x
მეტი
  • 18.07.2025
  • სტატია:143406
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515443
როგორ დაიწერა ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" და საინტერესო ციტატები
imageზუსტად 100 წლის წინ, 1925 წლის 18 ივლისს, პირველად გამოქვეყნდა ადოლფ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის"პირველი ტომი. აღსანიშნავია არა წიგნი, არამედ მისი ბედი. მოუნელებელი უსიამოვნებები მისი ავტობიოგრაფიიდან, ნაციონალ-სოციალისტური დოქტრინის პრეზენტაცია, მიზანთროპული, რასისტული დოქტრინა, ანტისემიტური მოწოდებები და პრიმიტიულად ფორმულირებული პრეტენზიები მსოფლიო ბატონობის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად გახდა მესამე რაიხის იდეოლოგია.


ჰიტლერმა პირველი ტომი დაწერა, უფრო სწორად უკარნახა თავის თანამებრძოლსა და თანამესაკნეს, რუდოლფ ჰესს ციხეში, სადაც იგი მოხვდა ე.წ. მიუნხენის "ლუდის პუტჩის" მარცხის შემდეგ, (1923 წლის 8-9 ნოემბერი)


თავიდან წიგნს უნდა ჰქონოდა საკმაოდ გრძელი სათაური: ”ოთხწლინახევრიანი ბრძოლა ტყუილის, სისულელის და სიმხდალის წინააღმდეგ”, მაგრამ გამომცემლობმა, ასევე ”ფიურერის” დიდმა გულშემატკივარმა სათაური შეამოკლა და დაარქვა "Mein Kampf- "ჩემი ბრძოლა".


წიგნი თავიდან საკმაოდ მდორედ იყიდებოდა, მაგრამ რაც უფრო პოპულარული გახდნენ ნაციონალ-სოციალისტები გერმანიაში, მით უფრო მატულობდა გაყიდვები.


image

"ჩემმა ბრძოლამ "ჰიტლერი მილიონერი გახადა. ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქაში ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებს მისი წიგნის შეძენას აიძულებდნენ, ხოლო ახალგაზრდებს საქორწინო სახლში საჩუქარად გადასცემდნენ, ისევე როგორც მანამდე ბიბლიას .


რა თქმა უნდა, პარტიის იდეოლოგის წიგნი სახლში უნდა დებულიყო თვალსაჩინო ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მიჩნეული იქნებოდა როგორც არალოიალური განწყობა, ყველა სავალალო შედეგის გათვალისწინებით. თითოეული გაყიდული ეგზემპლარიდან ფიურერს - 10 პროცენტი ერგებოდა. ამავდროულად, მან საგანგებო ბრძანებით გაათავისუფლა საკუთარი წიგნი საშემოსავლო გადასახადისგან, შედეგად 1943 წლისთვის მისი შემოსავალი Mein Kampf– ის გაყიდვიდან შეადგინა 5, 5 მილიონი რაიხსმარკა.


1928 წელს ჰიტლერმა "ჩემი ბრძოლის" მეორე ნაწილი დაწერა, თუმცა აღარ გამოუცია.


"ჩემი ბრძოლა" სხვა ქვეყნებში


მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ, "ჩემი ბრძოლის"გამოცემა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აიკრძალა, მათ შორის რა თქმა უნდა თავად გერმანიაშიც.


ბავარიის მხარის ხელისუფლება, რომელიც ფლობდა წიგნის გამოცემის ლიცენზიას, საზღვარგარეთ ფრაგმენტების დაბეჭვდის უფლებასაც კი არ აძლევდა. დროდადრო ცდილობდნენ სარჩელის შეტანასაც, მაგრამ უშედეგოდ, საერთოდ ძალზე რთულია, საერთოდ უიმედოც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამომცემლობები გაეკონტორლებინათ


მაგალითად, ინდოეთში "Mein Kampf" 2003 წლიდან აქვეყნებს ერთდროულად შვიდი მცირე და დიდი გამომცემლობა - ისინი წელიწადში მხოლოდ 40-50 ასლს ყიდდნენ.


2004 წელს ჩეხეთში გამომცემლობას, რომელმაც ჰიტლერის წიგნი ყოველგვარი კომენტარის გარეშე გამოსცა, მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა "ანტიკონსტიტუციური პროპაგანდისთვის", არა და იმ დროისთვის 90 ათასი ეგზემპლარი გაყიდეს!!!


