x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ოკუპანტები ჩვენს ხელისუფლებაში: რა უნდა ვქნათ?
უკრაინის ომამდე “ქართულ ოცნებად” წოდებული ეს სრულიად მოღალატეობრივი და უსაძაგლესი რეჟიმი ჯერ კიდევ წარმატებით ახერხებდა, იმგვარად შენიღბულიყო, რომ საკუთარი ვერაგული ბუნება ბოლომდე არ გამოემჟღავნებინა და როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე დასავლეთისთვის თავი იმგვარად მოეჩვენებინა, თითქოს არ იდგა რუსეთის სამსახურში და ქართველი ხალხის ინტერესებს გამოხატავდა. უკრაინის ომმა ნიღაბი ერთიანად ააგლიჯა ჩვენს მმართველ ბანდას და ყველას ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნულ ძალას არაფრად აღელვებს არც ქართველი ერის საუკუნოვანი მისწრაფება, დაუბრუნდეს თავის ძირძველ ევროპულ ოჯახს და ფუძეს და არც ჩვენი ქვეყნის ყველაზე სასიცოცხლო ინტერესები. დღეს უკვე სრულიად ცხადად არის გარკვეული, რომ “ქართული ოცნება” მხოლოდ ერთადერთ ძალას — რუსეთს ექვემდებარება და რუსული ინტერესების დასაცავად ყველაფრისთვის მზად არის. “ქართული ოცნება” არის რუსული საოკუპაციო ადმინისტრაცია — ეს უკვე უტყუარი ფაქტი გახლავთ!


ამ პირობებში ისმის შეკითხვა: რას ვაპირებთ ჩვენ და როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება მომავალში?


ჩემი ღრმა რწმენით, ამ უმძიმეს პირობებში უპირველეს ყოვლისა, ერთიანობაა მთავარი! დღეს არ არის ერთმანეთის დაცინვის, ერთმანეთის განქიქების, წარსულის გახსენების, ურთიერთსიძულვილის და პირად ინტერესებზე ზრუნვის დრო. აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, ვისაც გვსურს, რომ საქართველო გადარჩეს, უნდა გავერთიანდეთ, რადგან რუსეთის დამარცხება მხოლოდ მთელი საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი.


ჩვენ ერთიანები ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს და შედეგიც დავდეთ: ეროვნული დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ! ჩვენ ახლა ხელახლა გვაქვს დამოუკიდებლობა მოსაპოვებელი. ამიტომ ისევ ერთიანები უნდა გავხდეთ.



გარდა ამისა, არც კი უნდა გავიფიქროთ, რომ რუსეთის მონობაში სადმე მყუდრო კუთხეს მოვნახავთ და ჩვენთვის მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთ. ეს ასე არ მოხდება. ადრე თუ გვიან, სწორედ მაშინ, როცა საამისოდ ყველაზე არახელსაყრელი მომენტი იქნება, რუსეთი აუცილებლად მოგვიკაკუნებს კარზე, ყველას მოგვაკითხავს და ყველაფერს წაგვართმევს. რუსული ფაშიზმის პირობებში შეუძლებელია არსებობდეს სადმე მყუდრო და მშვიდი კუთხე, სადაც ბედნიერების მოპოვებას შევძლებთ. რუსული ფაშიზმის ბოგინის დროს ყველაფერი თავზე ხუხულასავით ჩამოგვენგრევა — კეთილდღეობაც, ფინანსური სტაბილურობაც, წარმატებაც და ბედნიერებაც. ყველაფერი ფერფლად და მტვრად გადაგვექცევა, თუ რუსეთის მონობას შევეგუებით.


ომი




0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0