x
მეტი
  • 23.05.2024
  • სტატია:134844
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509237
"სტუდენტებისგან ხორციელდება სერიოზული სიტყვიერი შეურაცხყოფა მათზე, ვინც ვემხრობით ამ კანონს"-რას წერს თსუ-ს სტუდენტი?
image

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან ხორციელდება სერიოზული სიტყვიერი შეურაცხყოფა მათზე, ვინც ვემხრობით ამ კანონს და არ ვმალავთ ჩვენს პოზიციას. ხოლო განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლიტური უმრავლესობაა. მათ დაჟინებით მოუწოდებენ, რომ ხმა ამოიღონ და დადგნენ პროტესტანტების გვერდით, სტუდენტურ გაფიცვაზე.


ერთადერთი კითხვა მაქვს ამ მოძალადე სტუდენტებთან: - ეს არის თქვენი ევროპული და დემოკრატიული საქართველო?! ასეთი ქვეყნისთვის აწყობთ აქციებს?


ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას ჩვენი უფლებები. ამაზე იმედია ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი მათგანი აბსოლუტური უფლება არაა და ორივეს შეზღუდვა შეიძლება ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, შტურმი და კონსტიტუციურ ორგანოებზე იერიშის მიტანა, არ არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა.


ყველა ადამიანი დაბადებით არის თავისუფალი და სხვა ჩვენი კურსელების ბულინგი, შეურაცხყოფა და დამცირება განსხვავებული აზრისთვის, არ არის ევროპული ღირებულება. ვისაც სურვილი აქვს იაროს ლექციებზე, ვინც პროტესტის ფორმად გაფიცვას იყენებს, ეს მისი უფლებაა და არც მათი დაბულინგებაა სწორი. არჩევანის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია.



ამ პოზიციაზე მე მარტო არ ვარ! უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს ჩემსავით, უბრალოდ, ამ სტუდენტების აგრესიულობითა და განსხვავებული აზრის მიუღებლობით, ბევრი იკავებს თავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან და დროა ეს მიდგომა შეიცვალოს.


დიახ, მე მინდა ევროკავშირის წევრი საქართველო. მე მინდა გაერთიანებული საქართველო!!! მე მინდა სუვერენული საქართველო და ამას აუცილებლად მივაღწევთ იმ მშვიდობიანი გზით, რა გზაზეც მე და ჩემი თანამოაზრეები ვართ.


რევოლუცია, სახელმწიფოს გადატრიალება და პოლიტიკური მიზნებისთვის კონკრეტული სენსიტიური თემების და ახალგაზრდობის გამოყენება, არ არის ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტია სწორედ გამჭვირვალობა და განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა.

მე ასეთი ევროპული საქართველოსთვის ვიბრძვი."-წერს სოციალურ ქსელში სტუდენტი პავლე კახიძე



1
277
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
277
  
რამდენ ხანში ჩასვავენ ამ ბიჭს ოცნების სიაში და შეიყვანენ პარლამენტში? არა,იმის მჯერა რო ბულინგი მიდის,მარა რაც ამ "სტუდენტმა" დაწერა,მდინარაძის ტექსტს გავს.

ორივე მხარის ე.წ. სტუდენტებს ეხებათ,ასეთი გაქანებით მაქსიმუმ ტვალეტში თუ შეხვალთ,თუ ბელადი გიბრძანებთ ამასაც,თორე ხო ვიცი,მიშას და ბიძინის სურვილზე ჩაიფსავთ კიდეც. ვაკვირდები ორივე მხარეს და ეს ქვეყანა(სად არის ქვეყანა თორე) კიდევ კარგად მოვიდა აქამდე. უნივერსიტეტის მთავარი მოვალეობა არის გაზარდოს ისეთი ხალხი,რომელბიც საქმეს გააკეთებენ და ემსახურებიან ქვეყანას,თუმცა უცოდინარი ვერც ერთს იზავს. უცოდინარს კიდევ ეშველება,ბოლოსდაბოლოს ისწავლის,მაგრამ მონას რა ეშველება? თავისუფალ საქართველოში გაიზარდა უფრო მეტი მონა,ვიდრე დაპყრობილ ქვეყანაში იზრდებოდნენ. პრონციპში,დაპყრობილი ქვეყანა გვქვია და უკვე აღარც მიკვირს,რატომ ბომბავს უკრაინას და რატომ გვბომბავდა რუსეთი,თავისი ინტერესის სფეროს ტერიტორიაზე ამერიკელები ჩასახდნენ და აკონტროლებენ ყველაფერს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,არც ისეთი ბუა ჩანს პუტინი,კიდევ ბევრი მოუთმენია. წარმოიდგნეთ,ახალ გავიგეთ ეს ამბავი და იმ კაცმა დიდი ხანია იცის,ხოდა გვბომბავს(პირადად მე არაფერს მერჩის,ამერიკას და მის აგენტებს,თუ არ გამოვ***დები,არც არაფერს დამიშავებს). მექსიკაში რო თავისი მარიონტებები დასვას პუტინმა,რამდენხანში დაბობავს ამერიკა? რაც არ უნდა მოხდეს,მე არ ვაპირებ ბრძოლას რუსებთან,რადგან ამერიკის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ არ წავალ ან პირიქით. საქართველოსთვის შეიძლება,თუმცა სად არის საქართველო? ამ ტერიტორიაზე არსებობდა ასეთი ქვეყანა ერთ დროს,ეხლა ეს ქვეყანა აღარ არსებობს,არც ხალხი. ზოგს უნდა რუსეთი ხმარობდეს,ზოგს კოლექტიური დასავლეთი და ამაში ფულის მიღებას ელოდებიან,ეს ბოზობა არ არის?
0 1 1