საზოგადოება „პარტიების რაღაც კვლევას მოვკარი თვალი, „გამოკვლევებულან“ ადამიანები“ - თაკო ჩარკვიანი გუშინ, 17:59 ![]() . პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრებას აქვეყნებს. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს მისი ფეისბუქ სტატუსებიდან: . ელისაშვილია ახლა ტვ პირველზე... ჰოდა ამბობს: "გეთანხმებით, არაფერი ჩვენი არ არის, არც ცესკო, არც პროკურატურა, არც სასამართლო, არც დამკვირვებლები გვეყოლება, სრულიად არაფერი, “მარა, ჩემი დეშეკათი" შევდივარ ბრძოლის ველზეო, არჩევნებში შევდივართ "მუსრი უნდა გავავლო და "ქაჯეთის ციხიდან თბილისთან ერთად ხაზარაძე უნდა გამოვგლიჯო ამ ხელისუფლებას, ის ხაზარაძე პატიმრებს ციხეში ყოფნისას ბინებს და ბიზნესს რომ აფორმებინებდაო, უკან დამხევი არ ვარო, ხომ გახსოვთ რუსთავი 2-ის ტვ ეთერში რომ ვუთხარი ხაზარაძეს - შე არაკაცო, შენ რომ ხალხი გაანადგურე და ნოტარიუსთან ერთად სახლებს იფორმებდიო, აი ის ხაზარაძე მყავს გადასარჩენი და გამოსაგლეჯი ციხიდან, როგორც "ნესტან- დარეჯანიო".
თქვა ალეკომ - უბრალოდ ალეკომ კი არა, არამედ "დეშეკას"პატრონმა ალეკომ თქვა, "დეშეკათი" ვარ ცარიელი ხელებით კი არ ვარო
![]() ![]() ![]() ![]() ![]() .
ხომ გახსოვთ ხაზარაძემ სასამართლოსთან სამარცხვინო განცხადება რომ გააკეთა ( ერთი წლის წინ) “ პატიმარ სააკაშვილს რომ ამდენ დროს უთმობთ მე რატომ არ მითმობთო”? სასამართლოს მიმართა
![]() . ეს მთელი თვე ფაქტიურად (ოჯახის წევრების გამო) კლინიკის რეანიმაციაში მესმის მუდამ სიტყვა კვლევა -ანალიზი და .ა.შ.
ჰოდა ახლა ვფიქრობ ჩემთვის, მართლა რა მოქნილი ენაა ქართული-მდიდარი, მოქნილი ზმნით.
ჰოდა ეს ჩვენი “პოლიტიკანები” ( უმეტესობა) "რავა" ზმნასავით არიან კაცო, ბრუნვაში არიან მუდამ, მოქნილი და მდიდარი,
ზოგი უკვე "გამოკვლეული" და მდიდარი -"გამდიდრებულნი", ზოგს ახლა "იკვლევს" ხალხი, ზოგიც უბრალოდ თავადაც ჯერ რომ არ იცის და "გამოკვლეულია", ზოგს ახლა უტარებს "კვლევას" მამამარჩენალი და ანალიზების შედეგს მოგვიანებით მიაწვდიან, რამ გამახსენა და გუშინ რაღაც (პარტიების) რეიტინგულ კვლევას მოვკარი თვალი ტვ ეთერში და ვიფიქრე, რომ არა, ასე ჯერ არ “გამოკვლეულან” ადამიანები თუ როგორც არის - “გამოკვლევებულან” ადამიანები რომ ამ კვლევის დაიჯერონ თქო, აი ხომ ხედავთ რა რთული და მდიდარი ზმნაა კაცო, ძლივს გამოვთქვი ეს სიტყვა .
ჰოდა, ახლა ხალხი მიხედავს ცრუ პოლიტიკოსებსაც და ამ რაღაც პოლიტ რეიტინგულ “კვლევასაც” და თან ბევრად უკეთ ვიდრე მე, ასპარეზი ხალხს დავუთმოთ….. ისინი უკეთ გამოთქვამენ ზმნას და აბრუნებენ ამ უკვე “გამოკვლეულებს”.
.
ევროპარლამენტის კენჭრისყრის ანალიზი საქართველოზე 2023-2024 წლებზე:
1. „ქართული ოცნება“ არალეგიტიმური, დე ფაქტო ძალაა, საქართველო კი - მიტაცებული სახელმწიფო;
2. პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში;
3. „ქართული ოცნების“ გრძელვადიანი მიზანია საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ამოძირკვა. არალეგიტიმურმა პარლამენტმა ჩამოაყალიბა „საპარლამენტო კომისია, “ რომელიც იარაღია პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ოპოზიციის ლიდერების კიდევ უფრო შესავიწროებლად;
4. პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გათავისუფლებულნი; მზია ამაღლობელი დაკავებულია გამოგონილი ბრალდებით;
5. ადგილობრივი არჩევნების შესახებ: არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს ელის და რომ, გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება მსგავს მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს;
„ოცნებამ“ერთპიროვნულად და თვითნებურად მოირგო ადგილობრივი არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩო, რათა კიდევ უფრო მიიტაცოს ხელისუფლება; არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
6. „არსებული მთავრობის პირობებში, საქართველო რისკავს, გახდეს რუსეთის ვასალი სახელმწიფო, როგორც ბელარუსი.“ „საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის თანხვედრაში კრემლის რიტორიკასთან;“
7. სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახს, „ოცნების“ სისტემის წევრებს, მათ შორის დაბალი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს, ვინც რეპრესიულ ბრძანებებს ასრულებს; „ქართული ოცნების“ ფინანსური ზურგისა და შემოსავლის წყაროს შეწყვეტა SWIFT-იდან გათიშვით ან სექტორული სანქციებით;
8. „ქართული ოცნების“ სტრატეგია შესაძლოა, სხვაგანაც იქნას გამეორებული, როგორც
სახელმწიფოს ჰიბრიდული მიტაცების სახელმძღვანელო; „ქართული ოცნების“
ქმედებები, მათ შორის რუსეთთან და სხვა ავტოკრატიებთან დაახლოება, ჩინური და ირანული კავშირები, ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა იწვევს რეგიონის დესტაბილიზაციას, რაც გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის
9. ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ასევე ასოცირების შეთანხმების პირობების დაწესებით შეჩერების სცენარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას;“
10. ევროკომისია უნდა დაეხმაროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიას.
11. მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნეს გათავისუფლებული ჰუმანიტარული გზით.
12. პოლიტპატიმრები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ.
ასევე, ევროპარლამენტმა ხაგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველო შეუდგა ევროინტეგრაციის გზას.
ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაიწყო და მნიშვნელოვანი წინსვლა მისცა ქვეყანას.
.
84 1-ს მოსწონს
|