x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135030
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509393
ყაზახეთის ეკონომიკის ექს-მინისტრს საკუთარი ცოლის წამებით მკვლელობის გამო 24 წელი მიუსაჯეს
image

ყაზახეთის ეკონომიკის ექს-მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა შელაპარაკების ნიადაგზე, საჯაროდ, საკუთარი ძმის რესტორანში სასტიკად სცემა საკუთარი ცოლი, რომელიც უგონო მდგომარეობაში ჯერ საპირფარეშოში შეათრია თმით, შემდეგ სასტუმროში ისე გადაიყვანა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი თავის ქალის ძვლის მოტეხილობით და თავის ტვინის მძიმე დაზიანებების გამო სასტუმროშივე გარდაიცვალა.



ეკონომიკის ექს-მინისტრს ადრეც ჰქონდა კანონთან სერიოზული პრობლემები, როცა მილიონობით დოლარის ბიუჯეტიდან "მოტეხვის" გამო ციხეში აღმოჩნდა, თუმცა გავლენიანი ოჯახის და ნათესავების წყალობით მალევე შეიწყალეს და ციხე სასჯელის ვადის მოხდამდე დიდი ხნით ადრე დატოვა.
2022 წელს მან გაიცნო და რელიგიური წესით დაქორწინდა სალტანატ ნუკენოვზე.

imageimage
ბიშიმბაევს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა შვილი რომელიც მასთან იზრდებოდა, ბიშიმბაევის პირველი ცოლის თქმით ბიშინბაევის მიერ მოკლულ სალტანატს მის შვილთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. ზოგადად სალტანატს ყველა ახასიათებს, როგორც უკიმფლიქტო და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელსაც უწევდა აუტანელი ხასიათის მქონე მეუღლის საქციელის ატანა.

ბიშიმბაევი სასამართლოზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მან მართალია ცოლს ერთხელ ჩაარტყა თავში და ის დაეცა, მაგრამ მას ეგონა, რომ ცოლი განზრახ არ დგებოდა მის შესაშინებლად, სწორედ ამიტომ მოკიდა თმაში ხელი, შეიყვანა (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა შეათრია, რადგან სალტანატი უგონო მდგომარეობაში იყო), სახეზე წყლის შესხმამ, რომ ვერ უშველა ცოლი ისევ თმაში ხელჩავლებული მიათრია მანქანამდე, მიიყვანა სასტუმროს ნომერში, სადაც სალტანატი ისე გარდაიცვალა ქმარს სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებია.


მეტიც, მან დაურეკა საკუთარ ძმას და სთხოვა წაეშალა მის რესტორანში მომხდარის ვიდეო კადრები სათვალთვალო კამერების მონაცემთა ბაზიდან, გარდა ამისა გადამალა რძლის გასისხლიანებული მობილური და ტანსაცმელი.
რესტორანში მომხდარზე დაუფარავად ისაუბრეს მოქალაქეებმა, რომლებიც შეესწრნენ იქ განვითარებულ მოვლენებს, არც ის დაუმალავთ ბიშიმბაევი როგორ ემუქრებოდა მათ, თუ მის პირად საქმეში ჩაერეოდნენ ან სამართალდამცველებს გამოიძახებდნენ.



"ის შეურაცხადივით იქცეოდა, ჩვენს მცდელობაზე გამოგვეძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ბიშინბაევმა მუქარით გვიპასუხა, რომ მისი კავშირებიდან გამომდინარე ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევდა თუ სასწრაფო დახმარებას ან სამართალდამცველებს გამოვიძახებდით"-ერთხმად საუბრობდნენ თვითმხილველები ბიშინბაევის ქმედებებზე.


"ის თავში გამეტებით ურტყამდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც უგონოდ დავარდა იატაკზე, მიუხედავად ამისა მას ახალგაზრდა ქალისათვის არანაირი დახმარება არ გაუწევია და არც ჩვენ მოგვცა ამისი უფლება, თმით გაათრია ახალგაზრდა ქალი საპირფარეშოში, იქიდანაც თმით გამოათრია"-განაცხადა რამდენიმე თვითმხილველმა.


ასტანას სასამართლომ გამოძიების დამთავრების შედეგებიდან გამომდინარე და თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით ყაზახეთის ეკონომიკის ექს-მინისტრს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შეწყალების ან გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების გარეშე.

ბიშიმბაევი სასამართლო დარბაზში.

image

"ის ყოველთვის იყო ალკოჰოლის მოყვარული "მოძველბიჭო" ტიპი დიდი კავშირებით"-აცხადებენ ასტანას მცხოვრებლები, რომლებიც წლების მანძილზე იცნობდნენ ბიშიმბაევს.

imageimageimageimage

+14

0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
104