x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
"ტიტანიკის" გადასაღებ მოედანზე ნარკოტიკით მასიური მოწამვლის გასაიდუმლოებული ინციდენტი საჯარო გახდება
image

ინფორმაცია"ტიტანიკის"-ის გადასაღებ მოედანზე ნარკოტიკებით მოწამვლის შესახებ, რომელიც აქამადე გასაიდუმლოებული იყო, მაისში გახდება საჯარო.




დეტალები "ტიტანიკის" გადამღები ჯგუფის ჰალუცინოგენებით მასობრივი მოწამვლის შესახებ მაისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. ინფორმაციას National Post-ი ავრცელებს.


1996 წლის 9 აგვისტოს კანადაში, ჯეიმს კამერონის ფილმის "ტიტანიკის" გადასაღებ მოედანზე, ნარკოტიკი ფენციკლიდინი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ანგელოზის მტვერი", შეურიეს გადამღები ჯგუფისთვის და მსახიობებისთივს გამზადებულ ზღვის პროდუქტების სუპში. ინციდენტის ჩამდენი დღემდე ვერ იპოვეს.


image

2024 წლის მარტის ბოლოს, ახალი შოტლანდიის ინფორმაციისა და კონფიდენციალურობის კომისარმა ტრიშა რალფმა გადაწყვიტა, რომ ჰალიფაქსის რეგიონალურმა პოლიციამ მაისის შუა რიცხვებში უნდა გამოაქვეყნოს დამატებითი ათგვერდიანი ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ, სადაც აღწერილია თუ როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მიდიოდა პირველადი გამოძიება და ასევე მოიცავს გადასაღებ მოედანზე მყოფი ადამიანების და საავადმყოფოში მოხვედრილი გადამღები ჯგუფის ჩვენებებს. მას შემდეგ, რაც ინციდენტიდან 15 წელზე მეტი გავიდა, კერძო ინფორმაცია საიდუმლოდ აღარ ითვლება.



გამოცემა იუწყება, რომ დაახლოებით 80-მა ადამიანმა მიირთვა ნარკოტიკით გაზავებული სუპი, მათ შორის იყვნენ მსახიობები, გადამღები ჯგუფის წევრები და თვით ჯეიმს კამერონიც კი. ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ ყველა სხვადასვხგვარად იქცეოდა:ზოგიერთი მათგანი პანიკამ შეიპყრო, ზოგი კი ისე იქცეოდა, თითქოს ნასვამი იყო: ზედმეტად აღელვებულები იყვნენ, ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ და ცეკვავდნენ.

image

სუპი არ უჭამია 86 წლის გლორია სტიუარტს, რომელიც ქეით უინსლეტის (როზა) გმირს სიბერეში თამაშობდა.სუპის ჭამა ვერ მოასწრეს არასრულწლოვანმა მსახიობებმა, ასევე ლეონარდო დიკაპრიოს და ქეით უინსლეტმა.

image

ბილ პექსტონმა, ფილმში მოთამაშე ერთ-ერთმა მსახიობმა, ერთხელ ლარი კინგთან საუბარში ამ ამბავს სიგიჟე უწოდა. „ვიცოდი, რომ რაღაცა მჭირდა, რაღაც არასასიამოვნო. მე და ჯიმმა (კამერონი) ვიფიქრეთ, რომ მოლუსკების სუპში ნეიროტოქსინი იყო . ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მოლუსკები ძალიან დიდხანს იდო მზეზე და ან რაღაც მაგსი მსგავსი“, - თქვა მან.

0
195
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0