x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
"ამის წინაპარი მოუძღვებოდა რუსებს 1921 წელს იუნკრების დასახოცად" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მიერ გადაცემა "იმედი LIVE" -ის ეთერში აქციის მონაწილეების შესახებ გაკეთებული უხამსი განცხადების ვიდეოფრაგმენტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და წერს:


"ხალხო ნუთუ პოლიტიკურ პროსტიტუციას ხანდაზმულობა არა აქვს ან პენსია--დასვენება მაინც არ ეკუთვნის? ამის წინაპარი პირდაპირი ხაზით მოუძღვებოდა რუსებს 1921 წელს იუნკრების დასახოცად კოჯორში და ეს ახლა პუტინის პოლიტ--სპეცრაზმის მეთაურ ოლიგარქს უდგას ამბრაზურად. თაობათა ესტაფეტა გრძელდება."- წერს ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი სოციალურ ქსელში.



P.S. ზემოაღნიშნული ვიდეოს სანახავად მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ლინკს


https://www.facebook.com/levan.taturashvili.7/videos/310393462080951


შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" გაიმართა. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი. ადგილზე იყო მობილიზებული როგორც სპეცრაზმი, ასევე რობოკოპებიც.


ცნობისთვის, ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი "აგენტების შესახებ" პირველი მოსმენით 2024 წლის 17 აპრილს დაამტკიცეს. მეორე საკომიტეტო მოსმენა კი ორშაბათს, 09:00 საათზეა დაგეგმილი. პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული არ არის. მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტის მიღების სავარაუდო თარიღი კი 17 მაისია.








0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317