x
მეტი
  • 18.07.2025
  • სტატია:143403
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515443
,,სიბიესმა" გააუქმა ,,ლეით შოუ" და ათწლეულების განმავლობაში ეთერში გასვლის შემდეგ სტივენ კოლბერტის კარიერა დაასრულა

ტელეარხმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი “წმინდა ფინანსური გადაწყვეტილება" იყო, რადგან ამით გვიანი ღამის პროგრამის დასრულების თარიღი განისაზღვრა. სიბიესმა გამოცხადა, რომ აუქმებს “დი ლეით შოუს" - მის გვიანი ღამის ფრეჩაიზს, რომელიც 2003 წელს დევიდ ლეტერმანის ხელმძღვანელობით დაიწყო. ის გეგმავს სტივენ კოლბერტის მიერ ამჟამად წამყვანი პროგრამის დასრულებას 2026 წლის მასიში. სიბიესმა გამაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილება იყო გვიან ღამით შექმნილი რთული ფონის გათვალისწინებით. მან თქვა, რომ ის არანაირად არ არის დაკავშირებული შოუს წარმოდგენასთან, შინაარსთან, ან პარამაუნთში მიმდინარე სხვა საკითხებთან. “ჩვენ ვამაყობთ, რომ სტივენმა სიბიესს სახლი უწოდა. მას და მის გადაცემას გაიხსენებენ ღამის ტელევიზიის დიდებულთა პანთეონში", - განაცადა ტელეარხმა კოლბერტზე, რომელმაც გადაცემის წაყვანა 2015 წელს დაიწყო, ლეტერმანის პენსიაზე გასვლის შემდეგ. ეს ამბავი განსაკუთრებით გავრცელდა მას შემდეგ, რაც კოლბერტმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკოსს წარმოადგენდა თავის გადაცემაში, გააკრიტიკა მშობელი კომპანია “პარამაუნთ გლობალი" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისტან “60 წუთის" ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო დავის გამო. კრიტიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს შეთანახმების გამო- რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავდა დამატებით შეთანხმებას სიბიესზე მინიმუმ 15 მილიონი დოლარის ღირებულების საზოგადოებრივი რწეკლამის განთავსების შესახებ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი საქმეების პოპულარიზაციის მიზნით- და გააფრთხილეს, რომ ამან შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს პრესის თავისუფლებაზე ამერიკაში. კოლბერტმა- შვებულებიდან დაბრუნების პირველ ეპიზოდში -შეტანხმებას “დიდი სქელქურთი " უწოდა. ეს სავარაუდოდ, პარამაუნთისა და სქაიდენს მედიას შერწყმის მოახლოებულ მინიშნებას წარმოადგენს, მრავალმილიარდიანი გარიგების, რომელსაც ტრამპის მომხრე ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარის დამტკიცება სჭირდება.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0