განათლება რელიგიის მასწავლებელი მოზარდებს პროსტიტუციას აიძულებდა დღეს, 16:22 ![]() 7 ივლისს, 42 წლის ლიზმარი რივერა-გარსიას დიდმა ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი წაუყენეს ორ არასრულწლოვან ბიჭის საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც იძულებით სექს-ტრეფიკინგში იყვნენ ჩართულები. იუსტიციის დეპარტამენტის პრეს-სამსახურში ნათქვამია, რომ რელიგიის მასწავლებელი გამოძიების დასრულებისთანავე დააკავეს ფედერალურმა აგენტებმა. როგორც გამოცემა PEOPLE სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება, მან „შეგნებულად და განზრახ გადაიბირა, აცდუნა, წაიყვანა და დააბინავა“ 15 წლის სავარაუდო მსხვერპლი „კომერციულ სექს-ტრეფიკინგში ჩასართავად“. სავარაუდოდ, დანაშაული 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე პერიოდში მოხდა. თუ რელიგიის მასწავლებელი ოთხივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, რივერა-გარსიას მინიმუმ 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - 15 წელი სექს-ტრეფიკინგის თითოეულ ბრალდებაზე და 10 წელი მოტყუებით წაყვანაზე. 134 1-ს მოსწონს
|