x
მეტი
  • 27.07.2025
  • სტატია:143555
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515488
„ვწყვეტ „ლელოსთვის “მოღალატის ძახილს! არასწორია მამუკას ეგო ახლა!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
image

.

ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ტვ პირველის ერთერთი წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლელო-ს მოღალატეს აღარ დაუძახებს და არჩევნებში მონაწილეობის გამო ამ პარტიას აღარ გააკრიტიკებს. ამის შესახებ ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მიზეზებს განმარტავს. არგუმენტად კი ის გარემოება მოჰყავს, რომ ძალისხმევა ჯობია ხელისუფლების საბრძოლველად დახარჯოს.

.


ნანუკა ჟორჟოლიანი:

გუშინ, ბათუმში იხსენებდნენ ქოცებთან ბრძოლაში ირაკლი კუპრაძის როლი, მნიშვნელობა, თავგანწირვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო.

მისი პოლიტიკური ოპონენტი მიყვებოდა ამას. მეც გავიხსენე, როგორ მქონდა ირაკლის იმედი მაშინ როცა გვცემდნენ, გვითვალთვალებდნენ. თუ სანდო ადამიანი მჭირდებოდა ირაკლი იყო ერთ-ერთი ვისაც ვურეკავდი.

.

მე მჯერა რომ ირაკლი არ გაყიდულა. ისევე როგორც ვფიქრობ რომ ახლა, არჩევნებში შესვლა ღალატია. მხოლოდ ადამიანების არა, მნიშვნელოვანი პროცესების ღალატი.

.

მე მჯერა რომ პრობლემა და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების მთავარი იარაღი, ოპოზიციის ლიდერების არასწორი ეგოებია.

არასწორი იყო იმ ადამიანების ეგოები, რომლებიც მიშასთან დატოლების გამო არჩევნებამდე არ გაერთიანდნენ. პირველობა უნდოდათ. არასწორია მამუკას ეგო ახლა, როცა არ უნდა სხვას გაყვეს და ჰგონია, ამ გზით საკუთარ მოედანს გაიკეთებს, რადგან მასაც პირველობა უნდა.მგონი, ვინც ერთობისთვის იბრძოდა, როგორც ვიცი და თუ ვცდები შემისწორეთ, ჯაფარა იყო და მიშა ციხიდან ამბობდა რომ დათმობდა ყველაფერს, ოღონდ ერთობა შემდგარიყო.რატომ ვყვები ამას.

.

არავინაა უცოდველი ამ პროცესებში და ყველა გადაიხდის არასწორი ეგოს ფასს. მათ შორის ლელოს ლიდერებიც და სამწუხაროდ ჩვენც ძალიან დაგვაზარალებენ, ქვეყანას უფრო სწორად, მაგრამ მათი გადასახდელი ფასიც უფრო ძვირი იქნება.მე ვწყვეტ ლელოსთვის მოღალატის ძახილს. მირჩევნია ეს დრო და ენერგია ქოცებზე დავხარჯო და არ დავეხმარო სხვას ისევ პირველობისთვის ბრძოლაში.ამ პროცესებში მაინც ის გაიმარჯვებს ვინც მეთი არა, ხელმძღვანელობს “ჩვენ” მორალით.და ისევ ირაკლის მინდა დავუბრუნდე, ადამიანურად ძალიან მიტყდება იქეთ რომ რჩები, რადგან მართლა მგონია რომ ღირსეული თანამბრძოლი იყავი.

.

არ მისცემს ამომრჩეველი ხმას, ამიტომაც იქნება მწარე ის ფასი, რომელსაც გადაიხდიან... თანამდებობები არ ვიცი რამდენად, არა არა. ეს სხვა შიდა ამბავი უფროა. ირაკლი კუპრაძის მარშზე ბოლოს იძახდნენ, თავისუფლება მიშას. ეს ვარაუდია:) ჩემი პირადი ვარაუდი. გაყიდვაზე უფრო მეტად, მგონია რომ მამუკას მიყვება ბოლომდე და ამის ფასი, რომელსაც გადაიხდის ძალიან ძვირი იქნება.. არსებობს პოლიტიკაში ადამიანი, რომელსაც “ერთხელ” სახელი არ გაუტეხია --- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0