x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
"მოკლედ გავჩერდები კიდევ რამე არ წამომცდეს"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს და მათ მიკერძოებაში სდებს ბრალს. ნათელაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აქციებზე როდესაც სხვადასხვა ოპოზიიური მედიის წარმომადგენლები მხოლოდ თავიანთ არხებთან აფილირებულ პირებს წერდნენ, მათ არავინ ეკარებოდათ და საერთოდ კადრშიც კი არ აჩენდნენ:


"ის, რომ საქართველოს ბედი ტელე--შიზო---ზომბირებამ გაამრუდა არ ახალია ძველია. ისიც ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი ტელევიზია იგივეა რაც ქალიშვილი კურტიზანი და ყველა ტელეკომპანია საკუთარი პარტიის სატელიტია ან პირიქით. სახელისუფლებო ბიძინვიზიებზე, იმედზე, საზოგადოებრივზე, პოსტ ტვ ზე, მაესტროზე და სხვებზე აღარაფერს ვწერ.


მათი ამბავი მსოფლიომ იცის.უბრალოდ კიდევ ერთხელ განმაცვიფრა ამ დღეებში მიტინგებისას მთელი რიგი ოპოზიციური ტელევიზიების მიკერძოებამ. მთავარი ზედ გვარამიაზე იყო დაწებებული, ფორმულა ნაცებზე, ხოლო ტვ პირველი ხაზარაძეზე. ყველას დავალება ქონდათ მიცემული არ მოგვკარებოდნენ და აქციებიდან ჩვენი პროფილიც კი არ გამოეჩინათ.


ახლა მითხარით რა მნიშველობა აქვს ჩვენი პარტიისა და ხალხისთვის რაც განუყოფელი ერთობაა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, რა განსხვავებაა მათ შორის თუნდაც ცენზურაში, დემოკრატიულობაში, სიმდიდრეში და უნამუსობაში. მოკლედ გავჩერდები კიდევ რამე არ წამომცდეს.ცნობისათვის საარჩევნოდ ისეთ ბლოკირებას გვიპირებენ ეს ეპიზოდი მამაო ჩვენო გვეგონება. P.S ეს არ ეხება ჟურნალისტებს, რომლებიც მე ყველა უსაზღვროდ მიყვარს."- წერს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი.




0
380
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380