x
მეტი
  • 18.07.2025
  • სტატია:143401
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515440
ასტეროიდი არაფერ შუაშია – მეცნიერებმა დინოზავრების გადაშენების რეალური მიზეზი დაადგინეს

გეოლოგებმა ეჭვქვეშ დააყენეს პოპულარული თეორია, რომლის მიხედვით, დინოზავრები 65 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე დიდი ზომის ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, – წერს Time-სი. შეიქმნა მტვრის ღრუბელი, რომელმაც მზე დაფარა და დედამიწაზე აცივდა. შედეგად, დინოზავრები ამოწყდნენ და ადგილი ძუძუმწოვრებს დაუთმეს, გვახსენებს თეორიის დეტალებს, სტატიის ავტორი ჯეფრი კლუგერი (jeffrey kluger).


image


მეცნიერებმა ახლიდან შეისწავლეს, 1978 წელს, იუკატანის ნახევარკუნძულზე, ქ. ჩიკსულუბის (Chicxulub) მახლობლად აღმოჩენილი 112 მილი (1 მილი - 1, 6 კმ) დიამეტრის მქონე კრატერი და დაადასტურეს აღნიშნული თეორიის ის ნაწილი, რომელიც მეტეორიტის ჩამოვარდნის ასაკს ეხებოდა. მაგრამ, კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნა და დინოზავრების გადაშენება, ერთდროულად არ მომხდარა.

გეოლოგიურ ფენებში, რომლის ასაკი 65 წლით განისაზღვრება, მეცნიერებმა ირიდიუმის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს. ეს ქიმიური ელემენტი არატიპიურია დედამიწისთვის, მაგრამ დიდი რაოდენობით არის ასტეროიდებში. ირიდიუმის ფენის ქვეშ, მათ ცხოველების ისეთი სახეობების არსებობის პალეონტოლოგიური მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელთა 65% უკვე გადაშენებულია. მაგრამ, კვლევის გაგრძელების შემდეგ, სხვა ფაქტებიც გამოვლინდა.


image


გერტა კელერმა პრისტონის უნივერსიტეტიდან (ნიუ-ჯერსი, აშშ) და ტერი ადატმა ლოზანის უნივერსიტეტიდან (შვეიცარია) კვლევები ჩაატარეს მექსიკის ტერიტორიის სხვადასხვა მონკვეთზე. მეცნიერები განსაკუთრებულ ინტერესს იმ ფენებისადმი იჩენდა, რომლებიც ირიდიუმის ფენის ზევით და ქვევით 30 ფუტის (1 ფუტი – 30 სმ) დიაპაზონში იყო. აღმოჩნდა, რომ 1000 წლის მანძილზე, ქანების დალექვის პერიოდი – 0, 8-დან – 1, 2 დიუმი (1 დიუმი - 2, 54 სმ.) იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 ფუტი ქანის დასალექად, 300 ათასი წელი იქნებოდა საჭირო.

ანალიზის ჩატარების შემდეგ, მათ დაადგინეს, რომ ირიდიუმის ფენის ქვევით და ზევით, გადაშენებული სახეობების რაოდენობა 52 იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ «ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ, არცერთი სახეობა არ გამქრალა», – ამტკიცებს კელერი.

ის რომ მეტეორიტი მართლა დიდი ზომის იყო, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ, გამოიწვია მან ისეთი შეუქცევადი პროცესები, როგორც ოფიციალური მეცნიერება აქამდე თვლის?

ჩვენ ყველაფერს, დღევანდელი პირობების მიხედვით ვაფასებთ. მაგ., რა მოხდება პლანეტაზე, მას 10 კმ. დიამეტრის მეტეორიტი რომ შეეჯახოს? მოხდება ის, რამაც, მეცნიერთა მტკიცებით, დინოზავრების ერთიანად ამოწყვეტა გამოიწვია! მაგრამ, ეს მოხდებოდა ახლა და ჩვენს პირობებში.

თუმცა, შესაძლოა, 65 მლნ. წლის წინ, იგივე მეტეორიტის, დედამიწასთან შეჯახების ძალა, ასეთი ძლიერი არც ყოფილიყო, რადგან მისი წონა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც ახლა იქნება.

