x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134641
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ 10% ახერხებს (პასუხები აქვს)

გამოცანა I


მაგიდაზე 70 ფურცელია. შეგიძლიათ 10 ფურცელი 10 წამში გადათვალოთ. დაასახელეთ მინიმალური დრო, 50 ფურცლის გადასათვლელად?


გამოცანა II


დაასახელეთ ის, რისი აღებაც შეგიძლიათ მარცხენა ხელით, მაგრამ ვერ აიღებთ — მარჯვენა ხელით?


გამოცანა III


როდესაც ყველაფერი ჩანს, მას ვერ ხედავთ. ხოლო, როდესაც არაფერი ჩანს – მას ხედავთ. რა არის?


გამოცანა IV


პროფესორმა მეგობრების სალათით გამასპინძლება გადაწყვიტა. მას დასჭირდა 3 წიწაკა, ამდენივე პომიდორი, კიტრი უფრო ნაკლები, ვიდრე პომიდორი, მაგრამ უფრო მეტი, ვიდრე ბოლოკი. სულ რა რაოდენობის ბოსტნეული გამოიყენა?


გამოცანა V


ხიდის წინ სატვირთო გაჩერდა. მას სახურავის დაზიანების გარეშე, მის ქვეშ გავლა არ შეეძლო – სიმაღლეში სულ რამდენიმე სანტიმეტრი აკლდა. მძღოლი სრულ დაბნეულობაში იყო, ვიდრე მის გვერდით ჩამვლელმა პატარა გოგონამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ უკარნახა... და უკვე რამდენიმე წუთში, მანქანამ ხიდის ქვეშ, უპრობლემოდ გაიარა. რა ურჩია გოგონამ მძღოლს?


image


პასუხები:


I. 20 წამი. შეგიძლიათ გადათვალოთ 20 ფურცელი, რადგან ფურცლების რაოდენობა ცნობილია. 70–20=50, ანუ 50 ფურცელს 20 წამში გადათვლით.

II. მარჯვენა ხელის იდაყვი.

III. სიბნელე

IV. ცხრა ცალი ბოსტნეული. 3 წიწაკა + 3 პომიდორი + 2 კიტრი + 1 ბოლოკი.

V. ურჩია, რომ საბურავები დაეშვა. მანქანის სიმაღლე, ამ შემთხვევაში, რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდებოდა და ხიდის ქვეშ გაეტეოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ევოლუციის შესახებ, რომლისაც სულ ტყუილად გვჯერა (I ნაწილი)

* 15 უმარტივესი გამოცანა, ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

* ყველაზე უსარგებლო ნივთები, რომლის ნახვა სავაჭრო ქსელში შეიძლება

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
328
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0