x
მეტი
  • 02.06.2024
  • სტატია:135062
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509417
ბიანკა ცენსორის ფოტო პლასტიკურ ოპერაციამდე და შემდეგ: რა დამართა გოგონამ თავს ქანიეს გამო

image


მოდელი და არქიტექტორი საზოგადოებრივ ადგილებში არა მხოლოდ სიშიშვლის სიყვარულით არის ცნობილი. ის, რომ მას არაერთი ქირურგიული ჩარევა აქვს გაკეთებული იცის ყველამ. დღევანდელ სტატიაში მოგიყებით კონკრეტულად სხეულის რომელ ნაწილზე აქვს დიზაინერს ქირურგიული ჩარევა გაკეთებული. დღეს, ბიანკა ცენსორის შესახებ უფრო ხშირად ვსაუბრობთ, ვიდრე რეალითი შოუს სკანდალურ ვარსკვლავზე - კიმ კარდაშიანზე. ამ ორ ახალგაზრდა ქალს ერთმანეთთან არა მხოლოდ ქანიე უესტთან ურთიერთობა, არამედ საკმაოდ შთამბეჭდავი ფიგურა და იდენტური გარეგნობაც აკავშირებთ. ორივე მათგანს აქვს მრგვალი თეძოები, წვრილი წელი, სახის თხელი ოვალი და სავსე ტუჩები. აი, რაც შეეხება მკერდის ზომას, ამ შემთხვევაში ბიანკა კიმს ერთმნიშვნელოვნად უგებს.


image



ჯერ კიდევ 2023 წელს ცენსორის ძველ ფოტოებს ყველა ერთხმად განიხილავდა, მაშინ "Daily Mail"-ის ჟურნალისტებმა მისი საარქივო ფოტოები გააზიარეს, რომლებიც მათ ტემპერამენტიანი შავგვრემნის სკოლის ერთ-ერთმა მეგობარმა უჩვენა. გოგონას თქმით, ბიანკას ყოველთვის ჰქონდა საკმაოდ დიდი მკერდი. "მას ახლა უკვე სხვანაირი ცხვირი, სახე და დუნდულები აქვს. ერთადერთი, რაც მის გარეგნობაში საერთოდ არ შეცვლილა მისი მკერდია", - აცხადებდა მაშინ ბიანკას მეგობარი.

image


მკერდი მართლაც ხელუხლებლად გამოიყურება, მაგრამ ის, რომ ბიანკას ახლანდელ გარეგნობაზე ერთზე მეტი სპეციალისტი მუშაობდა ეს - ფაქტია. მოდით, ვნახოთ რას ამბობს, მისი ფოტოების ნახვის შემდეგ ერთ - ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი. პირველი რაც მედიკოსმა შენიშნა გოგონას წარბები იყო. ბიანკას ზოგიერთ ფოტოზე ისინი ოდნავ მაღლაა განლაგებული, რაც შესაძლოა მაკიაჟის ეფექტის გამოც იყოს, ამიტომ ენდოსკოპიური კორექცია საეჭვოდ რჩება.


imageimage


ბიანკას ბუნებრივად დიდი მკერდის შესახებ ზემოთ გამოთქმულ აზრს კი პლასტიკური ქირურგი უყოყმანოდ ეთანხმება. ექიმის აზრით, ბიანკას ქირურგიული ჩარევა სხეულის კონტურებზეც ჰქონდა. ეს მისი აზრით, შესაძლოა ყოფილიყო ლიპოსკულპტურა დუნდულოების ლიპოფილინგით.


image



ქირურგის თქმით, წელიდან თეძოებისკენ გადასვლა საკმაოდ გამოხატულია, რაც ლიპოსკულპტურული ჩარევის ნიშანია. მიუხედავად მისი მსოფლიო პოპულარობისა, ბიანკა ცენსორის შესახებ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის.


image


რომ შევაჯამოთ ბიანკა ცენსორის ფოტოები პლასტიკურ ოპერაციამდე და შემდეგ ცხადად ჩანს რომ მოდელს ცხვირი აქვს გაკეთებული, წელი დაწვრილებული და დუნდულები გადიდებული. ბიანკა ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, ამიტომ სხვა მანიპულაციები მას სავარაუდოდ ჯერ კიდევ წინ ელოდება. როგორც მისი ფოტოებიდან ჩანს, ქანიე უესტის ამჟამინდელი ცოლი დეკორატიულ კოსმეტიკას თითქმის აღარ იყენებს და ძირითადად, "შიშველ" სახეს ამჯობინებს. გოგონას ფიგურაზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბიანკას ახლანდელი გერეგნობა როგორც თავად მას, ასევე ქანიესაც მოსწონს ძნელია უარყო. სხვანაირად აბა, როგორ ავხსნათ მისი ნახევრად შიშველი "ლუქები"?


image


მიუხედავად მისი მსოფლიო პოპულარობისა, ბიანკა ცენსორის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის რომ ბიანკა წარმოშობით მელბურნიდან არის, რომლის ნათესავებსაც მაფიასთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი აქვთ. უნივერსიტეტში სწავლისას გოგონამ არქიტექტურის სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მუშაობა ქანიე უესტის ბრენდში დაიწყო, მალევე კი მის ფლობელთან რომანიც გააბა. 2023 წლის შემოდგომაზე ინტერნეტში წყვილის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ვირუსივით გავრცელდა.


P.s. ბიანკა ცენსორის ფოტოები პლასტიკურ ქირურგიამდე და შემდეგ ნახეთ ქვემოთ წარმოდგენილ გალერეაში.


imageimageimageimageimageimageimageimageimage











0
457
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
457