სხეულის წონა (p=g . m) მასზე მოქმედ მიზიდულობის ძალაზე არის დამოკიდებული და ის ყოველთვის ერთნაირი ვერ იქნება: რაც უფრო მცირეა მიზიდულობა, მით უფრო ნაკლებია წონა და რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიგანტური მასის მქონე ცხოველები, ჩვენს პირობებში, ვერ იარსებებდნენ, ხოლო 65 მლნ. წლის წინ და უფრო ადრე, თავს კარგად გრძნობდნენ, გამოდის რომ, დედამიწის მიზიდულობის ძალა იმ პერიოდში, უფრო ნაკლები იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო, პლანეტარული მასშტაბის ეკოლოგიურ კატასტროფას ვერ გამოიწვევდა. შესაძლებელია, მისი დაცემის ადგილზე, ცოცხალი არსებები კიდეც ამოწყდნენ, მაგრამ სხვაგან – ცხოვრება გრძელდებოდა...

გამოდის რომ, დინოზავრების ამოწყვეტაში, 65 მლნ წლის წინ ჩამოვარდნილ მეტეორიტს ბრალი არ მიუძღვის და აქამდე, მას სულ ტყუილად «ადანაშაულებდნენ». ხოლო, დინოზავრების ამოწყვეტის რეალური მიზეზი, დედამიწის მიზიდულობის ძალის გაზრდა იყო, რამაც მათი უზარმაზარი ზომის სხეულების დამძიმება გამოიწვია... და ეს უეცრად არ მომხდარა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ის, დაახლოებით, 6-7 მლნ. წელი გრძელდებოდა.

რაც შეეხება გრავიტაციას, რაც უფრო დიდია სხეული, მით უფრო დიდია ეს ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწა ადრე უფრო პატარა და მცირე მასის უნდა ყოფილიყო. შემდეგ, გაზრდა დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება!


image


დედამიწა იზრდება


მსოფლიო ოკეანეში ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ დედამიწა განუწყვეტლივ იზრდება.

გასული საუკუნის შუა წლებამდე, ეგონათ, რომ დედამიწა სამი შრისგან შედგებოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ოკეანის ფსკერიდან ნიმუშების ამოღება შეძლეს, გაირკვა, რომ ოკეანის ფსკერის ქვეშ, ქერქის მხოლოდ ორი ფენა იყო. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ოკეანური ქერქის ყველაზე ძველი ნაწილი, კონტინენტების სიახლოვეს, – დაახლოებით, 180-200 მლნ. წლის იყო. ხოლო, კონტინენტური ქანების ასაკი – 2 მლრდ. წელს შეადგენდა. ასაკებს შორის სხვაობა კი, იმით არის გამოწვეული, რომ ოკეანური ქერქის განახლება ხდება!


image


თავდაპირველად, მეცნიერებმა მსოფლიო ოკეანის ფსკერის რუკის შედგენისას, ატლანტის ოკეანეში, 3, 5 კმ. სიმაღლის ქედი აღმოაჩინეს, რომელზეც მთელ სიგრძეზე, დროდადრო, ლავა ამოდიოდა. შემდეგ ნახეს, რომ ასეთი ქედები სხვა ოკეანეებშიც იყო და ისინი ერთიან, ოკეანის ქერქის განმაახლებელ სისტემას ქმნიდნენ. ყოველწლიურად, ამ ქედების ორივე მხარეს, 2-დან – 30 სმ-მდე სიგანის ქერქის განახლება ხდება: ქედის ღერძიდან ამომავალი ლავა, მის ცენტრალურ ნაწილს იკავებს და აქეთ–იქით მდებარე ქანებს აწვება. შედეგად, ქანების ჰორიზონტალური გადაადგილება ხდება. ძველი ქანები კონტინენტების მიმართულებით იწყებენ მოძრაობას და კონტინენტური ქერქის ქვეშ, მანტიას უერთდებიან.