რაც შეეხება საქართველოს, პირველად "ჩემი ბრძოლა" 1991 გამოიცა, 1935 წელს შანხაიში გამოცემული შემოკლებული ვარიანტის მიხედვით, (თარგმნა ბუტა ტალახაძემ), მას შემდეგ დროდადრო ქართულ წიგნის მაღაზიებში არის შესაძლებელი წიგნის შეძენა(მათ შორის ონლაინ)-გამომცემლობა "პალიტრა L", "ლითერასი"'თბილისი"

image


გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ციტატას "ჩემი ბრძოლიდან"



***ეგრეთ წოდებული „ინტელიგენცია“, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ზემოდან უყურებს ყველა ახალჩამოსულს, რომელსაც არ ქონდა იმის ბედი, რომ ყველა სათანადო ხარისხის სასწავლო დაწესებულებები გაევლო და იქ „დატუმბულიყო“ მთელი სათანადო „ცოდნით“. ბოლოს და ბოლოს, როგორც წესი, ჩვენ არ ვეკითხებით, რისთვის არის კარგი ეს ადამიანი, რისი გაკეთება შეუძლია, არამედ გვეკითხებიან, რა საგანმანათლებლო დაწესებულება გაქვს დამთავრებული?"



***გარკვეულ წრეებში პატიოსნება ყოველთვის სიბრიყვედ ითვლება.


***არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მასებს ქალის ხასიათი აქვთ, მათ საქციელს უმეტეს შემთხვევაში გრძნობები განსაზღვრავს და არა გონება, ამასთან ეს გრძნობები მეტად მარტივია, გრძნობები შეიძლება იყვნენ პოზიტიურნი ან ნეგატიურნი, როგორც სიყვარული ან სიძულვილი, მაგრამ არასოდეს არ არიან რთულნი ან შერეულნი..ამაზე დაყრდნობით ინგლისური პროპაგანდა იყო მთლიანი, ეფუძნებოდა წმინდა წყლის სიმართლეს ან ასეთსავე ტყუილს, მაგრამ არასდროს ამ ორი ელემენტის ნარევს...


***აღთქმის შესაძლებლობა მასებს ჩვეულებისამბერ ძალზე შეზღუდული აქვთ, ისინი ასევე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს, ყოველივე ამის გათვალისწინებით პროპაგანდა წარმატებული რომ იყოს იგი უნდა ემყარებოდეს რამდენიმე ნათელ დებულებას.


***უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი დიდი მიღწევა კოალიციის მიღწევა არ იქნება, ის ფაქტიურად ყოველთვის ერთი კაცის ტრიუმფია.



***ამქვეყნად არ არსებობს ორი მოქალაქეობა, ორი სამშობლო, ორი მიწა და ორი წყალი. ამქვეყნად ყველაფერი ერთია, მათგან კი სამშობლო უპირველესი.


***პატივისცემისა და მხარდაჭერის უფლება აქვს მხოლოდ იმ სახელმწიფო ძალას, რომელიც გამოხატავს ხალხის მისწრაფებებსა და გრძნობებს, ან უკიდურეს შეთხვევაში არ აზიანებს მათ.


***ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის განსხვავდება ცხვრისგან იმით, რომ შეეძლოს აბსოლუტურად ყველაფრის მოსმენა, მაგრამ ამავე დროს საკუთარი დამოუკიდებელი აზრი გამოიტანოს.


***სანამ მე თვითონ არ შევიძინე საკმარისი ცოდნა და არ დავეუფლე საკამათო საკითხებს, სრულიად უიმედო იყო ვინმეს დარწმუნება.


***ტერორი მხოლოდ სიმართლის გზითაა გამართლებული, სიმართლე რომელსაც სამშობლო ჰქვია.


***თავდაპირველად ისინი მივიდნენ ებრაელებთან, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, რადგან მე ებრაელი არ ვარ. შემდეგ ისინი მივიდნენ კომუნისტებთან, მაგრამ მე ისევ არაფერი ვთქვი, რადგან მე ასევე არ ვარ კომუნისტი. შემდეგ ისინი მივიდნენ კათოლიკეებთან, რომლებიც ყოველგვარ იდეას უარყოფდნენ, მაგრამ მე ისევ არ გამიპროტესტებია, რადგან არ ვიყავი ერთ-ერთი მათგანი. ბოლოს ისინი ჩემთან მოვიდნენ, და აი ახლა კი გერმანიას ეყოლება ერთსულოვანი ადამიანები, რომლებიც მას სისხლის უკანსკნელ წვეთამდე დაიცავენ.

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0