x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
"ენა, მამული, ერთობა" -რა რეაქცია მოყვა ილიას პერიფრაზირებას?
image


"ენა, მამული, ერთობა" - თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძის ცნობილ სიტყვებს ცვლის და მის გატრენდებას ცდილობს.


„ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. აქციის მონაწილეებს ფიცის დადების დროს, სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ.



ამ ამბავს საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია მოყვა:


***

"მამული, ენა, სარწმუნოება'' შეუცვლიათ და ''მამული, ენა, ერთობა'' მოუფიქრებიათ .

მამული არის და ბენდუქიძისეული მიდგომა აქვთ, რომ ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა (ამ დროს პირველ ეს გაყიდა ამ ფრაზის ავტორმა), ენა არის და მთლიანად ინგლისური ''სლენგებით'' ჩაანაცვლეს ქართული ტერმინოლოგია, ყველაზე მეტად კი სარწმუნოება აღიზიანებდათ და ესეც შეცვალეს იმით რაც რეალურად არის მათი ერთადერთი საზრისი . პოსტმოდერნული ინდივიდუალიზმის ღმერთის ყველაზე გავრცელებული ფორმით, გ ა რ თ ო ბ ი ს ღმერთით ჩაანაცვლეს .

სიმბოლურია რომ ერთობა ჩასვეს და არა ერთიანობა . რადგან ბევრი იქ მყოფი ამ ე.წ. პროტესტით ე რ თ ო ბ ა ! კანონი არ წაუკითხავთ და აპროტესტებენ . კლუბები მობეზრდათ, ამიტომ ახლა რაღაც მიზეზი მიეცათ და გამოცვივდნენ, რადგან სანამ ზღვის სეზონი მოვა გენზი თაობა პროტესტით ე რ თ ო ბ ა !"



***


“მამულს, ენას და ერთობას” რაც შეეხება, ადგილზე ვიყავი, როცა ფიცის ტექსტის წასაკითხად ვემზადებოდით. პირვანდელ ვერსიაში იყო “მამული, ენა და სარწმუნოება”, მაგრამ იქვე ერთამენთს უთხრეს “ბავშვებმა”, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი კონფესიის ხალხია და ერთობა გვჭირდებაო და ახალი ფორმულირებით დაწერეს “მამული, ენა, ერთობა”. ეს ხალხი არის საგანძური, არსად, არავის აგრძნობინებენ თავს ზედმეტად. შეუძლებელია, ეს ხალხი, ამ მორალით დამარცხდეს!"


***

"მოკლედ ნუ აბულინგებთ იმ ახალგაზრდებს, ვინც გუშინ შეცვალეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: მამული, ენა, ერთობა

ეს მათ იმიტომ გააკეთეს, რომ ვინმე არ ყოფილიყო დაჩაგრული სხვა კონფესიის წარმომადგენელი. ამითი მათ ქრისტიანობა არ დაუმცირებიათ!!!!

ეს მათ კეთილი გულებით გააკეთეს! ნუ ეძებთ ყველგან შეთქმულების თეორიებს!

თუმცა, მეც შევცვლიდი ჩემებურად, ისე როგორც 21-ე საუკუნეს შეეფერება და ვიგულისხმევდი შემდეგს:

მამული - სამშობლო

ენა (ყველა ენა საქართველოში),

სარწმუნოება (ყველა რელიგია)

და ეს სამივე ქმნის ერთობას! მრავალკულტურულ გარემოში გვიწევს ფიქრი განსხვავებებზე თან პატივი ვცეთ სხვა ენებს და რელიგიებს ჩვენს ქვეყანაში"


***

" ეს განმარტება ცოტა არა დამაჯერებლად გამოიყურება, მაგ პრინციპით, თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლებზეა საუბარი, სწორედ მათ სარწმუნებაზე უნდა გამახვილებულიყო ყურადღება და კი არ უნდა ამოეღოთ სიტყვა "სარწმუნეობა", პირიქით მაშინ ჩააემატებინათ +ერთობა"

***

"აწმყოც გვწყალობს, დიდო ილიავ, და მომავალი ხომ ჩვენია და ჩვენია.

შენ რომ სანთლით ეძებდი, ისეთი ერთი და ორი კი არა, მთლიანად თაობა გვყავს.
დასრულდა ძილის ეპოქა, თავისუფლების სიყვარულმა მოიცვა შენი შვილები, ყოველი მხრიდან ისმის ხმა: “ენა, მამული, ერთობა".
აღარ ხარ მარტო, აღარ სძინავს შენს ხალხს, ფეხდაფეხ მიჰყვებიან შენ მიერ გაკვალულ გზას ევროპისკენ.
არც ნიკოს მერანს ჩაუვლია თურმე უკვალოდ.
აკაკისაც შეუძლია, აღარ იგლოვოს სამშობლოს სვე-ბედზე!
არც კირიონის წმინდა სისხლი დაღვრილა ამაოდ, ამბროსის 37 წლიან ბრძოლასაც დაუტყვია თავისი ღრმა კვალი თავის ერზედ!
ვაჟას შეკითხვაზეც პასუხი გაცემულია, სამშობლოს მცველები გამოჩნდნენ!
მისივე სიტყვებით დავასრულებ: “უფლის კურთხევა ანთია
სამშობლოს მცველის ფარზედა".
***
"ენა, მამული, სარწმუნოება - ამ ტრიადისადმი ერთგულებამ შეგვაძლებინა და შეგვაქმნევინა ეს სახელმწიფო. გუშინ იმ ფსევდო ფიცში შეცვალეს ეს ტრიადა! ამ ტრიადის შეცვლა და იქიდან “სარწმუნეობის" ამოღება საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, ვწუხვარ რომ ამაში ჩემი თანატოლები, გარე ძალის წაქეზებით, გაუთვითცნობიერებლად მონაწილეობენ.
თაბაგარი და ლიბერალები უკვე ცდილობენ გაატრენდონ ამ ტრიადის შეცვლილი სახე, სადაც სიტყვა “სარწმუნოება" სიტყვა “ერთობით" არის შეცვლილი"
-წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, ილია ჭავჭავაძეს ცნობილი სიტყვები "მამული, ენა სარწმუნოება" ნახსენებია 1881 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ კრიტიკულ წერილში "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის-მიერ „შეშლილის“-ს თარგმნაზედა"

1
87
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
87
  
21 აპრილი, 2:33
ახალგაზრდობის გულშემატკივარი ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის. ცხოვრებას რეალური თვალით უნდა უყუროს ადამიანმა და ანალიზი გააკეთოს. ერთჯერადი, შოუს ელემენტებით გაჯერებული აქციებით ვტრიალებთ წრეზე. მერე ვხვდებით, რომ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორი ყოფილა. ახალგაზრდობის ,,გულანთებულობის", რომელსაც საკუთარი პაპა-ბებიის საფლავზე ბალახი არ გაუგლეჯია და ხშირ შემთხვევაში, ვერც მიაგნებს მას, სამწუხაროდ, არ მჯერა. ძალიან დიდი სიყალბეა ყველაფერი. სიყალბეა მსოფლიო პოლიტიკა და მათ შორის, ქართული. დასანანია, რომ მასში გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ახალი სახეები ერთვებიან.
0 1 1