x
მეტი
  • 19.07.2025
  • სტატია:143412
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515445
 დღეს ქუჩაში ჩემი ყოფილი სიყვარული შემხვდა
image

დღეს ქუჩაში ჩემი ყოფილი სიყვარული შემხვდა.

ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვნახე, მამაც გამხდარა. შვილიც თან ახლდა პატარა გოგო, როცა შევხედე რაღაც ნაწილი დანაღვლიანდა, ჩამირბინა თვალწინ იმ წლებმა. ჩვენ დიდი სიყვარული გვქონდა და დაშორებასაც კარგახანს ვერ ვეგუებოდით. ერთმანეთს გადავეხვიეთ, მოვიკითხეთ და უცებ მეუბნება გაიცანი ეს ჩემი შვილი მარიამია. უცებ სახე შემეცვალა. მის შვილს ჩემი სახელი ერქვა. დავფიქრდი, მეთქი ეს უბრალოდ დამთხვევაა? როცა ამაზე წამიერად ვფიქრობდი, შემომხედა გაიღიმა და მეუბნება, კი ეს მარიამია, მერე მის შვილს მარიამს მიუბრუნდა და უთხრა შვილო გაიცანი ეს მარიამია(ჩემზე) ეს ის მარიამია. ჩვენი ზღაპრიდან, რომელსაც ძილის წინ გიყვები ხოლმე.


შვილი ეკითხება:


- მამა პრინცესა მარიამი ჩვენი ზღაპრიდან?

-კი შვილო ჩვენი ზღაპრიდან.

მისი შვილი ხელს მკიდებს და მეუბნება:

-არ იდარდო მარიამ შენი ზღაპარი ცუდად მთავრდება, მაგრამ პრინცი შენგან მოშორებით ყოველღამე შენზე ფიქრობს, მე ვიცი ეს, რადგან პრინცი მამას მეგობარია.


ყოფილმა შეყვარებულმა შემომხედა გაიღიმა, გადამეხვია, დამემშვიდობა და წავიდა. მე იქვე ბორდიულზე ჩამოვჯექი და 10 წუთი გაუჩერებლად ვტიროდი. ნუთუ ამდენი წლის შემდეგ, მაინც ვერ ვივიწყებთ ერთმანეთს❓❗იქნებ ის იყო ჩემი ნამდვილი სიყვარული რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის და ის სამუდამოდ დავკარგე.


▪️ ავტორი უცნობია



0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0