x
მეტი
  • 22.07.2025
  • სტატია:143459
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
ნაცნობი – უცნობები – 7 საინტერესო ფაქტი მერცხლების შესახებ

პირველ რიგში, მცირე ინფორმაცია: ყველა მერცხალი ბეღურასნაირთა რიგს, მერცხლების ოჯახს მიეკუთვნება. ოჯახი ორ ქვეოჯახად – მდინარის მერცხლების (Pseudochelidoninae) და ყველა სხვა გვარად (Hirundininae) იყოფა. 2023 წლის ივნისის მონაცემებით, მერცხლისებრთა ოჯახი 20 გვარის და 88 სახეობისგან შედგება.

საქართველოში მერცხლების 5 სახიობა გვხვდება: ქალაქის მერცხალი, სოფლის მერცხალი, მენაპირე მერცხალი, მთის მერცხალი და წელწითურა მერცხალი.


image


ისინი ჩვენთან თბილი ქვეყნებიდან მოფრინავენ, აქ ბუდობენ, მრავლდებიან და ისევ მიფრინავენ... ცხოვრების ასეთი წესიდან გამომდინარე, მათ გარკვეული უნარ–ჩვევები ჩამოუყალიბდათ, რომლის შესახებ, შესაძლო არ იცოდეთ. აქ 7 მათგანს გაგაცნობთ:


image1. მერცხლები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს, ფრენაში ატარებენ. ამ ფრინველებმა ფრენის დროს, შეჯვარება და ბარტყების გამოკვებაც კი ისწავლეს.


2. მერცხლის ფრენის საშუალო სიჩქარე – 60 კმ/სთ-ია. თუმცა, ზოგიერთი სახეობას 160 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.


3. მერცხლებს მოკლე ფეხები აქვთ და სიარულისთვის არც თუ ისე შესაფერისი. ამიტომ, ეს ფრინველები, მიწაზე, საკმაოდ მოუხერხულად მოძრაობენ.


4. მერცხლები მცირე ზომის ფრინველებს მიეკუთვნებიან. მათი სხეულის სიგრძე – 9-დან – 25 სმ-მდე მერყეობს, ხოლო მასა – 10–დან – 60 გრ–მდე დიაპაზონში, ფრინველის სახეობის მიხედვით.


image5. გასულ საუკუნეებში, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მერცხლები ზამთარში, ჰიბერნაციაში (იგივე ზამთრის ძილი) ვარდებოდნენ და თან, რატომღაც, წყლის ქვეშ. თუმცა, მერცხლები – გადამფრენი ფრინველები არიან და წყალქვეშ ყვინთვის ნაცვლად, უბრალოდ, იქ მიფრინავენ, სადაც თბილა და გემრიელად "აჭმევენ".


6. მერცხლების ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც მათ სხვა ფრინველებისგან განასხვავებს, ის არის, რომ მათ მწერების დაჭერა, ფრენაში შეუძლიათ. არსებობს ნიშანი, რომ მერცხლები, წვიმის მოახლოებისას, დაბლა დაფრინავენ... და ეს სავსებით რეალურ მოვლენასთან არის დაკავშირებული: საქმე იმაშია, რომ წვიმის წინ, ჰაერი ნოტიო ხდება. მწერები კი, განსაკუთრებით პატარა ზომის, მგრძნობიარენი არიან წნევის და ტენიანობის ცვლილებების მიმართ. მაღალი ტენიანობის პირობებში, მათ სიმაღლეზე ფრენა უძნელდებათ და ამიტომ, მიწასთან უფრო ახლოს ყოფნას ამჯობინებენ, სადაც ჰაერი უფრო მკვრივია და წინააღმდეგობაც ნაკლებია... და რადგან, მერცხლები მწერებით იკვებებიან, ისინიც იძულებულნი არიან, მიწის ზედაპირთან ახლოს იფრინონ.


7. მერცხლები სოციალური ფრინველები არიან და ხშირად, კოლონიებად ცხოვრობენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ასტეროიდი არაფერ შუაშია – მეცნიერებმა დინოზავრების გადაშენების რეალური მიზეზი დაადგინეს

* გოლიათები და დინოზავრები – ერთი ცის ქვეშ

* საუკუნის აღმოჩენა საჰარაში და გოლიათების სამყარო

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0