x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ჰოდა, არ დავემსგავსოთ უნდა ამ ქალს" - ვისზე საუბრობს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია ზვიგენის თავდასხმის შედეგად რუსეთის მოქალაქის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"უცებ წარმოვიდგინე გახარებული ინჯიასექტორის თანამშრომელი როგორ მიყურებს ზვიგენი რომ მჭამს, ღარიბაშვილის თანამოქალაქეს და მკვლელი რუსეთის გულშემატკივარი სახელმწიფოს მოქალაქეს (არ ვარ თუ რა?) და გულზე შემომეყარა.


მგონი, ძალიან ცუდად გაგექცათ მანდ რიაქცია. სისასტიკეში არ უნდა დავემსგავსოთ არავის. არც რუსებს. სხვათა შორის, რამდენიმე ვიდეო გავრცელდა ამ საზარელი კადრების. ყველაზე უგულო რუსი გადამღები ქალი მომეჩვენა: “Вот она его останки доедает” იძახდა მშვიდად.


ვიდეოს ცხადია აქ არ დავდებ. თუმცა ტემეგრამებზე დევს. იღებდა და გამაოგნებელი უგულობით აღწერდა პროცესს, თითქოს ჩვეულებრივ ვახშამს უყურებსო. ჰოდა, არ დავემსგავსოთ უნდა ამ ქალს."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული შემთხვევა ჰურგადაში, "Dream Beach"-ის სანაპიროზე მოხდა. 1999 წელს დაბადებულ მამაკაცს ზვიგენი თავს ზღვაში ყოფნის დროს დაესხა. მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. რუსული მედიის ცნობით, წითელ ზღვაში დაიჭირეს ზვიგენი, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა.








0
42
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
42