალინში გაიმართა ; საფეხბურთო ტურნირის შესარჩევი მატჩები და მეოთხედფინალები კიევში, ლენინგრადში, და მინსკში გაიმართა ; სროლებში შეჯიბრებები მოსკოვის მახლობლად, მითიშჩიში (რსფსრ) მდებარე "დინამოს" სასროლეთზე გაიმართა. ![]() გახსნის ცერემონიაზე გამოყენებული იყო ცოცხალი „ეკრანი“ გახსნის ცერემონიაზე მაყურებლები გაოცებულები დარჩნენ ლუჟნიკის სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე შექმნილი უჩვეულო მხატვრული ფონით. ის შედგებოდა 4500 სპეციალურად მომზადებული მოხალისე სპორტსმენისგან, რომლებსაც სხვადასხვა ფერის ტაბლოები, დროშები, ქუდები და სამოსი ჰქონდათ. ფერების სწრაფი და სინქრონიზებული ჩანაცვლებით წყალობით, ცოცხალ „ეკრანზე“ შეიქმნა 174 მოზაიკური სურათი, რომლებიც ერთმანეთს ეფექტურად ცვლიდნენ. ![]() ![]() ვისოცკის დაკრძალვას 100 000 ადამიანი დაესწრო შუა ოლიმპიადის დროს, 1980 წლის 25 ივლისს, დიდი საბჭოთა ბარდი და მსახიობი ვლადიმერ ვისოცკი ნარკოტიკების მოხმარებისგან, გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ცდილობდნენ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულიყო, თუმცა 28 ივლისს, ტაგანკას თეატრთან დაკრძალვაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი მაინც შეიკრიბა, რომლებიც შემდეგ ვაგანკოვსკოეს სასაფლაოსკენ დაიძრნენ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებას ოლიმპიური ობიექტებიდან მილიციის გამოყვანა მოუწია. ![]() მოსკოვის ოლიმპიადა სერიოზული მოვლენა იყო, ამიტომ დედაქალაქიდან გაასახლეს ყველა ანტისოციალური ელემენტი, ალკოჰოლიკებიდან დაწყებული, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით დამთავრებული. ასევე, ოლიმპიადის წელს დისიდენტები, აგრესიული ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები და დედაქალაქის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები 101 კილომეტრის მოშორებით გადაიყვანეს. მოსკოვში დანაშაულები არ მომხდარა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ დედაქალაქში სსრკ-ს ყველა კუთხიდან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მილიციელები და კგბ-ს აგენტები ჩამოვიდნენ. ![]() და ბოლოს ფრაგმენტი ოლიმპიადის დახურვის ცერმონიიდან. 73 2-ს მოსწონს
|