image


ოკეანური ქედებიდან ამოსული ლავის მიერ შექმნილი ქერქის სიგანე, მანტიაში ჩასული ქერქის სიგანეს რომ ემთხვეოდეს, დედამიწის ზომა არ გაიზრდებოდა და პლანეტა არ დამძიმდებოდა. შესაბამისად, არც მისი გრავიტაცია გაიზრდებოდა. მაგრამ, ასე არ ხდება. ოკეანის ქერქის განახლება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ძველი ქანების მანტიაში ჩაშვება და დედამიწის ზომა იზრდება. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, 600 მლნ. წლის წინ, დედამიწის საშუალო რადიუსი, დღევანდელი რადიუსის, მხოლოდ 3/4-ს შეადგენდა.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, NASA–ს მიერ ჩატარებული გაზომვების საფუძველზე, დაადგინეს, რომ ევროპას და ჩრდ. ამერიკას შორის მანძილი, ყოველწლიურად, დაახლოებით, 1, 5 სმ-ით იზრდება, ჩრდ. ამერიკას და ჰავაის კუნძულებს შორის მანძილი – 3 - 4 სმ-ით. ხოლო, სამხ. ამერიკას, ჰავაის კუნძულები, ყოველწლიურად, 4 - 5 სმ–ით შორდება. გასულ საუკუნეში, ამ პროცესებს ლითოსფეროს ფილების მოძრაობით ხსნიდნენ, მაგრამ ეს რომ მხოლოდ მოძრაობა იყოს, დედამიწის რადიუსი, ყოველწლიურად, 2 - 3 სმ-ით არ გაიზრდებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწის ზრდის ფაქტი, წინააღმდეგობაში მოდის, პლანეტის შინაგან აგებულებასთან დაკავშირებულ, ოფიციალური მეცნიერების თვალსაზრისთან. თუ დედამიწა სამი შრისგან შედგება (ქერქი, მანტია, ბირტვი), მაშინ როგორ იზრდება პლანეტა? იმისთვის, რომ ქერქი გაიზარდოს, რომელიმე შრეს რაღაც ნაწილი უნდა მოაკლდეს და მის ადგილზე, სიცარიელე დარჩეს, თხევადი მანტიის პირობებში კი, ეს შეუძლებელია. ამიტომ, მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დედამიწის ბირთვი არა მყარი, არამედ გაზისებურია, – ისევე რობორც მზე. მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწის შუაგულში, ვარსკვლავია «ჩაკეტილი», რომელშიც თერმო-ბირთვული პროცესი მიმდინარეობს: წყალბადიდან ჰელიუმი წარმოიქმნება, ჰელიუმიდან კი – სხვა ქიმიურ ელემენტები (კალციუმი, მაგნიუმი, არგონი, ალუმინი, ქრომი, სპილენძი, ოქრო, პლატინა, რკინა...). ახალი ნივთიერებები დედამიწის ქერქში ვერ ეტევა და ზევით ამოდის, რის გამოც, დედამიწის ქერქი, თანდათანობით, იზრდება. შესაბამისად, იზრდება მისი რადიუსი, მასა და გრავიტაცია.


P. S. თუ ადამიანის და დინოზავრის ფიზიკურ მონაცემებს შევადარებთ, იმის გაგებას შევძლებთ, თუ როგორი იყო დედამიწის გრავიტაცია, მაგ., 100 მლნ. წლის წინ. შევადაროთ ერთმანეთს მამაკაცი, რომლის სიმაღლე 180 სმ-ია და ტირანოზავრი, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო, ანუ იმ პირობებში, თავს კარგად გრძნობდა (საათში 25 კმ-ს გარბენა შეეძლო).


image


ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ წონა გვაინტერესებს:

ტირანოზავრი, საშუალოდ, 6 ტ. იწონიდა, ადამიანი – 60 კგ-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტირანოზავრი 100-ჯერ უფრო მძიმე იყო. ამიტომ, შეგვიძლია დავუშვათ, რომ იმ პერიოდში, პლანეტის მიზიდულობის ძალა, 100-ჯერ ნაკლები იყო.

შედარებისთვის, პირამიდის ქვების საშუალო წონა 2, 5 ტ. არის. 100-ჯერ ნაკლები გრავიტაციის პირობებში, იგივე ქვის წონა – 25 კგ. იქნება. არც ეს არის მსუბუქი, მაგრამ ასეთი მასალით, პირამიდის აშენება დღესაც შესაძლებელი იქნება...

თუმცა, ეს მხოლოდ ალბათობაა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.


imageარხის სხვა სიახლეები:


* გოლიათები და დინოზავრები – ერთი ცის ქვეშ

* საუკუნის აღმოჩენა საჰარაში და გოლიათების სამყარო

* რუსეთი გაიმარჯვებს და ევროკავშირი დაიშლება, III მსოფლიო ომი კი...– სიდიკ აფგანის წინასწარმეტყველება

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0