მხატვრობა დიადი მხატვრების უცნაურობები, რომელთა შესახებ არ იცოდით გუშინ, 12:04 სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.
![]() “მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას. ადამიანები, დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს, ხშირად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსზრებები აქვთ, რაც ხშირად გამხდარა ცხარე კამათის მიზეზი. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს, საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრება აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას; სხვების აზრით, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა; ზოგს მიაჩნია, რომ ნახატი იდეებს უნდა ასახავდეს; ნაწილს კი მხოლოდ სურათებით ტკბობა სურს. გენიოსობა არ არის მარტივი ტვირთი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მსუბუქი ხასიათით, არაჩვეულებრივი ჩვევებითა და უნიკალური შესაძლებლობებით. ჰოდა, არც დიადი მხატვრები არ ყოფილან გამონაკლისები და მათაც ჰქონდათ სპეციფიკური და მავნე ჩვევები. მოდით, გავიგოთ, რა უცნაურობებით გამოირჩეოდნენ დიადი მხატვრები. დიადი მხატვრების უცნაურობები, რომელთა შესახებ არ იცოდით1. მიქელანჯელო. ![]() გენიალურმა მოქანდაკე, მხატვარმა და არქიტექტორმა მიქელანჯელო ბუონაროტმა მოახერხა და დაგვიტოვა არაერთი შედევრი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს. ის ღრმა მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა დღემდე მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროა. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება ნიჭიერ ოსტატებში, მასაც ჰქონდა გარკვეული უცნაურობა. ![]() მიქელანჯელო მარტოხელა იყო და მთლიანად ჰქონდა თავი მიძღვნილი თავისი საქმიანობისთვის. მისთვის რთული იყო ხალხთან კომუნიკაცია, მხატვრებთანაც კი. ბოლოდროინდელმა კვლევემა აჩვენა, რომ მხატვარს ჰქონდა ასპერგერის სინდრომი. (ასპერგერის სინდრომი - განვითარების დარღვევა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები) შესაძლოა, სწორედ ეს დაავადება დაეხმარა მას სამყარო დაენახა სულ სხვა კუთხით. ![]() მიუხედავად მაღალი შემოსავლებისა, მხატვარს არ უყვარდა კარგად ჭამა-სმა და თავის მოვლა. ის იკვებებოდა მხლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მცირე ულუფებით და ეძინა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. შხაპსაც ძალიან იშვიათად იღებდა და ეს ჩვევა მხატვრამა მამის მითითებით შეიძინა. ბავშობიდან უნერგავდა მამა, რომ ხშირად დაბანა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მხოლოდ სველი ჩვრით გაწმენდა, სრულიად საკმარისია. ბუონაროტის მამა 89 წლის გარდაიცვალა, ხოლო თავად მიქელანჯელო 88 წლის ასაკში. საინტერესოა, რამ შეუწყო მათ ამ ასაკამდე სიცოცხლეს ხელი, უჩვეულო დამოკიდებულებამ პირადი ჰიგიენის მიმართ თუ კარგმა გენებმა? 2. ანრი მატისი. ![]() ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი. მან ხატვა, პრაქტიკულად შემთხვევით დაიწყო. 