x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135079
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509427
ჩერქეზთა გენოციდი და რომელია ის ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში პირველმა აღიარა მათი გენოციდი?
image

160 წლის წინ, 1864 წლის 21 მაისს სოჭის მახლობლად რუსეთის იმპერიამ ჩერქეზებთან ომი დაასრულა.სადაც რუსეთის იმპერიამ დაამარცხა უბიხები. რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად 21 მაისს გენერალმა გრაბბემ მოაწყო სამხედრო აღლუმი იმ ადგილას, რომელსაც დღეს კრასნაია-პოლიანა ეწოდება.


დღეისთვის ჩერქეზთა გენოციდის დღე, ასევე კავკასიის ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე — აღინიშნება ყოველი წლის 21 მაისს.


თანამედროვე რუკაზე ჩერქეზეთს ვერ იპოვით. სახელწოდებით მასთან ყველაზე ახლო მყოფი, ყარაჩაი-ჩერქეზეთია, რომელიც ჩერქეზთა ისტორიულ საცხოვრებელს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. აქ, თავის დროზე გასახლებული ჩერქეზების შთამომავლები, დღესდღეობით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს თუ შეადგენენ.



პოლიტიკურად ერთიანი არასოდეს ყოფილა, თუმცა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. მათზე ინფორმაციას მხოლოდ ფრანგი, ინგლისელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი მოგზაურების წიგნებიდან თუ ამოვიკითხავთ ან ძალიან ძველ რუკებზე ვნახავთ.



ჩერქეზები ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსებს – 1763 წლიდან 1864 წლამდე – უფრო მეტხანს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩრდილოკავკასიელი, მათ შორის, ჩეჩნები.


რუსთა მიერ, ჩერქეზების ჩრდილო კავკასიიდან გასახლება, დაიწყო ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე ვიდრე დამთავრდებოდა რუსეთ-ჩერქეზეთის ომი. გენოციდმა და ეთნიკურმა წმენდამ ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო 1867 წელს. გადასახლებულები ძირითადად მოიცავდნენ ეთნიკურ ჩერქეზებს (ადიღელებს), უბიხებს, აფხაზებსა და აბაზებს.


უცნობია დეპორტირებულთა რიცხვი, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი შეიძლება რამდენიმე ასეულ ათასსაც კი აღწევდეს. როგორც ჩანს ჩერქეზ ხალხთა დეპორტაცია შემდეგნაირად მიმდინარეობდა. რუს ჯარისკაცთა მიერ გარშემორტყმულ აულებს ჩერქეზები იძულებით ტოვებდნენ და მიემართებოდნენ რუსული პორტებისაკენ, რომლებიც განლაგებული იყო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. პორტებში მათ ხვდებოდათ თურქული ხომალდები რომლებსაც ოსმალეთის იმპერია უზრუნველყოფდა. ამ ხომალდებით ისინი ტოვებდნენ კავკასიას და მიემართებოდნენ თურქეთის შავიზღვისპირა პორტებში. აშკარაა რომ რუსების მთავარი მიზანი იყო განედენვნა მათთვის არასასურველი კავკასიელი მთიელები თავიანთი მიწებიდან


91 წლის ნაფსაუ იაბარაქხუ ჰანსაქხუ ამბობდა: „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და ქალის თმისგან ყვავები ბუდეს იკეთებდნენ, შვიდი წელი ზღვა ადამიანის თავის ქალას საზამთროსავით ისროდა ნაპირზე. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე“.



ამ ტრაგედიაზე და გენოციდზე თვითმხილველი ი. დროზდოვიც წერდა: „საზარელი სურათი გადაგვეშალა თვალწინ – გზა მოფენილი იყო ბავშვების, ქალების, მოხუცების დაგლეჯილი, ძაღლებისგან ნახევრად შეჭმული, გვამებით; შიმშილითა და სნეულებით დასუსტებულ გადასახლებულებს, ძლივს რომ დალასლასებდნენ, და წაქცეულებს ჯერ კიდევ ედგათ სული, დამშეული ძაღლები უღებდნენ ბოლოს. დანიშნულების ადგილამდე ნახევარმაც ვერ ჩააღწია. ამგვარი უბედურება და ამგვარი მასშტაბებით იშვიათად თუ უნახავს კაცობრიობას“.



რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახით შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%-ზე ბევრად მეტი. სამხედრო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად იქნა განადგურებული, ან სამშობლოდან განდევნილი ჩერქეზული მოსახლეობის 90%-ზე მეტი.


საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო დადგენილება, რომლითაც გენოციდის აქტად აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის „მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“. გადაწყვეტილებით, რომელიც 95 ხმით ერთხმად იქნა მიღებული, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა.


მთავარზე:"მთიელები ტოვებენ აულს", მხატვარი პეტრე გრუზინსკი, 1872.

0
541
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0