საზოგადოება „ბიძოს კარიკატურაა ხაზარაძეც - ლუზერი ბიძინაა! ... ხოლო, სათნო ვირეშმაკა - ბადრი ჯაფარიძის დეფინიცია“ - ჩერგოლეიშვილი დღეს, 8:49 . პარტია ფედერალისტებისა და ჟურნალ ტაბულას დამფუძნებელი თამარა ცერგოლეიშვილი ისევ ლელოს უპირისპირდება და მწვავე შეფასებების გაკეტებასაც არ ერიდება. ამის შესახებ ის ფეისბუქში თიტქმის ყოველ საათში წერს. გთავზობთ მისი პოსტების საინტერესო ამონარიდებს. . მეგობრებო, თუ მოღალატედ არ თვლით ადამიანს, რატომ ეძახით?
და თუ თვლით, დაძახებას რატომ წყვეტთ?
![]() რა აქოთებული ლოგიკა და მორალია ეს.
.
სათნო ვირეშმაკა - ბადრი ჯაფარიძის დეფინიცია.
ეპითეტი იქით იყოს და....
მე მინდა ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე "დათანხმებაა".
აი ამ კონკრეტულმა სიმართლემ გაუნათოს გზა და გვეყოფა, კოლაბორანტების ჩასარეცხად.
/
ლელოს ადგილას რომ
ვიყო, პრეზიდენტის "არც ისა, არც ესა"-ს მოწყალე ჟესტად მივიღებდი, რომ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინო.
ამასობაში, ლელო ყოვლად არაკეთილსინდისიერად მანიპულირებს მისი სიტყვებით და იტყუება, თითქოს ეთანხმება.
რას ეთანხმება? რომ ფარსში მონაწილეობა აბსურდია?
თუ ეთანხმება, რატომ მონაწილეობს?
რეებს კადრულობთ საერთოდ.
.
ბიძინა ივანიშვილი მტაცებელია.
მისი კარიკატურაა ხაზარაძეც - ლუზერი ბიძინაა.
ბუნდოვანების სივრცეს თუ დაუტოვებ, ის ამ სივრცეს შენი და საქმის საზიანოდ გამოიყენებს - ბუნდოვანება მავნებლების მოკავშირეა.
ამ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება სიცხადე.
ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია და ბუნდოვანების არანაირი სივრცე არ არსებობს!
სანამ ხაზარაძე ბიძინას არარსებულ არჩევნებს ლეგიტიმაციას უქმნის, ის თავდასხმების მუდმივი სამიზნე იქნება და პოლიტიკურად განადგურდება.
ხაზარაძე ჩვენგან თავდაუსხმელობას ვერ იყიდის, რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოს.
P.S. და კიდევ ერთი!
ამ ბრძოლაში ორი მხარე ნამდვილად არსებობს - ერთ მხარეს ბიძინაა და მეორე მხარეს საქართველოს ეროვნული ინტერესები.
ხაზარაძე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება და ავტომატურად ბიძინას მხარეა - ამიტომ ავტომატურად უნდა ვურტყათ.
,
არანაირი ბოიკოტის კამპანია არ
არსებობს.
არსებობს მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დემონტაჟის კამპანია მისი იზოლაციის გზით.
და ასევე არსებობს ლელო, რომელიც რეჟიმის ფარსის ლეგიტიმაციაში ფულის დახარჯვას აპირებს.
მოხარული ვარ რომ პრეზიდენტის პოზიცია იმ ნაწილში მკაფიოა, რომ არჩევნები არ არსებობს და მასში მონაწილეები ივანიშვილის სპექტაკლს დგამენ.
.
როგორც ჩანს ხაზარაძე პრობლემად მხედავს და მისი დაქირავებული/ან დაქირავების მსურველი სპიკერები, ჩემს თავდასხმას ელიან, რომ ხაზარაძეს ბრძოლის ილუზია შეუქმნან და ანაზღაურება მიიღონ - ითხოვენ პირდაპირ და სახელობითად ხაზარაძის ტელევიზიაში ჩემს ყურადღებას, რათა "შემერკინონ" - თავი გაწირონ მამუკასთვის (ის ციხეში ხო უყურებს)
![]() გადაშენების პირას მყოფი დინოზავრები ხართ და რამედ რომ ვარგოდეთ, ბიძინა არ გამოგაძევებდათ
![]() .
ამ ბრძოლას ჩვენ მოგვაგებინებს სიცხადე და თანმიმდევრულობა.
რაც სწორია სწორია.
რაც არასწორია - არასწორია.
"თუ არასწორიც სწორია, და არასწორსაც არაუშავს, მაშინ - არაუშავს და იყოს სტატუს კვო"! - აი ამას ფიქრობს პოლიტიკური დისკუსიის შემყურე სტატუს კვოს ამომრჩეველი.
იმ პროპაგანდისტულ დეზინფორმაციულ ნიაღვარს, რაც ჩვენ წინააღმდეგ იღვრება მრავალი არხიდან, ჩვენი მხრიდან მოერევა მხოლოდ გამჭოლი სიცხადე და სამხედრო თანმიმდევრულობა!
ყველა ვითომ "მშვიდობის მტრედი" ხართ ან კორუმპირებული, ან გულუბრყვილო. ამ ბრძოლას არც ერთი თვისება გამოადგება, არც მეორე.
.
197 შეფასება არ არის
|