საზოგადოება „ხაზარაძე ხდება დამარცხებულებში ქურდი და არჩევნების შემდეგ უფროსობანას თამაშს დაიწყებს“ - ჩერგოლეიშვილი გუშინ, 8:36 ![]() გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსებიდან: .
კიკნაძე ოპოზიციის ნაწილს: თვითმმართველობის არჩევნებს რომ წააგებთ, მერე რა ხდება?
რა ხდება და ხაზარაძე ხდება დამარცხებულებში
ქურდი და თამაშობს უფროსობანას.
.
რამდენი სათნო ჩმორი ალაპარაკდება ახლა, რომ ვიღაც სოვდაგარი თავზე რომ
გაჯვამს, შენ "ერთობა უნდა შეინარჩუნო"
![]() დავთვალოთ.
.
ლელოს ხალხი ვინც ხართ, ჯერემი როზნერს წააკითხეთ რაც
დავწერე. ის მიხვდება, რას ვამბობ და აუხსნის მამუკას - თუ მაგასაც მორჩილებაში არ უხდის...
.
სად იყო ხაზარაძე, მე რომ სააკაშვილს დიდგორული პოპულიზმის გამო ვამხობდი.
ბოლო პირადი თავპირისლეწვა ამაზე მქონდა - ამ უგემოვნო და არაფრისმომცემ პოპულიზმზე
![]() რაღა დროს 2016 წლის ჩხუბებია თქვე დინოზავრებო.
.
სალომე სამადაშვილი და კოკა კვირკველია ამტკიცებენ, რომ ბიძინას დაფინანსებას მოიპოვებენ პროტესტის მონაწილეები, რომ მოინდომონ და მათსავით ხვითოები იყვნენ
.
* * *
.
ინტერნეტმა სოციალურმა მედიამ ამომრჩევლის ქცევა რადიკალურად შეცვალა.
თუკი ადრე, ამომრჩეველი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, პასიური პირი იყო, რომელიც ოჯახთან ერთად ტელევიზორთან იკრიბებოდა და ავტორიტეტებს ცალმხრივად უსმენდა, დღეს ის თვითონაა მოქმედი პირი - პოულობს ამ პოლიტიკოსებს სოციალურ მედიაში - ეთანხმება, ეკამათება, აგინებს, დასცინის ...
საინფორმაციო ასიმეტრია მოიშალა.
ავტორიტეტები იმ ფორმით აღარ არსებობენ, რა ფორმითაც არსებობდნენ. "ხალხს ყველაფერს დააჯერებ თუ ტელევიზორიდან ეტყვი" აღარ მუშაობს საინფორმაციო ქაოსში.
.
პოლიტიკური ელიტები ამ ცვლილებებს ჯერ ვერ აყვნენ და დისკრედიტირდნენ.
ფასი დაედო ავთენტურობას/ბუნებრივობას, იმიტომ რომ სოცმედია გამჭვირვალეს გხდის და სიყალბეს ამხელს - სჯობს ნაკლი გამოაჩინო, ვიდრე ითვალთმაქცო - მაინც გაგადღნავენ.
.
გარკვეულწილად ამანაც განაპირობა ანტისისტემური, რადიკალი და არაორდინარული პოლიტიკოსების გამარჯვებების ტალღა დემოკრატიულ სამყაროში - საინფორმაციო ქაოსის გარღვევას და თავის დამკვიდრებას სხვა უნარები დასჭირდა, რაც ძველი თაობის პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ, ან როგორც ყველა ჩვეულებას, რჯულზე რთულად იშორებენ.
ეს ყველაფერი ჩვენმა დინოზავრმა პოლიტიკურმა კლასმა არ იცის - ცოდნის შეძენა არ უყვართ.
.
ამიტომ მდევნიდნენ განსაკუთრებული შემართებით, იმის იმედით რომ გავქრები "არაკონსენსუალური, უკონტროლო ბაცილა/ ვირუსი".
