x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
იდეალური არავინაა: ფიტნეს - ექსპერტმა ვარსკვლავების სხეულის მთავარი დეფექტები გაამჟღავნა

image

ბევრის აზრით ცნობილი სახეები ყველანაირად იდეალურები არიან. მათ ხომ მართლაც უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ იმისთვის, რომ ყველა სიტუაციაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. თქვენ წარმოიდგინეთ და თვით სუპერმოდელებსაც კი, ჯანსღი ცხოვრების წესის მიუხედავად სხეულის გარკვეულ უბნებზე მოშვებული კანი და ცელულიტი აღენიშნებათ, რომელიც გლამურული ჟურნალების გარეკანისთვის პროფესიონალთა მიერ საგანგებოდ მუშავდება. მოდით, ვნახოთ როგორ აფასებს პროფესიონალი ფიტნეს - ინსტრუქტორი ცნობილი ლამაზმანების ფიზიკურ მონაცემებს და ერთად გავარკვიოთ სხეულის რომელ ზონებზე ესაჭიროებათ მათ მისი აზრით განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. წინასწარ გეტყვით რომ მისი ზოგიერთი ვერდიქტი ბევრ თქვენგანს ნამდვილად გააოცებს.






ჯიჯი ჰადიდი

image


ტრენერის აზრით, გრძელფეხება სუპერმოდელს მოშვებული კუნთების ტონუსში მოყვანა არ აწყენდა


image





ბელა ჰადიდი


image


ფიტნეს - ინსტრუქტორის თქმით, უკეთესი იქნება თუკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი პრობლემური ზონებიდან ცელულიტს მოიშორებს და დუნდულების კუნთებსაც გაიმკვრივებს

image





ჰეილი ბოლდუინი

image


ტრენერის თქმით, სუპერმოდელს მხრის სარტყელზე მუშაობა სჭირდება

image

კორტნი კარდაშიანი

image

რეალითი - შოუს ვარსკვლავს კი ფიტნეს-ინსტრუქტორი ბარძაყებზე ზედმეტი ცხიმების დაწვას ურჩევს



image




კეით აპტონი

image

სუპერმოდელს მასიური ტორსი და თხელი კიდურები აქვს, შესაბამისად, ექსპერტი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მას სწორედ ამ ზონებზე ურჩევს



image



კენდალ ჯენერი

image


ფიტნეს - ინსტრუქტორის აზრით, ტოპ-მოდელს კუნთოვანი "კორსეტის" შექმნა ესაჭიროება, რათა მომავალში მას პრობლემები არ შეექმნას

image




ჯორჯინა როდრიგესი


image

ტრენერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდელი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მისი სხეული გაცილებით უფრო მიმზიდველ ფორმებს მაშინ მიიღებდა, თუკი კუნთების გამოსაშრობად სპეციალური ვარჯიშების პროგრამით დაკავდებოდა


image


ალესანდრა ამბროსიო


image


ექსპერტის აზრით, ურიგო არ იქნებოდა თუკი მოდელი გულმკერდის, ზურგისა და დუნდულების ნაკეცების კუნთებს გაიმაგრებდა



image





0
474
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
474