x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509391
9 პოპულარული მითი იაპონიის შესახებ, რომლისაც რატომღაც დღემდე სჯერათ

რა მითები და სტერეოტიპები იცით იაპონიის შესახებ? ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლებს უწოდებენ მოწესრიგებულებს, შრომისმოყვარეებს, არსებობს სხვადასხვა სტერეოტიპები მათ განათლების სისტემასა და სპორტის სიყვარულზე, რა არის აქედან ნამდვილი?image

მითი 1: იაპონელ ბავშვებს ნებადართული აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი და 5 წლამდე ისინი ნამდვილი მეფეებივით არიან

ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აქ ბავშვებს ბევრი რამის კეთების უფლება არ აქვთ. მშობლები გამუდმებით ეუბნებიან შვილებს: თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ნუ ატეხთ ხმაურს, ეს საშიშია, არ წახვიდეთ იქ, არ შეეხოთ, არ ჩაერიოთ...image

მითი 2: მიკროტალღური ღუმელები აკრძალულია იაპონიაში, რადგან ისინი იწვევენ კიბოს.

ესეც ტყუილია. ყველა სახლში, ყველა მაღაზიაში არის მიკროტალღური ღუმელი და იაპონელები მას მუდმივად იყენებენ.image

მითი 3: იაპონიაში უსახლკარო ხალხი არ არის

ისინი არსებობენ, მაგრამ 2019 წლის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 4000-მდე ადამიანი იყო, უსახლკაროები ფულს იშვიათად სთხოვენ ვინმეს, როგორც წესი მუშაობენ კიდეც.image

მითი 4: ყველა იაპონელი გარყვნილია

ასეთები რომც იყვნენ, ამას საგულდაგულოდ მალავენ. და საცვლების სავაჭრო ავტომატები იშვიათია, შესაძლოა ისინი ტოკიოში არსებობს და, სავარაუდოდ, მხოლოდ ტურისტების გასართობად.
image

მითი 5: იაპონელი ქალები ძალიან დამყოლები არიან

ძველ ფილმებში ქალებს რეალურად ასე აჩვენებდნენ. თუმცა, თანამედროვე იაპონიაში ყველაფერი ქალების ხელშია: ფინანსები, ყოველდღიური ცხოვრება და მათ შეუძლიათ ნებისმიერი მამაკაცი “ადგილზე მოსვან".image

მითი 6: იაპონელებს არ შეუძლიათ რძის დალევა, რადგან ყველას აქვს ლაქტოზას აუტანლობა.

ეს უფრო ხშირია ჩინელებში. იაპონიაში, საბავშვო ბაღებშიც კი რძით კვებავენ ბავშვებს.image


მითი 7: იაპონელები ყოველ დღე მიირთმევენ თევზს

თევზის გარდა, აქ ბევრი სხვა საკვებია. მას ძირითადად კვირაში რამდენჯერმე ჭამენ, ეს ყველაფერი სეზონზეა დამოკიდებული, მაგრამ აუცილებლად არა ყოველდღე.image

მითი 8: ტექნოლოგიების თვალსაზრისით, იაპონია უსწრებს დანარჩენებს

ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, არის მაღაზიები, სადაც მხოლოდ ქეშად იღებენ თანხას და ბარათს არ ატარებენ.image

მითი 9: ყველა იაპონელს უყვარს სუმო

კიდევ ერთი მცდარი წარმოდგენა. სუმო ყველასთვის არ არის უფრო ხშირად იაპონელები უპირატესობას ანიჭებენ ბეისბოლს, ფეხბურთს, ცურვას და სირბილს.image






0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0