სინამდვილეში, დაბადებიდან "პანკი" ვარ - trouble maker-ი ვარ ღრმა ბავშვობიდან. მეინსტრიმთან დაპირისპირება ჩემთვის ნოყიერი ნიადაგია რომ გავძლიერდე და გავიფურჩქნო.
.
ამიტომ, ჩემთვის ძალიან მოსაწყენია რომელიმე პლატფორმის ნაწილად ყოფნა და ამას თუ ვთანხმდები, მხოლოდ და მხოლოდ საერთო საქმეზე პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ნებისმიერ ასეთ ერთობაში, დიდ ძალისხმევას ვდებ, რომ უქმად არ ჩაიაროს ჩემმა "განწირულმა სულისკვეთებამ" და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა ოხრად არ დამრჩეს.
ასე ვიქცეოდი პლატფორმაზეც.
.
ანუ, თუ რაიმე ერთობაში ყოფნას ვთანხმდები, ესე იგი იმ ერთობაში პოტენციალს ვხედავ, ამიტომ მინდა ის ერთობა მინდა წარმატებული იყოს, აზრიან და გემოვნებიან პროდუქტს დებდეს... ჩვენს სახელთანაცაა დაკავშირებული და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ხალხის წინაშე.
როცა ვხედავ, რომ ვიღაც მამრი, რომელსაც ქალი ადამიანის მოსამსახურე მეორეხარისხოვან არსებად მიაჩნია და მაქსიმუმ, ძაღლივით ჩიფსები აჭამოს, ეროვნული ინტერესებისთვის პოტენციურად უძვირფასეს პროდუქტს, უდიერად ექცევა და ზიანს აყენებს - მე ეს ძალიან მაბრაზებს და პრედატორის განადგურებას ვიწყებ.
ანუ არავის გეწყინოსთ, ასეთი ბუნება მაქვს - ვინც ჩვენთვის ძვირფასს
აზიანებს, ვაზიანებ.
.
პლატფორმა ეროვნული ინტერესებისთვის პოტენციურად უძვირფასეს პროდუქტად მიმაჩნია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ პერსონად, რომელსაც მისი სტატუსი შესაძლებლობას აძლევს სრულიად განსხვავებული, ერთმანეთის მოძულე პარტიები ერთ სივრცეში დაგვსვას, საერთო ამოცანებზე გვამსჯელოს ... სხვას ეს უნარი არ გააჩნია.
.
მხოლოდ პლატფორმის არჩეული გზა მიმაჩნია რეჟიმის მოშორების სწრაფ გზად და რადგან რეჟიმის მოშორება მეჩქარება - ამიტომ ვთანხმდები გიგი წერეთელთან და ხაზარაძესთან ერთად, ერთ სივრცეში ყოფნას.
.
თუ პლატფორმა გამოუსწორებლად დაზიანდა, დანარჩენებმა იკითხეთ.
ჩემთვის ანტისისტემურობა ბუნებრივი ჰაბიტატია - აქ ვიფურჩქნები, ასე ვიზრდები, საპატრიარქოსთან, ივანიშვილთან, სააკაშვილთან, კეზერაშვილთან დაპირისპირებამ დამოუკიდებელი წონა შემძინა.
ხაზარაძესთან დაპირისპირება ჩვენი პარტიის ზრდის აქსელერაციას მოახდენს.
ანუ ფრთხილად იყავით, ისე არ ქნათ, რომ ეროვნული ინტერესები გამოუსწორებლად დააზიანოთ, თავად ბიძინასთან მარცხის გზას გაუყვეთ და სანამ ბიძინასთან მარცხდებით, მე წონა ისე გავიზარდო, რომ რაც ახლა გეკუთვნით, წესიერად რომ მოქცეულიყავით, ისიც უკან დაგრჩეთ.
ანტისისტემური პოლიტიკოსების ეპოქაა მეგობრებო.
.
130 შეფასება არ არის
|