x
მეტი
  • 19.07.2025
  • სტატია:143414
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515445
"ასეთი ამბის გამტარებელი საზოგადოება ყოველთვის უფრო ძვირს გადაიხდის" - რომა მახარაძე

imageლუკა სირაძე



დეკემბერში ექვსი წელი შესრულდება რაც პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობის შემდეგ სკოლის მოსწავლემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


ეს ამბავი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც დღემდე მოუშუშებელ ტრავმად რჩება.


ფეისბუქ-მომხმარებელი რომა მახარაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 15 წლის ბიჭი სწორედ დღევანდელმა რეჟიმმა მოკლა და მის სახელს სათანადო დაცვა სჭირდება.




"


გუშინ ზუგდიდის მარშზე მივხვდი, რომ ლუკა სირაძის ტრავმა ჩემგან არსად წასულა

მარშზე თაკომ ორჯერ ახსენა და ორჯერვე მინდოდა ხმამაღლა მეტირა

15 წლის ბიჭი მოკლა რეჟიმმა და მისი სახელი გარდაცვალების შემდეგაც კი ვერ დავიცავით სათანადოდ

მოძალადე გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და მალევე დაასაქმეს

ასეთი ამბის გამტარებელი საზოგადოება ყოველთვის უფრო ძვირს გადაიხდის. და აშკარად ისევ ვალებში ვართ

ამ ცხოვრების დედაც, ლუკა". - წერს ფეიბუქ მომხმარებელი რომა მახარაძე.




"ქართული ოცნების" მმართველობითმა სისტემამ, სკოლის მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის სიცოცხლე, კედელზე გაკეთებული წარწერის გამო შეიწირა.





შსს მოზარდს ბრალს სდებდა თბილისში "მწვანე სკოლაში" შეპარვას და ედავებოდა კედელზე წარწერის გაკეთებას "ამ ცხოვრების დედაც!"




პოლიციის განყოფილებაში მას აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას, ახდენდნენ ზეწოლას ოჯახის წევრებზე შანტაჟით. მოზარდს 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს 6 საათნახევარი ჰკითხავდნენ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, რა დროსაც ხორციელდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა.




2019 წლის 11 დეკემბერს ლუკა სირაძე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექვსი დღე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. 17 დეკემბერს კი გული გაუჩერდა.




მოგვიანებით ლუკა სირაძის საქმეზე დამნაშავედ სცნეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 1 წელსა და 7 თვეში გამოუშვეს და საყდრისის ამფეთქებელ და ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიაში "RMG Gold"-ში დაასაქმეს.



მარიანა ჩოლოიანი

მარიანა ჩოლოიანი







0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
12