
OnlyFans-ის ამერიკელ მოდელს, ტრიშა დენიზ მეიერს, ველური კატის გაყიდვისთვის პირობითი სასჯელი მიესაჯა. ამის შესახებ
Daily Mail-ი იტყობინება.
მეიერმა ეროტიკულ ფოტოსესიებში იყენებდა იაგუარის ბოკვერს, სახელად ამადორს.
ერთხელ ნარკოდილერმა აბდულ რაჰმანმა ქალთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბოკვერი ნახა.
„მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იაგუარი საყვარელი იყო, ფული მქონდა და მინდოდა მისი ყოლა“, - განმარტა მამაკაცმა. მეიერმა მას ამადორი 26 000 დოლარად მიჰყიდა და ტეხასიდან კალიფორნიაში გაუგზავნა.

რაჰმანმა იაგუარს ახალი მეტსახელი, ჰადესი, დაარქვა, მაგრამ მალევე ხელახლა გაყიდა. მეორე მყიდველს ორსული ცოლი ჰყავდა. ჯერ არ დაბადებული ბავშვის უსაფრთხოების შიშით, მან იაგუარი ქუჩაში გააგდო.
ბოკვერი გამხდარი და გაქუცული ბეწვით მშენებლემბა იპოვეს. ის Lions Tigers & Bears თავშესაფარში გადაიყვანეს. იქ მას მესამე სახელი, ედი, დაარქვეს. ეს იყო იმ მშენებელი მუშის სახელი, ვინც პირველად აღმოაჩინა ცხოველი.

ფედერალური კანონი კრძალავს გადაშენების პირას მყოფი სახეობების ტრანსპორტირებას შტატების შორის, ხოლო კალიფორნიის კანონი სრულად კრძალავს იაგუარების ყოლას . დაიწყო გამოძიება, რომელმაც გამომძიებლები პორნომოდელ მეიერთან მიიყვანა. იგი ადრე ნასამართლევი იყო ეგზოტიკური ცხოველების შენახვისა და გაყიდვისთვის. მაგალითად, მას ეზოში ვეფხვის ბოკვრები ჰყავდა, რომლებთანაც მისი 14 წლის ქალიშვილი თამაშობდა. ერთ დღეს მან ბენგალური კატა გაყიდა, რომელიც ახალ პატრონს თავს დაესხა.

განაჩენის მიუხედავად, მეიერი სოციალურ ქსელში აგრძელებს ფოტოების გამოქვეყნებას ბენგალურ ვეფხვთან, ლემურთან და ეგზოტიკურ ფრინველებთან ერთად. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ ცხოველებს აღარ ყიდის.