20 წლის ასაკში მას ჰქონდა აპენდიციტის შეტევა, ხოლო ოპერაციის შემდეგ კი გარკვეული დრო სრული რეაბილიტაციისთვის, სახლში უნდა გაეტარებინა. მხატვრის დედამ გადაწყვიტა შვილის დღეები გაეფერადებინა და საღებავები და ფერწერისთვის საჭირო, სხვა ნივთები უყიდა. მატისი ისე გაიტაცა ხატვამ, რომ მალევე ხატვის სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა ამ ამბავს წარმატება მაშინვე როდის მოჰყვა, მხატვარმა მხოლოდ 40 წლის ასაკში მოახერხა საკუთარი ნიჭის დემონსტრირებით სტაბილური შემოსავალი ჰქონოდა. გარკვეულ მომენტში, მატასი შეიპყრო სიბრმავის შიშმა და დაიწყო ვიოლანჩელოზე დაკვრის სწავლა, რათა დაბრმავების შემთხვევაში შესძლებოდა ქუჩის მუსიკოსად მუშაობა და ოჯახის ამ გზით რჩენა მაინც. ![]() მხატვარს ჰქონდა ქორნიკული დეპრესია და გამუდმებით სწრაფვა მისკენ. "მხატვარი ტილოებს ქმნის შინაგანი ტკივილის გამო, თუმცა როდესაც ხალხი შეხედავს ჩემს ნახატებს, მინდა თავი იგრძნონ მშვიდად და ბედნიერად, ჩემი ტილოები მარტივი და გასაგები უნდა იყოს" - ამბობდა მატისი. სიცოცხლის ბოლო წლები მხატვარმა ეტლში გაატარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი სამიქნობისთვის, ის კვლავ განაგრძობდა ხატვას მეტად უჩვეულო მეთოდით, მაკრატლით ჭრიდა ხატვისთვის განკუთვნილ ფრაგმენტებს და დიდი ჯოხის საშუალებით აწებებდა ტილოზე, რომელზეც ხატავდა. 3. ედვარდ მუნკი. ![]() ![]() მუნკი იყო მელანქოლიური ადამიანი, რთული ხასიათით. მის უკან რამდენიმე უცნაურობა შეიმჩნევა: მას არ მოსწონდა ყვავილები სახლში და სძულდა თითების, ფრჩხილების, ყურებისა და ქალის მკერდის ხატვა. ამავე დროს, ის იყო ნიჭიერი მთხრობელი, იუმორის გრძნობით. გარდა ამისა, ნორდიული სილამაზით იყო დაჯილდოებული. მაგრამ ავტოპორტრეტებზე, რატომღაც, მუნკმა წარმოაჩინა თავი ოდნავ უფრო ასაკოვნად, ვიდრე იმ დროს იყო და სახეზე ყოველთვის ჰქონდა მკაცრი, სერიოზული გამომეტყველება. ![]() მუნკი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა უყვარდა ნორვეგიელი, ლამაზი და მდიდარი ქალი ტულა ლარსენი. მათი ურთიერთობა სავსე იყო სკანდალებით. ერთი ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი კამათის დროს, ტულა თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ხოლო როდესაც მუნკმა სცადა მისი შეჩერება და იარაღის წართმევა, შემთხვევით ხელში ისროლა. ისინი დაშორდნენ, მხატვრის ფსიქიკური მდგომარეობა კი შეირყა: შეიძინა ნერვული აშლილობა და გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული, რასაც ფისქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა მოჰყვა. 1918 წელს მხატვარი დაინფიცირდა ესპანური გრპით H1N1 (იგივე ღორის გრიპი), თუმცა მისი კარგი და ძლიერი იმუნიტეტის წყალობით, სიკვდილს გადაურჩა და დანარჩენი სიცოცხლე საკუთარ ვილაში მარტომ გაატარა. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. 4. ედგარ დეგა. ![]() ![]() იგი ცნობილი გახდა მოცეკვავეების ტილოებით. ფილიგრიელმა იცოდა როგორ გადმოეტანა მათი სილამაზე და მოძრაობების სიზუსტე, ამავე დროს წარმოეჩინა დეტალურად კულუარული სამუშაოების სირთულე და ყოველდღიური რუტინა. თუმცა, ჰქონდა თუ არა პირადი ურთიერთობები ბალეტის მოცეკვავეებთან, ამასთან დაკავშირებით მის პირად ცხოვრებაზე ჩანაწერები არ მოიპოვება. ![]() 80 წლის ასაკში ედგარ დეგამ ფართო აღიარება პოვა. მისი ნახატები გიჟურ ფასებად გაიყიდა. ის იშვიათად ტოვებდა სახლს. ამბობენ, რომ მის კარს ჰქონდა სპეციალური ჩამკეტი, რომელსაც მხატვარი მე-2 სართულიდანაც კი აღებდა, თუმცა მისი კარი ყველასთვის როდი იღებოდა. 115 2-ს მოსწონს
|