x
მეტი
  • 23.05.2024
  • სტატია:134844
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509236
NASA-მ ამერიკელი შეპარდი დაასახელა პირველ ადამიანად კოსმოსში და ამ დროს "დაივიწყა" გაგარინი
image

რუსი ელჩები აღშფოთდნენ ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს ამ განცხადების გამო.


სააგენტოს სოციალურ ქსელში გამოჩნდა შეტყობინება კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენის შესახებ.


NASA-ს პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა ამერიკელი ალან შეპარდი იყო.


image

რუსეთის საელჩომ სამხრეთ აფრიკაში NASA პოსტის ქვეშ კომენტარი დადეს. მათ ამერიკელებს შეახსენეს იური გაგარინი.

image

არა და ცნობისათის ამერიკელი არც კი გასცდენია დედამიწის ორბიტას, თან მისი ფრენა სულ რაღაც 15 წუთს გაგრძელდა და რაც ყველაზე მთავარია, ეს მოხდა იური გაგარინის გაფრენიდან ერთი თვის შემდეგ- - 1961 წლის 5 მაისს.


თუმცა, 2022 წელს, NASA -მ ხაზი გაუსვა იური გაგარინის როლს კოსმოსის ათვისებაში. მაშინ კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა პოსტი ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.


„დღეს აღინიშნება ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღე, 1961 წელს იური გაგარინის პირველი ფრენის საპატივცემულოდ და 1981 წელს პირველი "შატლის" გაშვების საპატივცემულოდ“, - ასეთი განცხადება გააკეთა უწყების პრესსამსახურმა ორი წლის წინ.


იმავე წელს ამერიკელებმა გაგარინის სახელი ამოიღეს "კოსმოსური სიმპოზიუმის" ღონისძიებებიდან


ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Space Foundation-მა გადაწყვიტა, ტრადიციულ ღონისძიებას „იურის ღამე“ დაერქვას ახალი სახელი „კოსმოსური ზეიმი: გაიგე, რა მოხდება შემდეგ“.


კომპანიამ განმარტა, რომ სახელის გადარქმევა გამოწვეული იყო "მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით".


შეგახსენებთ, 1961 წლის 12 აპრილს გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის მალხობლად კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „ვოსტოკ-1“ -ით, ფრენა გაგრძელდა 1 სთ და 48 წთ, რა დორსაც დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „ვოსხოდ-1“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან.

1
314
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
314
  
12 მაისი, 16:18
აააიტ, ცრუპენტელა ამერიკელები, ამით საკუთარ სისუსტეს აჩვენებენ და დასაცინად იხდიან საქმეს.
0 1 1